ოპერაცია სამოკავშირეო ძალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან NATO-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა (1999))
Jump to navigation Jump to search
NATO-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა
კოსოვოს ომის ნაწილი
Нато бомбе изазивале еколошку катастрофу у Новом Саду.jpeg
თარიღი 24 მარტი - 10 ივნისი, 1999
მდებარეობა Flag of Yugoslavia (1992–2003).svg იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკა
შედეგი იუგოსლავიის არმიის მიერ კოსოვოსა და მეტოხიის დატოვება
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244
კუმანოვოს სამხედრო-ტექნიკური შეთანხმება
მხარეები
Flag of Yugoslavia (1992–2003).svg იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკა ნატო-ს დროშა ნატო:

UCK KLA.png კოსოვოს გამათავისუფლებელი არმია

მეთაურები
Flag of the President of Yugoslavia (1993–2003).svg სლობოდან მილოშევიჩი
Flag of Yugoslavia (1992–2003).svg დრაგოლიუბ ოიდანიჩი
Flag of Yugoslavia (1992–2003).svg სვეტოზარ მარიანოვიჩი
ნატო-ს დროშა უესლი კლარკი
ნატო-ს დროშა ხავიერ სოლანა
ნატო-ს დროშა რეპურტ სმიტი
ძალები
14 მიგ-29
34 მიგ-21
დიდი რაოდენობით საზენიტო სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსები
1031-ზე მეტი თვითმფრინავი

30 წყალქვეშა ნავი და ხომალდი

დანაკარგები
249 დაღუპული ჯარისკაცი და 22 დაღუპული პოლიციელი
დაახლოებით 2 500 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და 6 000 დაჭრილი
ეკონომიკური დანაკარგი 29,6 მილიონი დოლარის სახით
2 დაღუპული ჯარისკაცი [1]
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ოპერაცია სამოკავშირეო ძალა

NATO-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა (ინგლ. Operation Allied Force, ოპერაცია „სამოკავშირეო ძალა“) — NATO-ს სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის დიდი რაოდენობით მცირეწლოვანი ბავშვი.

ამ ოპერაციით დასრულდა კოსოვოს ომი. კოსოვოზე კონტროლი დაამყარეს NATO-ს ძალებმა, რომლებმაც შემდგომ ძალაუფლება გადასცეს ეთნიკურ ალბანელებს. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან.[2]

NATO-მ ოპერაციის ოფიციალურ მიზეზად დაასახელა რეგიონში ეთნიკური წმენდის შეწყვეტა. იმის გამო, რომ იგი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა, კრიტიკოსები მას აღიქვამენ როგორც სამხედრო აგრესიას იუგოსლავიის წინააღმდეგ.

იუგოსლავიის წინააღმდეგ NATO-მ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში NATO იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომელიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები - იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]