Music to Be Murdered By
Music to Be Murdered By — ამერიკელი რეპერი ემინემის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2020 წლის 17 იანვარს ლეიბლებზე Shady Records, Aftermath Entertainment და Interscope Records. მისი წინამორბედის, Kamikaze-ს მსგავსად, ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან თავად ემინემი და Dr. Dre, ხოლო გამოცემა წინასწარი განცხადების გარეშე მოხდა. ალბომიs შექნბაში მრავალმა პროდიუსერმა მიიღო მონაწილეობა, Dr. Dre-მ კი 2010 წლის Recovery-ის შემდეგ პირველად იმუშავა სიმღერაზე ემინემისთვის. ალბომში მონაწილეობენ: Skylar Grey, Young M.A, Royce da 5'9", White Gold, ედ შირანი, Juice WRLD, Black Thought, Q-Tip, Denaun, Anderson .Paak, Don Toliver, Kxng Crooked და Joell Ortiz.
ალბომის სახელწოდება, გარეკანი და კონცეფცია ეფუძნება ალფრედ ჰიჩკოკისა და ჯეფ ალექსანდერის 1958 წლის ალბომს (Alfred Hitchcock Presents Music to Be Murdered By). ალბომი გამოვიდა ორი სინგლი: „Godzilla“ და „Darkness“, რასაც მუსიკალური ვიდეო მოჰყვა, რომელიც 2017 წლის ლას-ვეგასის სროლის მოვლენებს ასახავს, მოძალადე სტივენ პედოკის და ემინემის პერსპექტივებიდან.
ალბომმა დაიკავა Billboard 200-ის პირველი პოზიცია, პირველ კვირაში 279,000 ალბომის ეკვივალენტური ერთეულის გაყიდვით. ამით ემინემი პირველი მუსიკოსი გახდა, რომელსაც აშშ-ში ათი ზედიზედ ჩარტის ლიდერი ალბომი ჰქონდა, და ერთ-ერთი ექვსი მუსიკოსიდან, ვინც მინიმუმ ათი №1 ალბომი გამოუშვა. Music to Be Murdered By 16 ქვეყნის ჩარტებში მოხვდა პირველ ადგილზე. კრიტიკოსებმა ალბომი შერეულიდან დადებით შეფასებებს მიანიჭეს: ზოგიერთმა დააფასა პროდიუსირება, ზოგმა კი ემინემის შესრულება გააკრიტიკა.
2020 წლის 18 დეკემბერს, ემინემმა წინასწარი განცხადების გარეშე გამოუშვა ალბომის დელუქს ვერსია (Music to Be Murdered By – Side B), რომელიც ორიგინალურ 20 კომპოზიციას 16 ახალ სიმღერას ამატებს. ახალ გამოცემაში მონაწილეობენ: Skylar Grey, DJ Premier, Ty Dolla $ign, Dr. Dre, Sly Pyper, MAJ, Moe Men-E და White Gold.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| Music to Be Murdered By-ის კომპოზიციების სია | ||||
|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
| 1. | „Premonition (Intro)“ |
|
| 2:53 |
| 2. | „Unaccommodating“ (Young M.A-თან) |
|
| 3:36 |
| 3. | „You Gon' Learn“ (Royce da 5'9" და Joell Oritz-თან) |
|
| 3:54 |
| 4. | „Alfred (Interlude)“ |
|
| 0:30 |
| 5. | „Those Kinda Nights“ (ედ შირანის თან) |
|
| 2:57 |
| 6. | „In Too Deep“ |
|
| 3:14 |
| 7. | „Godzilla“ (Juice WRLD-თან) |
|
| 3:30 |
| 8. | „Darkness“ |
|
| 5:37 |
| 9. | „Leaving Heaven“ (სკაილარ გრეის-თან) |
|
| 4:25 |
| 10. | „Yah Yah“ (Royce da 5'9"-, Black Thought, Q-Tip და Denaum-თან) |
| მისტერ პორტერი | 4:46 |
| 11. | „Stepdad (Intro)“ | იანგი | Dr. Dre | 0:15 |
| 12. | „Stepdad“ |
|
| 3:33 |
| 13. | „Marsh“ |
|
| 3:20 |
| 14. | „Never Love Again“ |
|
| 2:57 |
| 15. | „Little Engine“ |
|
| 2:57 |
| 16. | „Lock It Up“ (Anderson.Paak-თან) |
|
| 2:50 |
| 17. | „Farewell“ |
|
| 4:07 |
| 18. | „No Regrets“ (Don Toliver-თან) |
|
| 3:20 |
| 19. | „I Will“ (Kxng Crooked, Royce da 5'9" და Joell Ortiz-თან) |
|
| 5:03 |
| 20. | „Alfred (Outro)“ |
|
| 0:39 |
| საერთო ხანგრძლივობა: | 64:23 | |||