ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდო — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჯილდო, რომელიც 1955-56 წლების NBA სეზონიდან მოყოლებული გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონს ყველაზე კარგად ატარებს. გამარჯვებულს გადაეცემა მაურის პოდოლოფის თასი, რომელიც ლიგის პირველი რწმუნებულის (იმ დროს პრეზიდენტი[a]) პატივსაცემად გადაეცემა. იგი ლიგას 1946 წლიდან ედგა სათავეში 1963 წლამდე. MVP ხმის მიცემა რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ხდება. 1979-80 წლების სეზონამდე, გამარჯვებულს მოთამაშეები ირჩევდნენ, ხოლო 1980-81 წლებიდან მოყოლებული გამარჯვებულის ვინაობას სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა, რომელიც ასახელებს 5 მოთამაშეს, პირველ მათგანს აძლევს 10 ქულას, მე-2 არჩევანს 7 ქულას, მე-3 არჩევანს 5 ქულას, მე-4 არჩევანს 3 და მე-5 არჩევანს 1 ქულას. 2010 წლიდან მოყოლებული, გამარჯვებულის ვინაობას გულშემატკივრები ახდენენ, რომლებიც ხმას ონლაინ საშუალებით აძლევენ. მოთამაშე რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ჯილდო.[1] 1982-83 წლების სეზონიდან მოყოლებული, ყოველი მოთამაშე, რომელმაც მოიგო ჯილდო გუნდის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი სულ ცოტა .610 ჰქონდა (რაც რეგულარული სეზონის 82 მატჩიდან 50 გამარჯვებას უდრის, გარდა გამონაკლისისა 1998-99 წლებისა, როდესაც სეზონი ლოკაუტის გამო 50 მატჩიანი იყო და გამარჯვებული კარლ მელოუნი დასახელდა და ასევე 2011-12 წლების სეზონი, რომელიც ასევე ლოკაუტის გამო შემოკლებული 66 მატჩიანი იყო და გამარჯვება ლებრონ ჯეიმზს ერგო.)[2]
↑McPeek, Jeramie. The Canadian Kid. NBA.com (from Fastbreak Magazine on Sept./Oct. 1996). Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: April 22, 2009.