Ohne dich

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Ohne dich“

Ohne dich
სინგლი — რამშტაინი
ალბომიდან Reise, Reise
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი, 2004
ჟანრი მეტალი
ხანგრძლივობა 4:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Motor
პროდიუსერი იაკობ ჰელნერი და რამშტაინი
რამშტაინი — სინგლების ქრონოლოგია
„Amerika“
(2004)
Ohne dich
(2004)
„Keine lust“
(2005)

Ohne dich (გერმანულად გამოითქმის ონე დიხ, ქართ. უშენოდ) — გერმანულ როკ-ჯგუფ რამშტაინის სიმღერა, რომელიც შესულია 2004 წლის ალბომში Reise, Reise. სიმღერა 2004 წლის 22 ნოემბერს გამოიცა გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში მესამე სინგლის სახით ალბომიდან; სხვა ქვეყნებში სინგლი მხოლოდ მოგვიანებით გამოქვეყნდა. სიმღერა ნელი ტემპისაა და წარმოადგენს რომანტიკულ ბალადას. Ohne dich-ის ცენტრალურ ნაწილში გადმოცემულია ლირიკული გმირის მარტოსულობა. სიმღერისათვის გადაღებულია მუსიკალური ვიდეო.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CD მაქსი სინგლი[1]
  1. Ohne dich (ალბომის ვერსია) - 4:31
  2. Ohne dich (მინა ჰარკერის ვერსია) რემიქსი - Laibach - 4:09
  3. Ohne dich (Sacred Mix) რემიქსი - სვენ ჰელბიგი - 4:34
  4. Ohne dich (Schiller-ის მიქსი) - 5:22
  5. Ohne dich (Under Byen-ის რემიქსი) - 5:48
  6. Ohne dich (ბეტა ვერსია) - 4:23
CD სინგლი[2]
  1. Ohne dich (ალბომის ვერსია) - 4:31
  2. Ohne dich (მინა ჰარკერის ვერსია) რემიქსი - Laibach - 4:09

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ohne_dich&oldid=4586374“-დან