PlayStation Vita

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან PSVita)
PlayStation Vita

პირველი თაობის PlayStation Vita (PCH-1000)
სხვა სახელწოდებები PS Vita,
Vita
შემქმნელი Sony Interactive Entertainment
მწარმოებელი Sony
პროდუქტის ოჯახი PlayStation
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე
გამოშვების თარიღი
17 დეკემბერი, 2011
შეწყდა 2019
გაიყიდა 14.69 მილიონი (2017 წლის იანვრის მონაცემით)[1]
მედია PS Vita Card, ციფრული დისტრიბუცია PlayStation Network-ის მეშვეობით
ოპერაციული სისტემა PlayStation Vita-ს პროგრამული უზრუნველყოფა
კვება
2200 mAh[2]
  • PCH-1000:
    დაახ. 3-5 სთ თამაშისას, 5 სთ ვიდეოს ყურებისას, 9 სთ მუსიკის მოსმენისას.
    PCH-2000:დაახ. 4-6 სთ თამაშისას, 7 სთ ვიდეოს ყურებისას, 12 სთ მუსიკის მოსმენისას
პროცესორი 2 გჰც-მდე Quad Core ARM Cortex-A9 MPCore[3][4]
მეხსიერება 512 მბ ომ, 128მბ ვიდეომეხსიერება
მეხსიერების საცავი 1 გბ ფლეშ მესხიერება (მხოლოდ PCH-2000 მოდელი)
ამოღებადი საცავი PS Vita-ს მეხსიერების ბარათი (4, 8, 16, 32, 64 გბ)
მონიტორი 5 ინჩიანი (16:9) OLED (PCH-1000) და LCD სენსორული ეკრანი, 17 მილიონი ფერით, 960 x 544 qHD @ 220 ppi
გრაფიკა ოთხბირთვიანი POweVR SGX543MP4+
ხმა სტერეო სპიკერი, მიკროფონი, 3.5 მმ ყურსასმენები
შეტანა
    • უკანა ტაჩპადი
    • 16 × ღილაკი
      (Triangle, Circle, Cross, Square, D-Pad, L, R, Start, Select, PS, Volume ±, Power)
    • 2 × ანალოგური ჩხირი
კამერა წინა და 0.3 მპ უკანა კამერა
სათითური 5 ინჩიანი ტაჩპადი (უკანა მხარეს)
კავშირი IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, 3G, Blluetooth 2.1 + EDR
ონლაინ სერვისები PlayStation Network
უკუთავსებადობა PlayStation Portable (გადმოტვირთვადი)[5] PSone (გადმოტვირთვადი)
წინა PlayStation Portable
დაკავშირებული სტატიები PlayStation TV

PlayStation Vita (შემოკლებით PS Vita ან Vita) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული Sony Interactive Entertainment-ის მიერ. 2011 წლის 6 ივნისს, E3-ის სონის კონფერენციაზე გამოცხადდა მისი დასახელება.[6] კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 2011 წლის 11 დეკემბერს,[7][8] ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში — 2012 წლის 22 თებერვალს.[8][9] PS Vita არის PlayStation Portable-ის მემკვიდრე, ეკუთვნის მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ოჯახს და კონკურენციას უწევდა Nintendo 3DS-ს.

კონსოლის ორიგინალ მოდელს გააჩნია 5 ინჩიანი (130 მმ) ორგანული შუქდიოდური (OLED) სენსორული ეკრანი,[10][11] ორი ანალოგური ჯოისტიკი და Bluetooth-ის, Wi-Fi-სა და მესამე თაობის 3G ინტერნეტის მხარდაჭერა. მისი შიდა აპარატული მახასიათებლებია: ოთხ ბირთვიანი ARM Cortex-A9 MPcore-ის ცენტრალური და ოთხბირთვიანი SGX543MP-ის გრაფიკული პროცესორი.[10], 512 მბ ოპერატიული მეხსიერება.[12][13] 2013 წელს ბაზარზე გამოვიდა განახლებული PS Vita 2000 სერია,[14] უმნიშვნელოდ შეცვლილი დიზაინითა და თხელი კორპუსით, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს ბატარეიის ხანგრძლივობა[15] და OLED ეკრანი ჩანაცვლებული აქვს LCD ეკრანით.[16]. Sony-მ 2013 წელს გამოუშვა PlayStation TV,[17]რომელსაც გააჩნდა სათამაშო კონსოლის მსგავსად ტელევიზორზე მიერთების და გამოსახულების მიღების ფუნქცია, თუმცა 2015 წელს, სონიმ, PS TV-ის ვარიანტის გამოშვება შეწყვიტა.[18]

