No, I'm Not a Human
| No, I'm Not a Human | |
|---|---|
| დეველოპერ(ებ)ი | „Trioskaz” |
| გამომცემელი | „Critical Reflex” |
| ძრავა | Unity |
| პლატფორმ(ებ)ი | „Windows” |
| გამოსვლის თარიღი | 2025 წლის 15 სექტემბერი |
| ჟანრ(ებ)ი | საშინელებათა |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთი მოთამაშის |
| რეჟისორ(ებ)ი | ნიკიტა ვეტერი |
| პროდიუსერ(ებ)ი | ნიკიტა ვეტერი |
| დიზაინერ(ებ)ი | ვიქტორ კლიმენტოვი |
| პროგრამისტ(ებ)ი | ვიქტორ კლიმენტოვი |
| მხატვარი | ოლგა შკირანდო |
| სცენარისტი | მაქს ფიდეროფი |
No, I'm Not a Human (არა, მე არ ვარ ადამიანი) — საშინელებათა ჟანრის, ვიზუალური რომანის სტილის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა რუსულმა სტუდია „Trioskaz”-მა და გამოაქვეყნა „Critical Reflex”-მა. თამაშის დემო ვერსია გამოვიდა 2025 წლის 9 ივნისს,[1] ხოლო სრული ვერსია 2025 წლის 15 სექტემბერს, მხოლოდ „Windows”-ისთვის.[2] სიუჟეტი ვითარდება მთავარი პერსონაჟის გარშემო, რომელიც იმყოფება კარანტინში, რადგან გარეთ აპოკალიფტური მზიური ქარებია და სამყარო დღიდან ღამის რეჟიმზე გადავიდა.
თითოეულ ღამეს მოთამაშე უნდა გაესაუბროს ხალხს, რომელიც სიცხისგან გასაქცევად და თავშესაფრის საძიებლად მის სახლთან მიდის და კარზე უკაკუნებს. ამ დროს მან უნდა დაადგინოს, სახლში შემოსვლის მსურველი ადამიანია თუ მის მოსაკლავად განწყობილი „სტუმარი“. თუ პერსონაჟებს მოთამაშის სახლში შესვლის უფლება მიეცემათ, შესაძლებელია მათი სხვადასხვა სიმპტომზე შემოწმება – პროტაგონისტს საინფორმაციოს საშუალებით აცნობენ „სტუმრების“ ადამიანებისგან გარჩევის ახალი გზებს. თამაშს, მოთამაშის ქმედებებიდან გამომდინარე, რამდენიმე დასასრული აქვს.
უნიკალური ვიზუალისა და სიუჟეტის გამო, რომელიც წააგავს სხვა წარმატებულ მედიას, მაგ. „This War of Mine” და „Papers, Please”,[3] თამაში ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მზის ტემპერატურის უეცარი და სწრაფი ზრდა დედამიწას დღის განმავლობაში დამაბრმავებელი შუქითა და აუტანელი სიცხით დამწვარ, გამომშრალ პლანეტად აქცევს. ვინაიდან ტემპერატურის მატება მალე სასიკვდილო დონეს მიაღწევს, ხელისუფლება (ინგლისურ თარგმანში „FEMA“, ორიგინალ რუსულ ვერსიაში „EMERCOM“) აფრთხილებს მოქალაქეებს და მოითხოვს, რომ ისინი დღის განმავლობაში სახლებში დარჩნენ. ეს მათ ცხოვრების წესის შეცვლას, ანუ დღისით ძილსა და ღამით გაღვიძებას აიძულებს. ღამით მოსახლეობა იდუმალ და მათდამი მტრულად განწყობილ „სტუმრებს“ ხვდება,[4] რომლებიც, ადამიანებად შენიღბულნი, მიწიდან ამოდიან. ეს არსებები თავიანთ გარეგნობას მსხვერპლთა ნდობის მოსაპოვებლად და მათ მოსაკლავად იყენებენ. „სტუმრებს“ გარკვეული ფიზიკური ნიშნები აქვთ, რაც მათ რეალური ადამიანებისგან განასხვავებს და მთავრობა ცდილობს, მოსახლეობა ამ ნიშნების შესახებ საინფორმაციო გადაცემების საშუალებით გააფრთხილოს.[5]
მთავარ პერსონაჟს, მარტოსულ ადამიანს, რომელიც კრიზისის დაწყებამდე წლების განმავლობაში თავს არიდებდა გარეთ გასვლას, მეზობელი სტუმრობს და აფრთხილებს, რომ საჭირო ზომების მიღება დაიწყოს, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მაძიებელ ადამიანებს სახლში დარჩენის უფლება მისცეს[6] , რადგან „სტუმრები“ სწორედ მარტო მყოფ ხალხს ესხმიან თავს. დროთა განმავლობაში, მზიური ქარები უარესდება და საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა. ხანძრები ანადგურებს სოფლის მოსახლეობას, „სტუმრები“ ხოცავენ პოლიციასა და სამხედრო დანაყოფებს, ქალაქები კარანტინშია, საავადმყოფოები იკეტება, საომარი მდგომარეობა მოქმედებს და იწყება კარანტინში მყოფთა აჯანყებები მძიმე საარსებო პირობების გამო. საბოლოოდ, სიცხე გარეთ გასვლას ღამითაც კი სახიფათოს ხდის. თამაშს სხვადასხვა დასასრული აქვს, რომლებიც დამოკიდებულია მოთამაშის ქცევაზე სიუჟეტის განმავლობაში. ერთ-ერთ ასეთ დასასრულში მთავარი პერსონაჟი გადაწყვეტს, რომ სახლში დარჩენა ძალიან საშიშია და გვერდით მყოფ ადამიანებთან ერთად მიწისქვეშ ჩადის, რითაც სრულად იზოლირდება გარე სამყაროსგან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ No, I'm Not a Human - Official Steam Next Fest Demo Trailer en-in (2025-06-08). ციტირების თარიღი: 2025-09-21
- ↑ No, I'm not a Human - No, I’m not a Human is OUT NOW! - Steam News en (2025-09-15). ციტირების თარიღი: 2025-10-17
- ↑ Wales, Matt. (2025-09-17) Quirky horror with a timely story hidden beneath? Indie gem No, I'm not a Human might be one of my favourite games this year en. ციტირების თარიღი: 2025-10-19
- ↑ No, I'm not a Human. ციტირების თარიღი: 2025-10-06
- ↑ Novichenko, Artur. (2025-06-15) No, I'm Not a Human: All Visitors en. ციტირების თარიღი: 2025-07-27
- ↑ White, Lucas. No, I'm Not a Human is an exercise in balancing fear and reason en (2025-07-03). ციტირების თარიღი: 2025-07-27