Outlandos d'Amour

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Outlandos d'Amour
ალბომის Outlandos d'Amour ყდა
Outlandos d'Amour
გამოცემის თარიღი 2 ნოემბერი, 1978
ჩაწერის თარიღი იანვარი - მარტი, 1978
ჟანრი პოსტ პანკი, ახალი ტალღა
ხანგრძლივობა 38:14
ლეიბლი A&M
პროდიუსერი სტინგი, სტიუარტ კოუპლენდი, ენდი სამერსი
ქრონოლოგია: The Police
Outlandos d'Amour
(1978)
Reggatta de Blanc
(1979)


სინგლები ალბომიდან Outlandos d'Amour
  1. Roxanne
    გამოვიდა: აპრილი, 1979
  2. Can't Stand Losing You
    გამოვიდა: ივნისი, 1979
  3. So Lonely
    გამოვიდა: თებერვალი, 1980
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars [1]
რობერტ კრისტგოუ (B+) [2]

Outlandos d'Amour — ჯგუფ The Police-ის პირველი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1978 წელს.

მიმოხილვა[რედაქტირება]

ალბომი თავდაპირველად წარუმატებელი იყო - სიმღერები Can't Stand Losing You და Roxanne, რომლებიც სუიციდსა და პროსტიტუციაზეა, არ მოხვდნენ ბიბისის ეთერში, ასე რომ, პირველ ეტაპზე არც თუ ბევრმა მსმენელმა გაიცნო ახალბედა ჯგუფის ინგლისიდან.

ჯგუფმა გარისკა და ამერიკაში გამართული დაბალბიუჯეტიანი ტურის კვალობაზე დიდი წარმატება მოიპოვა. სიმღერას Roxanne აქტიურად უშვებდნენ უკვე ბრიტანულ ეთერშიც. გამოსვლისთანავე, სინგლი მოხვდა ბრიტანულ ჩარტების #12 ადგილზე, ხოლო შემდეგი, Can't Stand Losing You - #2 ადგილზე. ალბომის მაქსიმალური პოზიცია ჩარტში იყო #6 ადგილი.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს იყო დებიუტი, მასში რამდენიმე ექსპერიმენტული ნომერიც არის - ასეთებია Masoko Tanga და უცნაური Be My Girl - Sally (სიმღერა გასაბერ მანეკენზე, რომლის ავტორიც ენდი სამერსია).

თავდაპირველად ჯგუფის მენეჯერს, მაილზ კოუპლენდს (სტიუარტის ძმას) ალბომისთვის სხვა სახელი, Police Brutality ჰქონდა შერჩეული. შემდეგ მან შეცვალა ვერსია - რადგანაც ალბომში იყო რამდენიმე რომანტიკული სიმღერაც (როგორიც არის Roxanne), ამიტომაც დისკს ეწოდა Outlandos d'Amour (უცხოური სიყვარული).

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია, სტინგი გარდა აღნიშნულისა.

Side one[რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Next to You   2:50
2. So Lonely   4:49
3. Roxanne   3:12
4. Hole in My Life   4:52
5. Peanuts (სტინგი, კოუპლენდი) 3:58

მხარე 2[რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Can't Stand Losing You   2:58
2. Truth Hits Everybody   2:53
3. Born in the 50's   3:40
4. Be My Girl - Sally (სამერსი, სტინგი) 3:22
5. Masoko Tanga   5:40

ალბომის სინგლების B-გვერდების სახით ასევე გამოიცა:

  1. Dead End Job (სტინგი, სამერსი, კოუპლენდი) - სინგლიდან Can't Stand Losing You
  2. Vision of the Night (სტინგი) - სინგლიდან Walking on the Moon
  3. No Time This Time (სტინგი) - სინგლიდან So Lonely, რომელიც გამოიცა, როგორც ალბომის Reggatta de Blanc სინგლი

პერსონალი[რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება]

წელი ჩარტი ადგილი
1979 ბილბორდის პოპულარული ალბომები 23
1983 ბილბორდის 200 ალბომი 138

სინგლები[რედაქტირება]

წელი სინგლი ჩარტები პოზიცია
1979 Roxanne ბილბორდის პოპულარული სინგლები 32
1982 Roxanne ბილბორდის მეინსტრიმული როკი 28

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Prato, Greg. Outlandos d'Amour საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2011-06-18
  2. Album Review, robertchristgau.com.