Musiikkituottajat – IFPI Finland

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Musiikkituottajat – IFPI Finland ან The Finnish Group of IFPIფინური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება მისი წევრების მიერ და წარმოადგენს მუსიკალურ ინდუსტრიას ფინეთში. ორგანიზაცია წარმოადგენს 23 ისეთი ლეიბლის ინტერესებს, რომლებიცაა, EMI, Sony Music, Universal Music Group და Warner Music Group.[1]

Musiikkituottajat – IFPI Finland-ის მიზანია ფინეთში ხმისჩამწერი ინდუსტრიის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების უზრუნველყოფა. მიზანი მიიღწევა ხმისჩამწერი ინდუსტრიის დაცვისათვის ეფექტური წესებისა და სამართლიანი და კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს უზრუნველყოფის გზით.[1]

ორგანიზაცია დაკავებულია მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაციის, ანუ ოქროს და პლატინის დისკების, მინიჭებით.[2]

Musiikkituottajat – IFPI Finland ფინეთის მუსიკალური ინდუსტრიის ადგილობრივი ასოციაციაა, რომელიც შედის ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის შემადგენლობაში.[3]

Musiikkituottajat – IFPI Finland აქვეყნებს ჩარტებს: კერძოდ, Suomen virallinen lista – Albumit (ტოპ-50, ალბომები), Suomen virallinen lista – Singlet (ტოპ-20, სინგლები), Suomen virallinen lista – Mid–price (ტოპ-10) და Suomen virallinen lista – Musiikki DVD:t (ტოპ-10, ალბომები, ვიდეო).[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 IN ENGLISH en. ifpi.fi (2013-08-08).
  2. TILASTOT fi. ifpi.fi (2013-08-08).
  3. Local record industry associations en. ifpi.org (2013-08-08).
  4. TILASTOT fi. ifpi.fi (2015-12-20).