On an Island

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან On An Island)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
On an Island

სტუდიური ალბომი - დევიდ გილმორი
გამოცემის თარიღი 6 მარტი 2006 (გაერთიანებული სამეფო)
7 მარტი 2006 (აშშ)
ჟანრი ბლუზ როკი
სოფტ-როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 51:36
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი დევიდ გილმორი, ფილ მანზანერა, კრის თომასი
დევიდ გილმორი - ქრონოლოგია
About Face
(1984)
On an Island
(2006)
Live in Gdańsk
(2008)
სინგლები ალბომიდან On an Island
  1. On an Island
    გამოვიდა: 15 თებერვალი 2006
  2. Take a Breath
    გამოვიდა: 3 მარტი 2006
  3. Smile
    გამოვიდა: 13 ივნისი 2006
  4. This Heaven
    გამოვიდა: ოქტომბერი 2006
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 67/100[1]
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[2]
Rolling Stone 2/5 stars[3]
The Guardian 3/5 stars[4]
musicOMH 3/5 stars[5]
Mojo 4/5 stars[6]

On an Island — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დევიდ გილმორის მესამე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 2006 წლის 6 მარტს, გილმორის 60-ე დაბადების დღეზე. აშშ-ში ალბომი გამოიცა მეორე დღეს.

კანადაში ალბომი პლატინის სტატუსით აღინიშნა, 100,000 გაყიდული ასლისათვის.[7]

ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ: ჯულს ჰოლანდი, დევიდ კროსბი, გრემ ნეში, რიჩარდ რაიტი, გაი პრეტი, ბობ კლოუზი (პინკ ფლოიდის გიტარისტი 1964 წელს) და სხვები. ალბომის პროდიუსერია ჯგუფის Roxy Music მონაწილე ფილ მანზანერა. იგი, ისევე, როგორც რიჩარდ რაიტი, შეუერთდა დევიდს საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას.

ორკესტრის არანჟირებაზე იმუშავა პოლონური ფილმების მუსიკის კომპოზიტორმა ზბიგნევ პრაისნერმა, ორკესტრის დირიჟორი კი არის რობერტ ზიგლერი.

ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე სიმღერამ Smile გაიჟღერა დევიდ გილმორის კონცერტებზე როიალ-ალბერტ ჰოლში.

ალბომის განსხვავებულ გამოცემაში შესულია დამატებითი კომპოზიცია Island Jam, რომელიც უფასო ჩამოტვირთვისათვის იყო გამოტანილი დევიდ გილმორის ოფიციალურ საიტზე.

ალბომიდან გამოიცა ორი სინგლი - On an Island და Smile. ორივე მოხვდა ბრიტანული ჩარტების #72 პოზიციაზე. On an Island ასევე მოხვდა ბილბორდის მეინსტრიმული როკ-სიმღერების ჩარტის #27 პოზიციაზე.[8]

2006 წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა, დამატებითი DVD დისკით.

2009 წელს რადიოსადგურმა Planet Rock On an Island დაასახელა ჯგუფის ყოფილი წევრის მიერ გამოცემულ საუკეთესო სოლო-ალბომად.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელწოდება ტექსტი ხანგრძლივობა
1. „Castellorizon“ ინსტრუმენტული 3:54
2. „On an Island“ გილმორი, პოლი სემსონი 6:47
3. „The Blue“ სემსონი 5:26
4. „Take a Breath“ სემსონი 5:46
5. „Red Sky at Night“ ინსტრუმენტული 2:51
6. „This Heaven“ გილმორი, სემსონი 4:24
7. „Then I Close My Eyes“ ინსტრუმენტული 5:26
8. „Smile“ სემსონი 4:03
9. „A Pocketful of Stones“ სემსონი 6:17
10. „Where We Start“ გილმორი 6:45

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : On an Island Tour.

ალბომის პრომო-ტურნეს ფარგლებში დევიდის საკონცერტო ბენდში შედიოდნენ: რიჩარდ რაიტი, ფილ მანზანერა და გაი პრეტი. ტურნეში ასევე მონაწილეობდნენ მუსიკოსები დიკ პერი (საქსოფონი) და ჯონ კერინი (კლავიშებიანი საკრავები). გდანსკის კონცერტი გაიმართა ორკესტრის თანხლებით, რაშიც მონაწილეობდა კომპოზიტორი ზბიგნევ პრაისნერი. ლონდონის უკანასკნელ კონცერტებზე ბენდს შეუერთდა ნიკ მეისონი. ლონდონის შოუებზე ასევე გამოჩნდა დევიდ ბოუი, რომელმაც Comfortably Numb და Arnold Layne შეასრულა (უკანასკნელი სინგლის სახითაც გამოიცა). დევიდ კროსბი და გრემ ნეში (რომლებიც სტუდიურ დისკზეც მუშაობდნენ) ცოცხლად ასრულებდნენ რამდენიმე სიმღერას. ლონდონური კონცერტები გამოვიდა DVD დისკზე Remember That Night, ხოლო გდანსკის კონცერტი - ალბომისა და DVD დისკის Live in Gdańsk სახით.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2006) უმაღლესი
პოზიცია
კანადის ალბომების ჩარტი 2
ნორვეგიის ალბომების ჩარტი 1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 1
აშშ Billboard 200 6

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
საფრანგეთი (SNEP)[9] ოქრო 50,000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[10] პლატინა 300,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. On an Island საიტზე Metacritic
  2. On an Island საიტზე Allmusic
  3. http://www.rollingstone.com/reviews/album/9449331/review/9777389/on_an_island Archived 24 February 2009 at the Wayback Machine.
  4. John L Walters. (24 February 2006) CD: David Gilmour, On an Island | Music. The Guardian.
  5. ჰაბარდი, მაიკლ. David Gilmour – On An Island. musicomh.com/.
  6. ბლეიკი, მარკ (2008), Raves from Dave, Mojo, p. 48
  7. Canadian certifications – On an Island. Music Canada.
  8. http://www.allmusic.com/artist/p80078
  9. French album certifications – David Gilmour – On an Island ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  10. British album certifications – David Gilmour – On an Island. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ On an Island ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
წინამორბედი:
Corinne Bailey Rae - კორინ ბეილი რეი
#1 ალბომები (ბრიტანეთი)
12 მარტი 2006 – 18 მარტი 2006
შემდეგი:
Corinne Bailey Rae - კორინ ბეილი რეი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=On_an_Island&oldid=3352665“-დან