შინაარსზე გადასვლა

Normal People (სერიალი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Normal People“

ჟანრი ფსიქოლოგიური დრამა
რეჟისორი ლენი აბრაამსონი, ჰეტი მაკდონალდი
პროდიუსერი კეთრინ მაჯი
სცენარის ავტორი სალი რუნი, ელის ბირჩი, მარკ ო'როუ
ნაწარმოები Normal People წიგნი
როლებში დეიზი ედგარ-ჯოუზი,პოლ მესკალი, სარა გრინი
კომპოზიტორი სტეფან რენიკსი
სტუდია Element Pictures, Screen Ireland
მწარმოებელი კომპანია BBC Three, Hulu, RTÉ One
გამოსვლის თარიღი 26 აპრილი 2020
ხანგრძლივობა 23–34 წუთი
ქვეყანა ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, აშშ
ენა ინგლისური

Normal people — ირლანდიური რომანტიული, ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც შექმნილია Element Pictures მიერ BBC Three-სა და Hulu-სთვის, Screen Ireland-თან თანამშრომლობით.[1][2][3] სერიალი დაფუძნებულია სალი რუნის 2018 წლის რომანზე. სერიალი მოგვითხრობს მარიანე შერიდანისა (დეიზი ედგარ-ჯოუზი) და კონელ ვოლდრონის (პოლ მესკალი) ურთიერთობას სკოლის ასაკიდან სტუდენტობამდე. სერიალი ძირითადად დაწერილია რუნის და ელის ბირჩის მიერ. რეჟისორები არიან ლენი აბრაამსონი და ჰეტი მაკდონალდი.[4]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალში გადმოცემული ამბავი მარიანე შერიდანსა და კონელ ვოლდრონს ეხება. ისინი ირლანდიაში ატლანტიკის სანაპიროზე მდებარე სლაიგოში ერთად სწავლობენ. სტუდენტობის წლებსაც მეტწილად ერთად გაატარებენ, რადგან ორივე ტრინიტიში ჩააბარებს. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კონელისა და მარიანეს რთულ ურთიერთობაზე. სკოლაში მარიანე თანაკლასელებში მიჩნეული იყო უცნაურ ტიპაჟად, თუმცა თავად ამბობს, რომ მას სოციალური სტატუსი არ აინტერესებს.

მიუხედავად მისი აკადემიური მიღწევებისა, მისი საოჯახო ცხოვრება რთულია - ირონიული დედა, შურიანი ძმა. მამამისი გარდაცვლილია, როგორც შემდეგ ირკვევა, ის მოძალადე იყო, თუმცა მარიანეს ოჯახი ამის შესახებ საუბარს გაურბის.

კონელი არის აკადემიურად წარჩინებული მოსწავლე, აქტიურადაა დაკავებული სპორტით. ის ცხოვრობს თავის მარტოხელა დედასთან, ლორეინთან, რომელიც დასაქმებულია დესის (მარიანეს დედა) სახლში დამლაგებლად. კონელი პოპულარულია სკოლაში, თუმცა დუმს მაშინ, როდესაც მარიანეს მუდმივად ჩაგრავენ. ეს ქმნის სირთულეებსა და დაძაბულობას მათ ურთიერთობაში. ამასთან, ორივე პერსონაჟს უჭირს გრძნობების გამოხატვა და არასწორად აღიქვამენ ერთმანეთის განზრახვებს.[5]

მთავარი მსახიობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეიზი ედგარ-ჯოუზი - მარიანე შერიდანი შეძლებული ოჯახიდანაა. ის არის მოსწავლე, რომელიც მეცნიერულად აზრივნებს, არის მჭერმეტყველი და სწორედ ამიტომ არაპოპულარულიც. ის იწყებს ურთიერთობას კონელთან, რომელიც დასაწყისშივე სთხოვს საიდუმლოდ შეინარჩუნონ ეს ურთიერთობა. მარიანე შემდგომ ირიცხება ტრინიტიში სადაც სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებებს. კოლეჯში სწავლის წლები მისთვის სკოლისგან რადიკალურად განსხვავებულია. კოლეჯში ის პოპულარული და სასურველია.

