OnePlus One

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
OnePlus One
მწარმოებელი OnePlus
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა Android 4.4
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 162 გრამი
ზომა 152,9 x 75,9 x 8,9 მმ

OnePlus One — ჩინური კომპანია OnePlus-ის სმარტფონი, რომელიც პოზიციონირებს როგორც „ფლაგმანების მკვლელი“.[1][2] ეს არის კომპანიის პირველი პროდუქტი.[3] სმარტფონი წარადგინეს 2014 წლის 23 აპრილს.[4]

მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიამ ყველა რეგიონისთვის გამოუშვა ტექნიკურად ერთნაირი მოდელი.[5]

OnePlus One[6]
ეკრანი 5.5

LTPS IPS LCD, 1080 x 1920 px, 16:9

Corning Gorilla Glass 3

ოპერატიული 3 GB
შიდა მეხსიერება 16/64 GB
კამერა 13 MP, f/2.0, 1/3.1", 1.12µm, 4K@30fps, 4K(DCI)@24fps, 1080p@60fps, 720p@120fps
სელფის კამერა 5 MP, f/2.0, 720p@30fps
ჩიპსეტი 4x2.5 GHz Krait 400
ოპ. სისტემა Android 4.4 (KitKat), CyanogenMod 11S
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 152,9 x 75,9 x 8,9
წონა 162

ოპერაციული სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთში OnePlus One-ს უშვებდნენ Oppo ColorOS-ით Android 4.3 "Jelly Bean"-ის ბაზაზე. ყველა სხვა ქვეყანაში სმარტფონზე იყო დაყენებული CyanogenMod 11S Android 4.4.4 "KitKat"-ის ბაზაზე.[7]

პირველი განახლება CyanogenMod-ის მქონე მოწყობილობებისათვის CyanogenMod 12S-ის ვერსიამდე (Android 5.0.2-ის ბაზაზე) გამოუშვეს თითქმის ერთ წელიწადში — 2015 წლის 14 აპრილს. განახლება ყენდებოდა მხოლოდ ფაილების დამოუკიდებელი ჩატვირთვის გზით.[8]

OnePlus One თავსებადია სხვა ოპერაციულ სისტემებთან, მაგალითად, LineageOS და Paranoid Android-თან. LineageOS-თან სპარტფონს აქვს Android 9.0 და Android 10-ის მხარდაჭერა.[9]

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

OnePlus One-ის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწვევით კომპანია OnePlus-ის საიტის მეშვეობით.[10] 16 გბ ვერსიის ღირებულება შეადგენდა 299$, 64 გბ ვერსია ღირდა 349$.[11] 2015 წლის 20 აპრილს კომპანიამ გააუქმა მოწვევა და გახსნა დაშვება ყველასთვის.[12]

ჩინეთში არ ყოფილა მოწვევის სახით გაყიდვების შეზღუდვები.[13]

2015 წელს დოლართან მიმართებაში ევროს კურსის ვარდნის გამო კომპანია OnePlus-მა მოახდინა დოლარში არსებული ფასების კონვერტაცია 1:1.[14] ამიტომ 2015 წლის 25 მარტიდან ფასებმა აიწია 299 ევრომდე (16 გბ ვერსია) და 349 ევრომდე (64 გბ ვერსია).[15]

2015 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 35 ქვეყანაში გაიყიდა 1,5 მილიონი მოწყობილობა.[16]

აქსესუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად კომპანია გეგმავდა ნატურალური მასალისაგან დამზადებული რამდენიმე გამოსაცვლელი შალითას გამოშვებას, მაგრამ საწარმოო დეფექტების გამო საფირმო შალითები არ გავიდა მასიურ გაყიდვაში.[17] დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის საიტზე შესაძლებელი იყო შალითას მხოლოდ ბამბუკის მოდელის შეკვეთა.[18][19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OnePlus_One&oldid=4519463“-დან