Nothura boraquira
| Nothura boraquira | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||
| Nothura boraquira | |||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22678283 | |||||||||
| გავრცელება | |||||||||
|
| |||||||||
| |||||||||
Nothura boraquira — ტინამუს სახეობა, რომელიც ბინადრობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლივიაში, დასავლეთ პარაგვაისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში არსებულ მშრალ ბუჩქნარებში.[1]
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nothura boraquira მონოტიპური სახეობაა.[1] მიეკუთვნება ტინამუსებრთა ოჯახს, ხოლო უფრო ფართო გაგებით სირაქლემასნაირებს . ტინამუებს ფრენა შეუძლიათ, თუმცა, ზოგადად, ისინი არ არიან ძლიერი მფრინავები.[2]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nothura boraquira — ს სიგრძე დაახლოებით 27 სმ-ა. მისი სხეულის ზედა ნაწილი ღია ყავისფერია, შავი ზოლებითა და თეთრი ლაქებით. ყელი თეთრია, ყელის წინა ნაწილი მოყვითალო-მოყავისფრო შავი ზოლებით, მკერდი მოყვითალო-მოყავისფრო, ხოლო მუცელი თეთრი. თხემი მუქი ყავისფერია, თავის გვერდები კი ჩალისფერი. ფეხები მკვეთრი ყვითელი ფერისაა, ხოლო პირველადი მომქნევი ბუმბულის შიდა მხარე ერთფეროვანი მუქია, რაც მას განასხვავებს მასთან ახლოს მდგომი სახეობებთან.
ქცევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nothura boraquira — იკვებება მიწაზე ან დაბალ ბუჩქებზე არსებული ნაყოფით. ისინი მცირე რაოდენობით ჭამენ უხერხემლოებს, ყვავილის კვირტებს, ნაზ ფოთლებს, თესლსა და ფესვებს. მამრი ახდენს კვერცხების ინკუბაციას, რომლებიც შესაძლოა 4-მდე სხვადასხვა მდედრს ეკუთვნოდეს; იგივე მამრი ზრუნავს მათზე დამოუკიდებლად გახდომამდე, რაც ჩვეულებრივ 2–3 კვირა გრძელდება. ბუდე განთავსებულია მიწაზე, ხშირ ბუჩქნარში ან ხის ამოშვერილ ფესვებს შორის.[2]
გავრცელება და ჰაბიტატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nothura boraquira — უპირატესობას ანიჭებს მშრალ ბუჩქნარ რეგიონებს ზღვის დონიდან 500 მ. სიმაღლემდე.[3] მისი ნახვა ასევე შესაძლებელია მშრალ ბალახიან ადგილებში, სავანაში, კაატინგასა და ზოგჯერ საძოვრებზეც.ეს სახეობა ბუნებრივად გვხვდება ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბრაზილიაში, აღმოსავლეთ ბოლივიასა და პარაგვაიში.[1]
კონსერვაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IUCN ამ სახეობას მიაკუთვნებს უმცირესი საფრთხის ქვეშ მყოფთა კატეგორიას, მისი გავრცელების არეალი კი 1400000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Galería fotográfica de Nothura boraquira en VIREO.
- Foto de alta resolución დაარქივებული 2014-12-28 საიტზე Wayback Machine.
- Imágenes de Nothura boraquira - Avefauna del Interior de Brasil.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Clements, James (2007) The Clements Checklist of the Birds of the World, 6th, Ithaca, NY: Cornell University Press. ISBN 978-0-8014-4501-9.
- 1 2 Davies, S.J.J.F. (2003). „Tinamous“. In Hutchins, Michael (ed.). Grzimek's Animal Life Encyclopedia. 8 Birds I Tinamous and Ratites to Hoatzins (2nd ed.). Farmington Hills, MI: Gale Group. pp. 57–59. ISBN 0-7876-5784-0.
- 1 2 BirdLife International. (2012)White-bellied Nothura – BirdLife Species Factsheet. Data Zone. ციტირების თარიღი: 4 December 2014
