OMG (NewJeans-ის ალბომი)
| OMG | |
|---|---|
| ფაილი:NewJeans OMG cover.jpg | |
| ცალკეული ალბომი — NewJeans | |
| გამოცემის თარიღი | 2 იანვარი,2023 |
| ჩაიწერა | 2022 |
| სტუდია | HYBE Label |
| ჟანრი | პოპი |
| ლეიბლი | ADOR |
| პროდიუსერი | 250 Park Jin-su |
OMG — სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფ NewJeans-ის პირველი ცალკეული ალბომი. ის ADOR-ის მიერ 2023 წლის 2 იანვარს გამოვიდა. ის შეიცავს ამავე სახელწოდების მთავარ სინგლს და სიმღერას "Ditto", რომელიც ცალკეულ ალბომამდე 2022 წლის 19 დეკემბერს გამოვიდა.
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]NewJeans-მა 2022 წლის 1 აგვისტოს გამოუშვა თავისი პირველი გაფართოებული დაკვრის ალბომი (EP) New Jeans, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა ჩარტებზე გლობალურად და კომერციულ და კრიტიკულ წარმატებას მიაღწია. 2022 წლის ნოემბერში, მინ ჰი ჯინმა ADOR-ის მმართველმა, ონლაინ ბრიფინგზე ჯგუფის მომავლი გეგმების შესახებ დაადასტურა, რომ იანვარში ახალ ცალკეულ ალბომს გამოუშვებდნენ.
გამოშვება და პრომოცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]10 ნოემბერს, Hybe Corporation-ის ყოველწლიურ საზოგადოებრივ ბრიფინგზე YouTube-ზე, აღმასრულებელმა დირექტორმა ჯივონ პარკმა განაცხადა, რომ NewJeans-ი 2023 წლის 2 იანვარს თავისი პირველი ცალკეულ ალბომის OMG-ის გამოშვებით დაბრუნდებოდა. იმავე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ცალკეული ალბომი შედგებოდა მთავარი სიმღერისგან, რომელიც ჯგუფის სადებიუტო ალბომის New Jeans-ის გამოშვების დროს იყო დაგეგმილი. 12 დეკემბერს, პირველი ტიზერები გამოვიდა, რომლებიც 90-იანი წლების საშობაო ვიზუალებით იყო შთაგონებული. ორივე ტიზერზე ნაჩვენებია კურდღელი, რომელიც ლოგოს შუაში ხტუნავს, რაც ჯგუფის ფანბეის, "ბანიზის" სიმბოლოდ არის განკუთვნილი. იმავე დღეს გამოცხადდა წინასწარ გამოსაშვები ტრეკის სახელიც, რომელიც "Ditto" გახდა.
კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცალკეული ალბომი ორ ტრეკს შეიცავს, მათ შორის ამავე სახელწოდების მთავარ სინგლს და "Ditto"-ს. სამხრეთ კორეულ მედია საშუალებებთან მოკლე განცხადებაში, ADOR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მინ ჰი ჯინმა თქვა: "თუ სადებიუტო ალბომმა New Jeans-ის ზაფხული წარმოაჩინა, ეს ცალკეული ალბომი იქნება ის, რომელიც NewJeans-ის ზამთარს წარმოაჩენს."