გაბნეულყვავილა კესანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Myosotis dissitiflora)
გაბნეულყვავილა კესანე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  კესანე
სახეობა:  გაბნეულყვავილა კესანე
ლათინური სახელი
Myosotis dissitiflora Baker, 1868[1]
სინონიმები[1]
  • Myosotis amoena (Rupr.) Boiss.
  • Myosotis caucasica Domin
  • Myosotis dissitiflora var. dyerae E.J.Lowe ex Hook.f.
  • Myosotis dyerae (E.J.Lowe ex Hook.f.) P.D.Sell
  • Strophiostoma amoena Rupr.

გაბნეულყვავილა კესანე (ლათ. Myosotis dissitiflora ან Myosotis amoena) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 15-50 სმ სიმაღლის, სუსტად დატოტვილი, გაფარჩხულბეწვიანი ღერო, ხშირად მრავალღეროიანი და უნაყოფო ყლორტებით. ფოთლები თხელია, მოგრძონიჩბისებური ან მოგრძოუკუკვერცხისებური, 3–10 სმ სიგრძისა და 1,5–3 სმ სიგანის. ყვავილედი ფარჩხატია, უფოთლო და მცირეყვავილიანი. გვირგვინი ცისფერია. ყვავის აპრილ-ივლისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[2]

ლათინური სახელის სახეობის ნაწილში (dissitiflora) dissitus ნიშნავს „გაბნეულს“, „განზე განლაგებულს“, ხოლო flora — ყვავილების რომაულ ქალღმერთს, გადატანით — „ყვავილს“.[3]

გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. ჩვენში გვხვდება ძირითადად, დასავლეთ საქართველოში. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, უმეტესად — დაჩრდილულ ტყეებსა და ბუჩქნარებში.[2]

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, Myosotis amoena და Myosotis dissitiflora სხვადასხვა სახეობებია,[4] სხვები კი Myosotis amoena-ს განიხილავენ Myosotis dissitiflora-ის სინონიმად.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Myosotis dissitiflora Baker | Plants of the World Online | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 106.
  3. Tephrosia dissitiflora. CasaBio. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021
  4. Myosotis amoena (Rupr.) Boiss.. GBIF Backbone Taxonomy. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021