Nine Muses (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Nine Muses“ (კორ. 나인뮤지스, ინგლ. 9MUSES, ანუ — „9 მუზა“) — სამხრეთ კორეული გოგოების ჯგუფი, შემდგარი 8 წევრისგან და დაფუძნებული კომპანია Star Empire Entertainment-ის მიერ 2010 წელს. ჯგუფის წევრები არიან ჰიუნა, იერინი, სონა, კიუნრი, ჰემი, მინჰა, სოჯინი, გიმჯო. დებიუტი შედგა 2010 წლის 12 აგვისტოს მათი პირველი ალბომის Let’s Have a Party-ს გამოსვლით. როგორც იყო დაგეგმილი[1] პროდიუსერული სააგენტოთი 2014 წელს, 2015 წლის იანვარში ჯგუფმა გამოუშვა ახალი მინი-ალბომი და დაბრუნდა სცენაზე განახლებული შემადგენლობით და ახალი სტილით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებიუტამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nine Muses მოსალოდნელი დებიუტის შესახებ გაცხადებული იყო 2010 წლის 26 მარტს. პირველი რელიზი 12 აგვისტოს შედგა. მათ ოფიციალურ დებიუტამდე, Nine Muses Seo In Young-თან ერთად გამოუშვეს საუნდტრეკი „Prosecutor Princess“-სთვის სახელწოდებით „GiveMe“. თავდაპირველად Nine Muses-ში იყო 14 პოტენციური წევრი, მაგრამ, როდესაც გამოცხადებული იქნა ჯგუფის სახელწოდება, კომპანიამ აირჩია 9 წევრი, რომლებიც უფრო იყვნენ მზად დებიუტისთვის.

2010: დებიუტი და „Let’s Have a Party“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nine Muses-ს ოფიციარული დებიუტი შედგა 2010 წლის 12 აგვისტოს მათი პირველი ალბომის „Let’s Have a Party“-ის გამოსვლით. რომლის მთავარი სიმღერა იყო „No Playboy“. ამ სიმღერის კომპოზიტორები არიან Rainstone და Park Jin Young. 6 დეკემბერს 2010 წელი - გამოაცხადეს, რომ ჯგუფი ემზადება იაპონიაში გასავლისთვის. 26 დეკემბერს, Nine Muses წარმატებით გამოვიდა ექვსი სიმღერით Seoul Train-ზე, სადაც K-POP არტისტები და ჯგუფები გამოდიოდნენ თავიანთი იაპონელი ფანებისთვის.

2011: ცვლილებები შემადგენლობაში და „Figaro“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 9 ივნისს დამტკიცებული იქნა, რომ ჯგუფში დარჩა 7 წევრი. Star Empire Entertainment-მა თავიდან განაცხადა, რომ რანა და ბინი უწინდელივით ჯგუფის წევრებათ ითვლებიან, მაგრამ არ აპირებენ ღონისძიებებზე გამოსვლას. ამის მიუხედავად, შესვენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, Star Empire-მ გამოაცხადა, რანა და ბინი ოფიციალურად ტოვებდნენ Nine Muses. გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებული იყო. როგორც რანას ასევე ბინსაც სურდა ინდივიდუალური მუშაობა. თუმცა ორივეს კვლავ ჰქონდათ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიასთან. 18 აგვისტოს ჯგუფმა გამოუშვა პირველი სინგლი „Figaro“ და თანდართული მუსიკალური ვიდეო.

2012: ახალი წევრები და „Sweet Rendezvous“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nine Muses წარადგინეს თავიანთი ახალი წევრი კიუნრი აბუ-დაბიში გამოსვლის დროს, არაბთა გაერთიანებული საამიროები. 2012 წლის 1 იანვარს მათ გამოუშვეს სურათები მეორე სინგლისთვის „News“, რვავე წევრის ჩვენებით. Nine Muses გამოუშვეს ვიდეო სიმღერისთვის „News“ 10 იანვარს, ხოლო სინგლი ერთი დღით მოგვიანებით, 11 იანვარს. სიმღერის პროდიუსერი იყო Sweetune, რომელიც ასევე სიმღერა „Figaro“ დააპროდიუსერა. სიმღერამ ყურადღება მიიპყრო და Nine Muses-ს ფანები შემმატა. 20 თებერვალს Star Empire Entertainment-მა განაცხადა, რომ დადებითი განწყობის გამო ჯგუფი ახალი ტრეკით მარტში დაბრუნდებოდა. 6 მარტს გამოუშვეს თიზერი სიმღერისთვის „Ticket“ მათი მინი ალბომიდან „Sweet Rendezvous“. კლიპი სიმღერისთვის „Ticket“ გამოუშვეს 8 მარტს. 6 აპრილს, ინტერვიუში Ariran-სთვის, სერამ მინიშნებით თქვა, რომ ჯგუფი ემზადება მომავალში დაბრუნებისთვის ახალ და ბოლო წევრთან სონასთან ერთად. 25 მაისს მათ წარადგინეს 2 მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის მეომრების გასამხნევებლად „My Youth’s Allegiance“.

