Olias of Sunhillow

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Olias of Sunhillow
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 24 ივლისი 1976[1]
ჩაიწერა 1976
ჟანრი პროგრესული როკი, სიმფონიური როკი, ნიუ ეიჯი, ემბიენტი
ხანგრძლივობა 44:10
ლეიბლი Atlantic
პროდიუსერი ჯონ ანდერსონი
ჯონ ანდერსონი — ქრონოლოგია
Olias of Sunhillow
(1976)
Song of Seven
(1980)

Olias of Sunhillowინგლისელი ვოკალისტ, სიმღერების ავტორ და მულტი-ინსტრუმენტალისტ ჯონ ანდერსონის სადებიუტო სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1976 წელს ლეიბლზე Atlantic Records.

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Olias of Sunhillow არის პროგრესული როკის ჟანრის კონცეპტუალური ალბომი, რომელშიც მოთხრობილია უცხო რასის და მათი ახალ სამყაროში მიგრაციის შესახებ (რომელიც, თავის მხრივ, მოჰყვა ვულკანის ამოფრქვევას). ოლაიასი, მთავარი პერსონაჟი, არის „ტორფნარების ჭანჭრობებზე მოგზაურის“ არქიტექტორი. რანიარტი ამ ტრანსპორტის ნავიგატორია, ხოლო კოკუეიკი - მმართველი, რომელიც ამ მოგზაურობისთვის სანჰილოუს ოთხ ტომს აერთიანებს და მიუძღვება.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი რვა თვის განმავლობაში იწერებოდა, მაგრამ მთლიანად მომზადებას ორი წელი დასჭირდა. ანდერსონმა 100-ზე მეტ სიმღერას გადახედა, დაამატა სიმიანების, ორგანის, არფისა და პერკუსიის ელემენტები.

Yes-ში ვანგელისის გაწევრიანების მცდელობის შემდეგ ჩაწერილ Olias-ს მოჰყვა ხმები, თითქოს უკანასკნელზე ვანგელისი უკრავდა. ბევრი მსმენელი თვლის, რომ ასეთ ჟღერადობას Yes შეიძენდა, თუ მასში ბერძენი მუსიკოსი გაწევრიანდებოდა. თუმცა ანდერსონიც და ვანგელისიც უარყოფდნენ პირველის ამ პროექტში მონაწილეობას.

გამოცემულია ალბომის რამდენიმე ტირაჟი, მათ შორის 2006 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, Wounded Bird Records-ის მიერ. 2014 წლის იანვარში SACD ფორმატში იგი Audio Fidelity-მ გამოუშვა.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანის კონცეფცია შთაგონებული იყო როჯერ დინის მიერ Yes-ის Fragile-ისთვის შექმნილი დიზაინით, რომელზეც მომცრო პლანეტა იმსხვრევა და კოსმოსში მიფრინავს ხომალდი. Fragile-თან კიდევ ერთი კავშირია ორივე ალბომში შეტანილი მრავალვოკალიანი კომპოზიციები, ანდერსონის შესრულებით. ჯონის თქმით, ალბომის ეპიკური მასშტაბები შთაგონებული იყო ჯ.რ.რ. ტოლკინისა და ვერა სტენლი ოლდერის ნაშრომებით.

ალბომის გარეკანზე გამოყენებული ნახატები დევიდ ფერბრაზერ როუს ეკუთვნის.

შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[2]

Olias of Sunhillow ითვლება ანდერსონის ერთ-ერთ აღიარებულ ჩანაწერად. გამოსვლისას იგი ბრიტანეთის ჩარტში მე-8 პოზიციამდე, ხოლო აშშ-ში - #47-მდე ავიდა.[3]

გაგრძელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ჯონმა სცადა ალბომის გაგრძელების ჩასაწერად მუსიკოსების თავმოყრა. პროექტი მან აღწერა, როგორც "ოლიასთან დაბრუნება". 2006 წელს, დაახლოებით მაშინ, როდესაც Olias of Sunhillow ხელახლა გამოიცა, ანდერსონმა განაცხადა გაგრძელების, The Songs of Zamran: Son of Olias-ის გამოცემის შესახებ. 2008 წლის ბოლოს Myspace გვერდზე მან გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იმედოვნებდა ალბომის მალე დასრულებას.

