ჯგუფის სადებიუტო ალბომი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. MetalCrypt-ის ბრიუს დრეგონჩეისერი წერდა, რომ იგი იყო „იშვიათი მშვენიერება“.[3] Dutch Progressive Rock Page-ის მიმოხილველი დრის დოკტორი აღნიშნავდა, რომ ყურადღება, რომელიც ამ სადებიუტო ალბომმა მიიქცია, დამსახურებული იყო.[4] Metal Reviews-ის მიმომხილველი ბორისი წერდა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ ამ ალბომს წააწყდა[5]. „...ჩემი კოლექციის ერთ-ერთი საგანძურია“ – აღნიშნავდა აივორი Metal Storm-იდან.[6]
Out of Myself-ს აღწერენ, როგორც „ემოციურ მუსიკალურ მოგზაურობას“[1], „ეშმაკურად მძლავრს“, „მეტალის, არენა-როკის, გრანჟის და დაბის მსუბუქი ელემენტებითაც კი“[7]. ამავე დროს, ალბომს ეწოდა „ჯგუფის პირველი მშვიდი მოგზაურობა“[3]. აგებულს მარიუშ დუდას ბას-გიტარაზე, ალბომის მუსიკას აგრეთვე განსაზღვრავს იაცეკ მელნიცკის კლავიშებიანი საკრავებით შექმნილი ატმოსფერო და პიოტრ გრუძინსკის წამყვანი გიტარის „ხანგრძლივი, ცრემლებიანი, გიტარების გაწელილი ნოტები“.[4]