2013: „Dolls“, „Wild“, „Prima Donna“ და „GLUE“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო სინგლი, „Dolls“, გამოშვებული იყო 2013 წლის იანვარში. მას დებიუტი ჰქონდა რიცხვი 35-ის ქვეშ GAON TOP100 Chart-ზე და რიცხვი 11-ის ქვეშ M!Countdown-ზე, მეშვიდე ადგილის მიღწევით. 2013 წლის 9 მაისს გამოქვეყნებული იყო მუსიკალური ვიდეო „Wild“. სინგლმა „Wild“-მა მიაღწია პირველ ადგილებს სხვადასხვა ონლაინ-ჩარტებში და დებიუტი ჰქონდა Gaon chart 2013-ზე 32-ე ადგილიდან, იმ დროისთვის როდესაც ფიზიკური მინი-ალბომი „Wild“ მოხვდა გაყიდვებში 16 მაისს, მე-4 ადგილის დაკავებით, და დღეისათვის ეს მათი ყველაზე დიდი მიღწევაა.

სანამ წევრები დაკავებულნი იყვნენ სოლო მოღვაწეობით და გამოსვლებით, გავრცელდა ჭორები შესაძლო ქვეჯგუფის შექმნის შესახებ. შემდეგი ჭორი იყო მათი სცენაზე დაბრუნების თარიღი. 2013 წლის 25 სექტემბერს ჯგუფის ტვიტერით გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გოგოები დაბრუნდებიან 2013 წლის 14 ოქტომბერს. პირველი ნახევარფორმატული ალბომის სახელწოდებაა „Prima Donna“ და შედგება 11 სიმღერისგან. მთავარი სიმღერა „GUN“ კვლავ დაპროდიუსერებულია Sweetune-ს მიერ. ახალი ამბების საიტები წერდნენ, რომ Nine Muses თავიანთ დაბრუნების გამოსვლას 10 ოქტომბერს M!Countdown-ზე ჩაატარებენ, მაგრამ ალბომის რელიზი მაინც 14 ოქტომბერს შედგა.

2013 წლის 14 ნოემბერს ტვიტერში Nine Muses გამოქვეყნებული იყო მათი კულისების ფოტო „Gun“-ის ბოლო გამოსვლიდან M!Countdown-ზე, რომელთაც ეჭირათ წარწერები „Coming Soon“. ეს იყო მინიშნება იმისა,რომ ისინი მესამე ციფრული ალბომით ბრუნდებოდნენ. 26 ნოემბერს, ოფიციალური გვერდიდან Nine Muses Facebook-ში, გამოქვეყნებული იყო თიზერ სურათი ციფრით „25“, მათი მოსალოდნელი დაბრუნებისთვის ციფრული სინგლით „GLUE“ 2013 წლის 4 დეკემბერს.

2014: ეუნჯი, ლი სემი და სერა ტოვებენ ჯგუფს, კიონრი ახალ ტრიოს უერთდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის დასაწყისში ლი სემმა და ეუნჯიმ შეწყვიტეს სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენა, სადაც მთელი ჯგუფი მონაწილეობდა. მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ ისინი ტოვებდნენ Nine Muses, რადგან გადაეწყვეტათ კარიერის გაგრძელება ჯგუფის გარეთ. მოგვიანებით ივნისში სერას კონტრაქტი ამოიწურა და მან გაგრძელება არ გადაწყვიტა. ამგვარად ჯგუფში 6 წევრი დარჩა. სერას წასვლამდე ჯგუფი Nine Muses დაბრუნება დაგეგმილი იყო 2014 წლის აგვისტოსთვის, მაგრამ ახალი წევრების ძებნის გამო გადაწყვიტეს თარიღის გადაწევა ნოემბრამდე. 22 აგვისტოს Star Empire Ent განაცხადეს, რომ კიონრი, კევინი (ZE:A), და ასევე სააგენტოს ტრეინი სოჯინი (Sojin) გაერთიანდებიან ახალი ტრიოს შექმნისთვის NASTY NASTY[2]. ტრიოს დებიუტი 3 სექტემბერს შედგა. სიმღერა „Knock“ მათი დაბრუნებისთვის დაწერილი იყო კომპოზიტორი Rado-ს მიერ.

