NGC 2440

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

NGC 2440 (აგრეთვე ცნობილი როგორც ESO 560-PN9) — პლანეტური ნისლეული კიჩოს თანავარსკვლავედში. მისი ცენტრალური ვარსკვლავი — HD62166, შესაძლოა, ყველაზე ცხელი თეთრი ჯუჯა იყოს ცნობილთა შორის.

ნისლეული უილიამ ჰერშელმა, 1790 წლის 4 მარტს აღმოაჩინა და აღწერა, როგორც „ლამაზი პლანეტური ნისლეული სიკაშკაშის მნიშვნელოვანი ხარისხით, რომელიც ზუსტად არ არის განსაზღვრული“. NGC 2440 მზიდან 1,23 კილოპარსეკ (დაახლოებით, 4 000 სინათლის წელი) მანძილზე მდებარეობს.

HD 62166[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

HD 62166-ის ზედაპირის ტემპერატურა, უკიდურესად მაღალია — დაახლოებით 200 000 კელვინი. ამ მკვრივ ვარსკვლავს, 0.6 მზის მასა, 0.028 მზის რადიუსი და 17.5-ის ტოლი ვარსკვლავიერი სიდიდე გააჩნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NGC_2440&oldid=3396470“-დან