OnePlus 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
OnePlus 2
მწარმოებელი OnePlus
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა Android 5.1
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 175 გრამი
ზომა 151,8 x 74,9 x 9,9 მმ

OnePlus 2 — 2015 წლის 29 ივლისს ჩინური კომპანია OnePlus-ის მიერ წარმოდგენილი სმარტფონი. ეს არის სერიის მეორე სმარტფონი. OnePlus 2 თავისი წინამორბედისაგან განსხვავდება დიზაინით და ტექნიკური მახასიათებლებით.[1]

მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელში კომპანია OnePlus-ის შემთხვევაში პირველად იქნა გამოყენებული „დაბრუნების“ ღილაკში ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერი.[2][3] აგრეთვე OnePlus 2 გახდა მსოფლიოში პირველი სმარტფონი USB Type-C პორტით.[4]

OnePlus 2 [5]
ეკრანი 5.5

LTPS IPS LCD, 1080 x 1920 px, 16:9

Corning Gorilla Glass 3

ოპერატიული 3/4 GB
შიდა მეხსიერება 16/64 GB
კამერა 13 MP, f/2.0, 1/2.6", 1.3µm, 4K@30fps, 4K(DCI)@24fps, 1080p@60fps, 720p@120fps
სელფის კამერა 5 MP, f/2.4, 720p@30fps
ჩიპსეტი 4x1.56 GHz & 4x1.82 GHz
ოპ. სისტემა Android 5.1 (Lollipop), Oxygen 3.5.6
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 151,8 x 74,9 x 9,9
წონა 175

ოპერაციული სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

OnePlus 2 გამოიშვებოდა OxygenOS 2.0-ის საფირმო გაჭოლვით, რომელიც იყო აგებული Android 5.1 Lollipop-ის ბაზაზე.[6]

OxygenOS 3-ის განახლება Android 6.0.1-ის ბაზაზე გამოშვებულ იქნა 2016 წლის მაისში.[7]

OnePlus 2-მა არ მიიღო ოფიციალური განახლება Android 7 "Nougat"-ის ბაზაზე.[8] არაოფიციალურად OnePlus 2 შეიძლება განახლდეს Android 8.0 Oreo-მდე LineageOS 15-ის გაჭოლვაში.[9]

OnePlus 2-ში პირველად გაჩნდა სპეციალური ცოცია "Alert Slider", მდებარე ხმის დონის დარეგულირების ღილაკის გვერდით. ცოცია იძლევა მომხმარებლის მიერ სამ წინასწარ შერჩეულ რეჟიმში სმარტფონის გადართვის შესაძლებლობას, ნაგულისხმევად ეს არის „უხმო რეჟიმი“, „ვიბრაცია“ და „ზარი“.[10]

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

White Basic ვერსია 16 გბ ჩამონტაჟებული მეხსიერებით ღირდა 329$, ხოლო ვერსია Sandstone Black Premium 64 გბ-ით - 389$.[11] კევლარის ან ბამბუკის საფირმო უკანა პანელები ღირდა 27$.[12]

OnePlus 2 გავიდა გაყიდვაში ევროპაში, აშშ-ში და ინდოეთში აგვისტოს შუა რიცხვებში.[13] როგორც OnePlus One-ის შემთხვევაშიც, გაყიდვები ხორციელდებოდა მხოლოდ მოწვევით. გაყიდვების დაწყებიდან პირველი 72 საათის განმავლობაში დაიჯავშნა 1 OnePlus 2.[14] ერთ კვირაში გაკეთდა 2 მილიონი წინასწარი შეკვეთა.[15] 2015 წლის სექტემბერში წინასწარი შეკვეთების საერთო ციფრი შეადგენდა 5 მილიონს.[16]

2015 წლის 12 ოქტომბერს OnePlus ყიდიდა OnePlus 2-ს თავის საიტზე 12:00-დან 13:00 საათამდე HKT/CEST/PDT მოსაწვევების გარეშე.[17]

საინტერესო ფაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია OnePlus მოელაპარაკა Netflix-ს OnePlus 2 და OnePlus X მოდელების რეკლამაზე. ამიტომ სერიალი „ბანქოს სახლი“ მეოთხე სეზონში პირველი ლედი იყენებს OnePlus 2-ის სმარტფონს.[18][19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Обзор «убийцы флагманов» OnePlus Two. Mobile-Review.
  2. Смартфон OnePlus 2 оснастят сканером отпечатков пальцев. iXBT.
  3. OnePlus 2: Fingerprint Sensor. forums OnePlus.
  4. The sequel to the hottest Android phone of 2014 is already ahead of the competition with one key hardware feature. Business Insider.
  5. Full phone specifications OnePlus 2. GSMArena.
  6. 8 крутых фишек новой прошивки Oxygen OS 2.0 для OnePlus 2. MobilTelefon.
  7. OnePlus Releases Community Build of OxygenOS 3.0 (MM) for the OnePlus 2. xda developers.
  8. OnePlus finally confirms no Nougat update for the OnePlus 2. Android Authority.
  9. LOS 15 Download OnePlus 2 Lineage OS 15 8.0 Oreo. Lineage OS Downloads.
  10. How to customize the alert slider on a OnePlus phone. Android Central.
  11. OnePlus 2 goes official with Snapdragon 810 and $329 price tag. GSMArena.
  12. OnePlus 2 StyleSwap cover hands-on comparison, availability and more. Android Authority.
  13. OnePlus 2 now officially on sale in Europe/US, India sales starting at 4PM IST. Android Authority.
  14. OnePlus 2 reservations surpass 1 Million in 72 hours. The Indian Express.
  15. OnePlus 2 Reservations Passes Two Million. Geeky Gadgets.
  16. 5 миллионов предзаказов OnePlus 2. ЯВитрина.
  17. Oneplus 2 Open Sales (12:00-1:00 pm IST on October 12). forums Oneplus.
  18. OnePlus заплатила $300 000 за продактплейсмент в сериале Карточный домик. Hi-Tech UA.
  19. OnePlus pays big bucks for House of Cards appearance. technobuffalo.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OnePlus_2&oldid=3946726“-დან