შინაარსზე გადასვლა

Nintendo Entertainment Analysis & Development

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nintendo Entertainment Analysis & Development
ტიპი განყოფილება
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 30 სექტემბერი, 1983 (1983-09-30)
დამაარსებელი ჰიროში იამაუჩი
დაიხურა 16 სექტემბერი, 2015; 10 წლის წინ (2015-09-16)
სათავო ოფისი კიოტო, იაპონიის დროშა იაპონია
პროდუქცია ვიდეო თამაშები
მფლობელი Nintendo

Nintendo Entertainment Analysis & Development (შემოკლებით Nintendo EAD, წარსულში ცნობილი როგორც Nintendo Research & Development No.4 Department) — იაპონური ვიდეო თამაშების კომპანიის, Nintendo-ს პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი დეველოპერული ქვედანაყოფი. მისი წინამორბედი იყო „Creative Department“ — მხატვარ-დიზაინერთა გუნდი, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა ევალებოდა და რომლის შემადგენლობაშიც თავდაპირველად შიგერუ მიამოტო და ტაკაში ტეზუკა შედიოდნენ.[1][2]

Nintendo EAD სახელი გაითქვა ისეთი ფრენჩაიზების შექმნით როგორებიცაა „Donkey Kong, „Mario“, „The Legend of Zelda“, „F-Zero“, „Star Fox, „Animal Crossing“, „Pikmin“ და Wii.

კომპანიის პრეზიდენტის, სატორუ ივატას გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული მასშტაბური რესტრუქტურიზაციის შედეგად, 2015 წლის სექტემბერში ეს განყოფილება გაერთიანდა Software Planning & Development-ში და ჩამოყალიბდა როგორც Nintendo Entertainment Planning & Development.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Using the D-pad to Jump. Iwata Asks: Super Mario Bros. 25th Anniversary Vol. 5: Original Super Mario Developers. Nintendo (February 1, 2011). ციტირების თარიღი: February 1, 2011
  2. I'd Never Heard Of Pac-Man. Iwata Asks: New Super Mario Bros. Wii Vol. 2. Nintendo (December 11, 2009). ციტირების თარიღი: February 1, 2011
  3. Kohler, Chris. „Nintendo Consolidates Its Game Development Teams“. Wired. ციტირების თარიღი: September 15, 2015.