Nintendo Switch 2
სახელწოდების გარეშე | |
---|---|
![]() | |
| |
სხვა სახელწოდებები |
კოდური სახელები: Ounce (Nintendo) Drake (Nvidia) |
შემქმნელი | Nintendo |
მწარმოებელი | Foxconn |
ტიპი | ვიდეო თამაშების კონსოლი |
გამოშვების თარიღი | 5 ივნისი, 2025 |
თავდაპირველი ფასი | US$449.99[1][2] / A$699 / CA$629.99[3] / €469.99[4] / £395.99 / ¥49,980[5] |
გაიყიდა | 3.5 მილიონი (2025 წლის 8 ივნისის მონაცემებით) |
მედია |
Switch სათამაშო ბარათი Switch 2-ის სათამაშო ბარათი ციფრული დისტრიბუცია |
ოპერაციული სისტემა | Nintendo Switch-სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
კვება |
5,220 mAh ლითიუმ-იონური ბატარეა ხანგრძლივობა: 2–6.5 საათი |
სისტემური ჩიპი | მორგებული Nvidia Tegra T239 პროცესორი (კოდური სახელი „Drake“) |
პროცესორი | რვაბირთვიანი ARM Cortex-A78C @ 998 MHz (დიკურებული); 1,101 MHz (დოკირების გარეშე) |
მეხსიერება | 12 GB LPDDR5X 128-ბიტი @ 6400 MHz (დოკირებული); 4266 MHz (დოკირების გარეშე) |
მეხსიერების საცავი | 256 GB UFS 3.1 |
ამოღებადი საცავი | microSD Express, 2 TB-მდე |
მონიტორი |
7.9 ინჩიანი LCD ეკრანი (279 პიქსელი ინჩზე), 1080p 120Hz-მდე HDR10-სა და VRR-ის მხარდაჭერით დოკირებული: 720p/1080p/1440p 120Hz-მდე, 4K 60Hz-ზე HDMI-ის საშუალებით, HDR10-ით |
გრაფიკა |
1,536 ამპერზე დაფუძნებული CUDA ბირთვი დოკირებული: 1,007 MHz, 3.09 TFLOPS დოკირების გარეშე: 561 MHz, 1.72 TFLOPS |
ხმა |
დოკირების გარეშე: Linear PCM 2.0 არხიანი სტერეო დინამიკები, 3D აუდიო ეფექტები დოკირებული: Linear PCM 5.1 არხი, 3D აუდიო ეფექტები |
შეტანა |
Joy-Con Joy-Con 2 Nintendo Switch Pro Controller Nintendo Switch 2 Pro Controller მულტიტაჩ სენსორული ეკრანი მიკროფონი ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგიით |
კავშირი |
Wi-Fi 6 Bluetooth ყურსასმენის ჯეკი 2 × USB-C
|
ონლაინ სერვისები |
Nintendo eShop Nintendo Switch Online |
ზომა | 272 × 116 × 13.9 მმ (10.71 × 4.57 × 0.55 ინჩი) Joy-Con 2-ის მიმაგრებით.[6] |
წონა | 534 გ (18.8 უნცია).[6] |
უკუთავსებადობა | Nintendo Switch |
წინა | Nintendo Switch |
საიტი | nintendo.com/us/gaming-systems/switch-2/ |
Nintendo Switch 2 — მეცხრე თაობის ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Nintendo-ს მიერ, რომელიც მსოფლიოს უმეტეს რეგიონში 2025 წლის 5 ივნისს გამოვიდა. როგორც ნაწილი მეცხრე თაობის კონსოლებისა და რიგით მეორე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Sony-ის PlayStation 5-სა და Microsoft-ის Xbox Series X/S-ს.
ორიგინალი Nintendo Switch-ის მსგავსად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პორტატიული მოწყობილობა, როგორც პლანშეტი, ან როგორც სრულფასოვანი კონსოლი დოკ-სადგურის საშუალებით გარე ეკრანთან მიერთებით. Joy-Con 2 კონტროლერები ფუნქციონირებენს როგორც დამაგრებულ, ისე მოხსნილ მდგომარეობაში. მას ორიგინალ Switch-თან შედარებით უფრო დიდი ზომის თხევადკრისტალური ეკრანი და მეტი შიდა მეხსიერება გააჩნია, აგრეთვე განახლებული გრაფიკა, კონტროლერები და სოციალური ფუნქციები. Switch 2 მხარს უჭერს 1080p რეზოლუციას და 120Hz განახლების სიხშირეს პორტატიულ ან პლანშეტურ რეჟიმში,[7] ხოლო 4K რეზოლუციას 60Hz განახლების სიხშირით დოკ-სდგურში შეერთებისას.
