Nasdaq-100

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Nasdaq-100 — ამერიკული საფონდო ინდექსი. მასში შესულია კაპიტალიზაციის მიხედვით 100 უმსხვილესი კომპანია, რომელთა აქციებით ვაჭრობაც ხდება NASDAQ-ს ბირჟაზე. ინდექსში არ არის შესული ფინანსური სექტორს კომპანიები.[1]

წელიწადში ერთხელ, დეკემბრის მესამე კვირას, კომპანიები, რომლებიც აღარ შეესაბამებიან Nasdaq 100-ში ჩართვის წესებს იცვლება ახლი ფირმებით.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდექსის ისტორია იწყება 1985 წელს, როდესაც ერთდროულად შემოღებულ იქნა 2 ახალი ინდექსი: NASDAQ-100 და NASDAQ Financial-100.[3] პირველ ინდექსში შეყვანილ იქნა სამრეწველო მაღალტექნოლოგიური კომპანიები, მეორეში კი — საფინანსო. თავდაპირველად ინდექსის ბაზა შეადგენდა 250 პუნქტს.

1998 წელს ინდექსში დაშვებულ იქნან უცხოური კომპანიები. თავდაპირველად მოთხოვნები მათ მიმართ იყო მკაცრი, მაგრამ 2002 წელს ისინი შემსუბუქდა.

4700 პუნქტზე მეტი ისტორიული მაქსიმუმი მიღწეულ იქნა ინდექსის მიერ 2000 წელს, დოტკომების ტალღაზე.[4]

2021 წლის მდგომარეობით NASDAQ 100-ის 57% შეადგენენ ტექნოლოგიური კომპანიები. დარგის სიდიდით მომდევნო სექტორია — სამომხმარებლო მომსახურება 21,99%-ით.[5] ჯანდაცვა შეადგენს NASDAQ 100-ს 7,08%, სამომხმარებლო საქონლით დაკავებული კომპანიები შეადგენენ NASDAQ 100-ს 6,14%, ხოლო სამრეწველო კომპანიები შეადგენენ 5,92%.

NASDAQ-100-ზე დაფუძნებული სავაჭრო ინსტრუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NASDAQ-ს ბირჟაზე QQQ-ს ტიკერის ქვეშ ვაჭრობს ფონდი, რომლის სტრუქტურაც NASDAQ-100-ს ინდექსის ანალოგიურია და მაღალი სიზუსტით იმეორებს მის დინამიკას.[6][7]

განსხვავება NASDAQ Composite-ს ინდექსისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდექსი Nasdaq Composite შეიცავს NASDAQ-ს ბირჟაზე კოტირებული ყველა კომპანიების აქციებს (სულ 3000 მეტი).

ცვლილებები 2021 წ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

21 ივლისს Honeywell-მ ჩაანაცვლა Alexion Pharmaceuticals მისი AstraZeneca-ს მიერ შეძენის შემდეგ.[8] 26 აგვისტოს Crowdstrike ჩაანაცვლა Maxim Integrated Products, რომელიც შეიძინა კომპანია Analog Devices-მა.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Five facts about the Nasdaq 100 index. morningstar.com.au. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  2. What Are The Nasdaq Composite And Nasdaq 100 Indexes?. forbes.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  3. 10 Fun Facts about the Nasdaq-100 Index. nasdaq.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  4. 3 Lessons for Investors From the Tech Bubble. nasdaq.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  5. Best Nasdaq 100 Brokers Guide. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  6. Invesco QQQ Trust, Series 1. nasdaq.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  7. Q: Why Did QQQQ drop a Q to Become QQQ?. wsj.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  8. Honeywell International Inc. to Join the NASDAQ-100 Index Beginning July 21, 2021. globenewswire.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
  9. CrowdStrike Holdings, Inc. to Join the NASDAQ-100 Index Beginning August 26, 2021. globenewswire.com. ციტირების თარიღი: 2021 წლის 30 აგვისტო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nasdaq-100&oldid=4239510“-დან