Rockline-თან 2011 წლის 20 ივლისის ინტერვიუში ჯონს გაგრძელების შესახებ ჰკითხეს. მან განაცხადა, რომ Zamran-ის პირველი ფრაგმენტების დასრულებას ერთ წელიწადში იმედოვნებდა. 2012 წლის ბოლოს გააქტიურდა საიტი Zamran Experience, რომელზეც ალბომის მცირე ნაწყვეტი ჟღერდა.[4] საიტზე მითითებულია, რომ ეს არის "ინტერაქტიული აუდიო-ვიზუალური ალბომი".

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს სიმღერა ალბომიდან, "Flight of the Moorglade", მოხვდა სერიალის Rob and Big მესამე სეზონის ეპიზოდში "Mini-horse Rode Trip".

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ანდერსონი.

გრამფირფიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1

  1. Ocean Song
  2. Meeting (Garden of Geda)
    Sound Out the Galleon
  3. Dance of Ranyart
    Olias (To Build the Moorglade)
  4. Qoquaq Ën Transic
    Naon
    Transic Tö
  5. Flight of the Moorglade

მხარე 2

  1. Solid Space
  2. Moon Ra
    Chords
    Song of Search
  3. To the Runner

CD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ocean Song – 3:05
  2. Meeting (Garden of Geda) / Sound Out The Galleon – 3:34
  3. Dance of Ranyart / Olias (To Build The Moorglade) – 4:19
  4. Qoquaq Ën Transic / Naon / Transic Tö – 7:08
  5. Flight of the Moorglade – 3:24
  6. Solid Space – 5:21
  7. Moon Ra / Chords / Song of Search – 12:48
  8. To The Runner – 4:29

8-ტრეკიანი კარტრიჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1. Ocean Song
    2. Meeting (Garden of Geda)
      Sound Out the Galleon
    3. Dance of Ranyart
      Olias (To Build the Moorglade)
    1. Qoquaq Ën Transic
      Naon
      Transic Tö
    2. Flight of the Moorglade
    1. Solid Space
    2. Moon Ra
      Chords
      Song of Search (Part 1)
    1. Song of Search (Part 2)
    2. To the Runner

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესრულება
  • ჯონ ანდერსონი - წამყვანი და ბეკ-ვოკალები, გიტარები, არფა, სიტარი, კლავიშებიანები, პერკუსია, ბას-გიტარა, ხის ფლეიტა, მანდოლინა, საზი
სხვა
  • მაიკ დანი - ინჟინერი
  • ბრაიან "It's Going Now" გეილორი - ელექტრონიკა
  • ჯონ მარტინი - კოორდინაცია, ტექნიკა, სხვადასხვა
  • ბრაიან ისტი - მასტერინგი RCA-ში
  • ჩაიწერა Seer Green-ში
  • დეივ როუ - ილუსტრირება, დიზაინი
  • სამხატვრო ხელმძღვანელი - Hipgnosis
  • ჯეფ კამინგზი - პორტრეტი
  • რიჩარდ მენინგი - პორტრეტის გაფერადება

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩარტი პოზიცია
1976 Billboard Pop Albums 47
1976 ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Joel Whitburn, Joel Whitburn's top pop albums, 1955–1992, Hal Leonard Publishing Corporation, ISBN 0-7935-6677-0
  2. Connolly, Dave. Album review Olias of Sunhillow AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
  3. Charles Snider, The Strawberry Bricks Guide to Progressive Rock, pg. 232, Strawberry Bricks (2008), ISBN 0-615-17566-X
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10. ციტირების თარიღი: 2015-08-08.