Switch 2 უკუთავსებადია Switch-ის თამაშების უმეტესობასთან, როგორც ფიზიკურად, ისე ციფრულად.[8][9] ზოგიერთი თამაში პირდაპირ არ არის თავსებადი Switch 2-ის აპარატურულ ცვლილებებთან და Joy-Con 2 კონტროლერებთან, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი თამაში ორიგინალი Switch-ის Joy-Con-ის გამოყენებით, მაგალითად, ისეთი თამაშები, რომლებიც საჭიროებენ ინფრაწითელ ფუნქციონალს.
თამაშები ხელმისაწვდომია ფიზიკური სათამაშო ბარათებისა და Nintendo-ს ციფრული მაღაზია eShop-ის მეშვეობით. ზოგიერთ სათამაშო ბარათს მონაცემები არ აქვს, თუმცა მოთამაშეებს თამაშის კონტენტის ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს. Switch 2 აგრძელებს Nintendo Switch Online-ის სააბონენტო სერვისის მხარდაჭერას. ეს სერვისი აუცილებელია ზოგიერთი მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშისთვის და წვდომას გვაძლევს Nintendo Classics-ის ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძველი კონსოლების ემულირებულ თამაშებს მოიცავს; GameCube-ის თამაშები ექსკლუზიურად Switch 2-ისთვის ხელმისაწვდომია „Expansion Pack“ პაკეტის ფარგლებში.[10] GameChat-ის ფუნქცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დისტანციურად ისაუბრონ და გააზიარონ ეკრანები და ვებ-კამერები.
Nintendo-მ Switch 2 2025 წლის 16 იანვარს წარადგინა,ხოლო მისი სრული ტექნიკური მახასიათებლები და გამოშვების დეტალები 2 აპრილს გამჟღავნდა. წინასწარი შეკვეთები რეგიონების უმეტესობაში 5 აპრილს დაიწყო. Switch 2 გააკრიტიკეს მაღალი ფასის გამო, რადგან მისი ფასი Switch-ის ფასს 50%-ით აღემატებოდა,[11] და აგრეთვე ზოგიერთი Nintendo-ს მიერ გამოშვებული თამაშის გაზრდილი ფასის გამო.[11][12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nintendo Switch 2“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Nintendo Switch 2 Launches June 5 at $449.99, Bringing New Forms of Game Communication to Life“. Business Wire (პრეს-რელიზი). Nintendo. April 2, 2025. ციტირების თარიღი: April 2, 2025.
- ↑ Nintendo Switch 2 and new "Mario Kart World" game to be released in June en-US (April 2, 2025). ციტირების თარიღი: April 2, 2025
- ↑ Colley, Mark (3 April 2025). „Nintendo Switch 2 release date and price for Canada revealed, plus Mario Kart World. Here are 4 takeaways“. Toronto Star. ციტირების თარიღი: 6 April 2025.
- ↑ Middler, Jordan (2 April 2025). „Nintendo has announced the price of the Nintendo Switch 2“. Video Games Chronicle (VGC). ციტირების თარიღი: 6 April 2025.
- ↑ trans-Nintendo Co., Ltd. Press Release: April 2, 2025 - 'Nintendo Switch 2' to be released on June 6, 2025 ja (April 2, 2025). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2025. ციტირების თარიღი: 2025-04-02
- ↑ 6.0 6.1 機能・仕様 | Nintendo Switch 2 ja.
- ↑ Peters, Jay; Parrish, Ash. Nintendo Switch 2 preorders start April 24th and the price is still $449.99. The Verge (April 18, 2025). ციტირების თარიღი: April 18, 2025.
- ↑ Bankhurst, Adam. (November 6, 2024) Nintendo Switch 2 Will Officially Be Backward-Compatible With Original Switch Games en. ციტირების თარიღი: November 7, 2024
- ↑ McEvoy, Sophie. Nintendo confirms backward compatibility on Switch 2 (November 6, 2024). ციტირების თარიღი: November 6, 2024
- ↑ Reynolds, Ollie. (2025-04-02) GameCube Games Confirmed For Nintendo Switch Online On Switch 2 en-GB. ციტირების თარიღი: 2025-04-05
- ↑ 11.0 11.1 Murray, Conor (2 April 2025). „Nintendo Hiked Prices For The Switch 2—And Some Customers Aren't Happy“. Forbes. ციტირების თარიღი: 2 April 2025.
- ↑ Byrd, Matthew (2 April 2025). „Nintendo Switch 2 Prices Are a Major Red Flag For the Future of Gaming“. Den of Geek. ციტირების თარიღი: 3 April 2025.
|
|
|
|