2017 წლის მონაცემით გაიყიდა კონსოლის 14,69 მილიონი ეგზემპლარი.[1] გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 25 ერთეული თამაში. თამაშების უმრავლესობა ვრცელდება PS Vita ბარათის მეშვეობით[19][20] და იყიდება მაღაზიებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი თამაში ისეთი, როგორიც არის „Tales from Space: Mutant Blobs Attack“, „Super Stardust Delta“ და „Escape Plan“, შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით და ხელმისაწვდომია მხოლოდ PlayStation Store-ზე.[21] მასზე თავსებადია მისი წინამორბედის, PlayStation Portable-ის რამდენიმე თამაში. მასზე ასევე ხელმისაწვდომი იყო PlayStation Mobile-ის თამაშები, თუმცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეწყდა 2015 წლის სექტემბერს.[22]

მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე დაყრდნობით, ორიგინალი Vita-ს შიდა აპარატული შესაძლებლობები დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა.[23] თუმცა მას ხშირად აკრიტიკებენ თამაშების ბიბლიოთეკის ნაკლებობისა და აკუმულატორის მცირე ხნიანობის გამო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Platform Totals. VGChartz. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  2. Christopher MacManus. (14 სექტემბერი, 2011) Sony reveals PlayStation Vita battery life. CNET. CBS Interactive.
  3. PS Vita vs Nintendo 3DS vs Nintendo 3DS XL vs iPhone 4S: Specs Compared. NowGamer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-17. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2012.
  4. Fenlon, Wesley. How the Sony PS Vita Will Work. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2013.
  5. PS Vita: The Ultimate FAQ – PlayStation.Blog. Blog.us.playstation.com. დაარქივებულია 16 ივლისი, 2013.
  6. NGP becomes PlayStation Vita. Eurogamer (7 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2011.
  7. Schramm, Mike. (6 აპრილი, 2011) Sony Japan denies any earthquake-related NGP delays. Joystiq. ციტირების თარიღი: 9, აპრილი, 2011.
  8. 8.0 8.1 Ivan, Tom. (4 აგვისტო, 2011) PlayStation Vita release date is 2011 in Japan, 2012 in US and Europe. Computer & Video Games. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2011.
  9. Get Your Hands on PS Vita Early with the First Edition Bundle. PlayStation Blog. Sony (27 ოქტომბერი, 2011). ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2011.
  10. 10.0 10.1 How do the PS Vita's specs stack up against the competition?. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  11. Johnny Cullen. (24 იანვარი, 2011) Sony outs tech specs for NGP. VG247. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2011.
  12. PR Newswire. (17 აგვისტო, 2011) "PlayStationVita" Expands Its Entertainment Experience by Introducing Various Applications for Social Networking Services and Communications. SYS-CON Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 2017-05-22.
  13. Sony: why PS Vita has 512MB of RAM News – PlayStation Vita – Page 1 | Eurogamer.net. Eurogamer. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2011.
  14. 2013-09-09, 【速報】新型PS Vitaが10月10日より19929円(税込)で発売!【SCEJAプレスカンファレンス】, Famitsu
  15. Souppouris, Aaron. Sony announces thinner and lighter PlayStation Vita. The Verge. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2013.
  16. PS Vita серии PCH-2000: тоньше, легче и со встроенной памятью
  17. 9/09/13 3:56am 9/09/13 3:56am. Introducing PS Vita...TV. Kotaku. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2013.
  18. [Update PlayStation TV Discontinued In North America, Europe]. GameInformer.
  19. Vlad Savov. (27 იანვარი, 2011) Sony's next PSP, codenamed NGP. Engadget. AOL. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2011.
  20. Types of card media | PlayStation®Vita User's Guide. Manuals.playstation.net (23 აგვისტო, 2012). ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2012.
  21. Williams, Mike. PlayStation Vita Could Shift Towards Digital-Only. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-10. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.
  22. Gerald Lynch. PlayStation Mobile Will Power Down on July 15th. Gizmodo UK.
  23. Hardware Review: PlayStation Vita. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016.