პოლ მესკალი - კონელ ვოლდრონი პოპულარული, ნიჭიერი მოსწავლე და სპორტსმენია. ის ეძებს საკუთარ გზას ცხოვრებაში და გადაწყვეტს (მარიანეს რჩევით), გაიაროს კონკურსი და ჩაირიცხოს ტრინიტი კოლეჯში ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

სარა გრინი - ლორეინ ვოლდრონი კონელის მარტოხელა დედა, რომელიც დასაქმებულია შერიდანების სახლში დამლაგებლად. მას კონელთან ახლო ურთიერთობა აქვს და იგი იტანჯება, როდესაც კონელი სოციალური იმიჯის გამო არასამართლიანად ეპყრობა მარიანეს სკოლის პერიოდში. მანამდე სანამ კონელსა და მარიანეს შორის საიდუმლო ურთიერთობა დაიწყებოდა, მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მარიანესთან.

ტელესერიალისთვის მსახიობთა შერჩევა 2019 წლის მაისში გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ BBC Three-მ და Hulu-მ შეუკვეთა 12 სერიანი ტელესერიალი სალი რუნის რომანის[6] საფუძველზე, რომლის პრემიერა 2020 წელს იგეგმებოდა. მთავარ როლებში დაასახელეს დეიზი ედგარ-ჯოუნსი (მარიანა) და პოლ მესკალი (კონელი).[7] სალი რუნი თავად დაეხმარა სცენარისტებს სერიალს ირლანდიური კომპანია Element Pictures აწარმოებდა.

ძირითადი გადაღვები დაიწყო სლაიგოსა და დუბლინის რეგიონებში 2019 წლის მაისში.[8] გარდა ამისა, გადაღებები მიმდინარეობდა:

  • Enniskerry-ში (შერიდანების საცხოვრებელი);
  • Shankill რაიონის სახლში (უოლდრონების საცხოვრებელი);
  • Hartstown-ის საზოგადოებრივ სკოლაში (სასკოლო სცენები).

რომანში მოქმედება გათვლილი იყო ტრიესტზე, თუმცა გადაღებები მოხდა იტალიის ცენტრალურ ნაწილში - სანტ-ორესტეში, სტიმიგლიანოსა და Il Casale ვილაში. შვედეთის სცენები კი 2020 წლის თებერვალში გადაიღეს ლულეაში,[9] რათა სანაპიროზე თოვლი და გაყინული ზღვა ყოფილიყო.

პირველი გამოსახულებები გამოქვეყნდა 2019 წლის 1-ელ ნოემბერს. BBC Three-მ და Hulu-მ პრევიუ მოამზადეს 2020 წლის 17 იანვარს, ხოლო ტრეილერები - 31 მარტს. სერიალი გამოვიდა:

სერიალი გაიყიდა 20-ზე მეტ მაუწყებელში მსოფლიოს მასშტაბით.


  1. „Normal People“. RTÉ (ინგლისური). 20 April 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2022. ციტირების თარიღი: 22 May 2020.
  2. Ramachandran, Naman. (31 March 2020) Oscar Nominee Lenny Abrahamson's 'Normal People' Sets BBC, Hulu Dates en. ციტირების თარიღი: 22 May 2020
  3. Slattery, Laura. „Normal People goes international as Element Pictures racks up sales“. The Irish Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 May 2021. ციტირების თარიღი: 22 May 2020.
  4. Here's a Full List of the 2020 Emmy Nominees - The New York Times. ციტირების თარიღი: 28 July 2020
  5. Herman, Alison. 'Normal People' Isn't a Story About Adults (29 April 2020). ციტირების თარიღი: 24 November 2021
  6. „Hulu Orders New Series: "Normal People". The Futon Critic. 30 May 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 May 2021. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  7. Walker, Amy (31 May 2019). „BBC reveals stars of its adaptation of Sally Rooney's Normal People“. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 June 2019. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  8. Miner, Adele (27 August 2019). „Sarah Greene spills the beans on new series Normal People“. VIP Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 January 2021. ციტირების თარიღი: 3 November 2019.
  9. 'We were so excited to be school in hit TV drama Normal People' - Special part of our history, says principal en (13 May 2020). ციტირების თარიღი: 25 May 2020