Overwatch 2

ოვერვოჩი 2 (ინგლ. Overwatch 2) — Blizzard Entertainment-ის შექმნილი, უფასო, პირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, რომელიც გამოვიდა 2023 წელს. იგი არის 2016 წლის Overwatch-ის ჩამანაცვლებელი. თამაში ხელმისაწვდომია Nintendo Switch-ის, PlayStation 4-ის, PlayStation 5-ის, Windows-ის, Xbox One-ისა და Xbox Series X/S-ის პლატფორმებზე, ყველა მათგანზე ჯვარედინი თამაშით (cross-platform play). Overwatch 2 პირველად გამოცხადეს 2019 წელს, ხოლო მისაწვდომი გახდა 2022 წლის ოქტომბერში „ადრეული წვდომის“ (early access) რეჟიმში. ოფიციალურად იგი გამოვიდა 2023 წლის აგვისტოში.
Overwatch 2 ინარჩუნებს თავისი წინამორბედის ძირითად მექანიკევს, მაგრამ შემოტანილია რიგი ცვლილებები. გუნდის ზომა შემცირებულია 6-დან 5 მოთამაშემდე, რაც მიზნად ისახავს თამაშის დინამიკისა და სტრატეგიული სიღრმის გაზრდას. დამატებულია ახალი რეჟიმები, მათ შორის Push (ობიექტის გადაწევა), ასევე შეცვლილია რუკები და გმირების ბალანსი. თავდაპირველად თამაშშიი იგეგმებოდა, სიუჟეტური კოოპერატიული რეჟიმების დამატებას, მაგრამ 2023 წელს ეს გეგმები გაუქმდა, რათა ფოკუსი გაეკეთებინა PvP (მოთამაშე vs მოთამაშე) ელემენტებზე.