2015: ახალი წევრები, მინი ალბომი „DRAMA“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 იანვარს შუა ღამეს ჯგუფის ოფიციალურ ტვიტერის საიტზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია ჯგუფის დაბრუნების შესახებ მინი-ალბომით „DRAMA“[3]. მინი-ალბომი შედგება 9 ტრეკისგან. ალბომის მთავარი სიმღერა დაწერილია კომპოზიტორ ჯეონგ ჩანუკის მიერ (정창욱), მან ასევე დაწერა სიმღერა „Ping“ ჯგუფის პირველი სრულყოფილი ალბომისათვის. რამდენიმე დღეში, 15 იანვარს, ჯგუფის ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია ახალი წევრების შესახებ: სოჯინი (Sojin) და გეუმჯო (Geumjo). სოჯინი ასევე ტრიო NASTY NASTY-ს წევრია (კიუნრისთან ერთად), გეუმჯო - კომპანიის თრეინი.

ჯგუფის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქტიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო ფსევდონიმი სრული სახელი დაბადების თარიღი
რომანიზაცია ჰანგული რომანიზაცია ჰანგული
Hyuna (ჰიუნა) 현아 Moon Hyun-Ah 문현아 19.01.1987
Erin/Euaerin (იერნი) 애린/이유애린 Lee Hye-Min 이혜민 3.05.1988
Sungah (სონა) 성아 Son Seong-Ah 손성아 8.07.1989
Kyungri (კიუნრი) 경리 Park Kyeong-Ree 박경리 5.07.1990
Hyemi (ჰიემი) 혜미 Pyo Hye-Mi 표혜미 5.04.1991
Minha (მინჰა) 민하 Park Min-Ha 박민하 27.06.1991
Sojin (სოჯინი) 소진 Jo So-Jin 조소진 11.10.1991
Geumjo (გიმჯო) 금조 Lee Geum-Jo 이금조 17.12.1992

ჯგუფიდან წასულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო ფსევდონიმი სრული სახელი დაბადების თარიღი
რომანიზაცია ჰანგული რომანიზაცია ჰანგული
Rana (ანა) 라나 Kim Ra-Na 김라나 26.06.1983
Bini (ბინი) 비니 Lee Hye-Bin 이혜빈 13.11.1985
Jaekyung (ჯეკიუნი) 재경 Jeong Seo-Yeong 정서영 9.09.1987
Lee Sem (ლი სემი) 이샘 Lee Hyeon-Ju 이현주 5.05.1987
Sera (სერა) 세라 Ryu Se-Ra 류세라 3.10.1987
Eunji (ეუნჯი) 은지 Park Eun-Ji 박은지 27.09.1988

შემადგენლობა დროის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
  • (14.10.2013) PRIMA DONNA
მინი-ალბომები
  • (08.03.2012) Sweet Rendezvous
  • (09.05.2013) WILD
  • (23.01.2015) DRAMA
ფიზიკური სინგლები

სამხრეთ კორეაში ფიზიკური (ანუ გამოშვებული სიდი-დისკით ან სხვა გადამტანი საშუალებით) სინგლის სახელწოდებაა „single album“.

  • (12.08.2010) Let’s Have A Party
  • (24.01.2013) Dolls
ციფრული სინგლები
  • (18.08.2011) Figaro
  • (11.01.2012) NEWS
  • (04.12.2013) Glue
კოლობორაციები
  • (07.04.2010) Prosecutor Princess OST Part.2 (Seo In Young, Nine Muses)
  • (30.11.2011) Star Empire (Park Jung Ah, Seo In Young, ZE:A, Nine Muses, Jewelry)
  • (16.08.2012) MBC Music 'MM Choice' Part.3 (Nine Muses, Rhythm Power)
  • (05.09.2012) That Woman Writes Lyrics, That Man Composes Music Season 2 OST (Tak Jae Hoon, Kim Jong Min, Nine Muses)
სხვა
  • (05.07.2012) TEAM SIII — Win The Day (Modu Aesseuri)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი პრემიის სახელწოდება კატეგორია შედეგი
2010 Korean Culture Entertainment Awards New Generation Popular Music Teen Singer Award[4] მოგებული
Korean Beauty Design Expo Beauty Popularity Star Award[5] მოგებული
Mnet Asian Music Award საუკეთესო ახალი სიმღერა/მუსიკალური კოლექტივი ნომინირებული
2013 Asian Model Festival Awards ნომინირებული
KPOP+ Music Awards Best Female Group[6] მოგებული
Most Improved Artist[7] მოგებული

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]