New Nintendo 2DS XL
| |
|---|---|
|
| |
|
The New Nintendo 2DS XL „შავ-ფირუზისებრ“ ფერში | |
| სხვა სახელწოდებები | NN2DS XL, New 2DS XL, N2DS XL, 2DS XL (unofficial abbreviations) |
| პროდუქტის ოჯახი | Nintendo 3DS-ის ოჯახი |
| ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მერვე |
| გამოშვების თარიღი |
ავს 15 ივნისი, 2017[1] იაპ 13 ივლისი, 2017 KOR 13 ივლისი, 2017 ჩრდ.ამ. 28 ივლისი, 2017 ევრ 28 ივლისი, 2017 |
| შეწყდა |
WW Q1 2020 ჩრდ.ამ. სექტემბერი 16, 2020 |
| მედია |
ფიზიკური და ციფრული |
| ოპერაციული სისტემა | Nintendo 3DS-ის პროგრამული უზრუნველყოფა |
| ამოღებადი საცავი | microSD ბარათი[2] |
| მონიტორი |
ზედა: 4.88" LCD ქვედა: 4.18" რეზისტული სენსორული LCD ეკრანი[3] |
| ხმა | სპიკერი, მიკროფონი |
| შეტანა | A/B/X/Y ღილაკები, წრიული პადი, C-Stick, L/R და ZL/ZR ბამპერები, D-pad, Start/Select ღილაკები, Home ღილაკი, ხმის მარეგულირებელი სლაიდერი, ჩართვა/გამორთვის ღილაკი |
| კამერა | წინა კამერა, 2 უკანა კამერა[4] |
| ზომა | |
| წონა | 260 გრამი[3] |
| უკუთავსებადობა |
Nintendo DS Nintendo DSi (როგორც DSiWare, ასევე DSi-ის ექსკლუზიური კარტრიჯები) |
| შემდეგი |
Nintendo Switch Nintendo Switch Lite |
| დაკავშირებული სტატიები |
▲ Nintendo 2DS |
New Nintendo 2DS XL (იაპონიაში იყიდებოდა როგორც New Nintendo 2DS LL) — Nintendo-ს მიერ წარმოებული, მერვე თაობის დასაკეცი ორეკრანიანი პორტატიული სათამაშო კონსოლი. ის Nintendo 3DS-ის ოჯახის მეექვსე და ბოლო სისტემაა. კონსოლი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 2017 წლის 15 ივნისს გამოვიდა,[5] იაპონიასა და სამხრეთ კორეაში – 2017 წლის 13 ივლისს,[6] ხოლო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში – 2017 წლის 28 ივლისს.[7] ეს მოდელი, ისევე როგორც Nintendo 3DS-ის ყველა სხვა მოდელი, 2020 წლის 31 მარტში შეწყდა იაპონიაში, ევროპაში, ავსტრალიასა და სხვა რეგიონებში (ჩრდილოეთ ამერიკის გარდა).[8][9] ჩრდილოეთ ამერიკაში მისი წარმოება 2020 წლის 16 სექტემბერს შეწყდა.[10][11]
Nintendo 2DS-ის მსგავსად, New Nintendo 2DS XL-იც New Nintendo 3DS-ის აპარატურას იყენებს. თუმცა, ამ მოდელს არ აქვს ავტოსტერეოსკოპული 3D დისპლეი, მიკროფონი და კამერა საკინძზეა გადატანილი, დინამიკები კი კონსოლის ქვედა ნაწილშია მოთავსებული. New Nintendo 3DS-ის მსგავსად, მას აქვს განახლებული პროცესორი, C-Stick-ს სახელით ცნობილი ანალოგური მართვის ღილაკი და დამატებითი ზედა ღილაკები, ასევე NFC მხარდაჭერა Amiibo-სთვის თავსებად თამაშებში გამოსაყენებლად.[12] [13] Nintendo Support-ის ინფორმაციით, კონსოლის ბატარეა 3DS თამაშების თამაშისას 3.5-დან 5.5 საათამდე ძლებს, Nintendo DS თამაშებისას – 7-დან 9 საათამდე, ხოლო ძილის რეჟიმში დაახლოებით 3 დღე.[14]
New Nintendo 2DS XL-მა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მან Nintendo 2DS-ისა და New Nintendo 3DS XL-ის მახასიათებლები უფრო ერგონომიულ და ესთეტიკურად მიმზიდველ მოწყობილობაში გააერთიანა, ვიდრე სწორი ფორმის Nintendo 2DS იყო. თუმცა, აღინიშნა ეკრანისა და დინამიკის ხარისხის მცირე უკუსვლა.
2021 წლის 31 მარტის მონაცემებით, New Nintendo 2DS XL კონსოლების სულ 4.8 მილიონი ერთეული გაიყიდა. აქედან 1.24 მილიონი იაპონიაში, 1.83 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 1.73 მილიონი სხვა რეგიონებში (მათ შორის ევროპასა და ავსტრალიაში).[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „New Nintendo 2DS XL“ ვიკისაწყობში.- New Nintendo 2DS XL — Nintendo-ს ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ New Nintendo 2DS XL portable system to launch in Australia & New Zealand on June 15!. Nintendo Australia (20 April 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 28 April 2017
- ↑ Nintendo 2DS – Features. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2018. ციტირების თარიღი: 29 April 2017
- 1 2 3 4 Nintendo 3DS family comparison chart. Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2018. ციტირების თარიღი: 4 May 2017
- ↑ „New Nintendo 2DS XL Announced, Releases 28 July“. Nintendo Life (ინგლისური). 28 April 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2017. ციტირების თარიღი: 29 April 2017.
- ↑ Nintendo Announces the New Nintendo 2DS XL for June en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2017. ციტირების თარიღი: 13 July 2017
- ↑ New Nintendo 2DS XL coming this July. Vox Media (27 April 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2017. ციტირების თარიღი: 28 April 2017
- ↑ A new member of the Nintendo 3DS family. Nintendo. ციტირების თარიღი: 4 May 2017
- ↑ IR Information : Sales Data - Dedicated Video Game Sales Units (2020-05-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-07. ციტირების თარიღი: 2024-12-25
- 1 2 Nintendo Co., Ltd. Consolidated Sales Transition by Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-04. ციტირების თარიღი: 2024-12-25
- ↑ Byford, Sam. (2020-09-17) Nintendo has discontinued the 3DS en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-17. ციტირების თარიღი: 2024-12-25
- ↑ „Nintendo 3DS discontinued after almost a decade“. BBC News (ინგლისური). 2020-09-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-17. ციტირების თარიღი: 2024-12-25.
- ↑ DeFreitas, Casey. (13 July 2017) New Nintendo 2DS XL Review en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2019. ციტირების თარიღი: 26 February 2019
- ↑ Lambrechts, Stephen. (26 February 2019) New Nintendo 2DS XL review en-UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 February 2019. ციტირების თარიღი: 26 February 2019
- ↑ Nintendo Support: How Long Will the Battery Remain Charged?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2023. ციტირების თარიღი: 2023-02-04
| ||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||