No Quarter (სიმღერა)
„No Quarter“ | |
---|---|
სიმღერა — ლედ ზეპელინი | |
ალბომიდან Houses of the Holy | |
გამოსვლის თარიღი | 28 მარტი 1973 |
ჩაიწერა | 1972 |
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი |
ხანგრძლივობა | 7:00 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Atlantic |
ავტორ(ებ)ი | ჯონ პოლ ჯოუნსი, ჯიმი პეიჯი და რობერტ პლანტი |
პროდიუსერი | ჯიმი პეიჯი |
„No Quarter“ — ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეშვიდა სიმღერა 1973 წლის ალბომიდან Houses of the Holy. ურუგვაის ტერიტორიაზე იგი სინგლის სახით გამოიცა. სიმღერის ავტორები არიან ჯონ პოლ ჯოუნსი, ჯიმი პეიჯი და რობერტ პლანტი.
თავდაპირველად სიმღერა უფრო სწრაფი ტემპით სრულდებოდა და სწორედ ასეთი სახით იქნა ჩაწერილი ადრეული სესიებისას[1].
ჯგუფის უკანასკნელ ტურნემდე ეს კომპოზიცია იქცა კონცერტების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად. სიმღერა ასევე შეტანილია პეიჯისა და პლანტის ერთობლივ ალბომში No Quarter: Jimmy Page and Robert Plant Unledded.
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რობერტ პლანტი - ვოკალი
- ჯიმი პეიჯი - გიტარები
- ჯონ პოლ ჯოუნსი - ბას გიტარა, კლავიშებიანი საკრავები
- ჯონ ბონემი - დასარტყმელი საკრავები
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Dave Lewis (1994), The Complete Guide to the Music of Led Zeppelin, Omnibus Press, ISBN 0-7119-3528-9.
|