შინაარსზე გადასვლა

Motorola

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Motorola, Inc.
ყოფილი სახელწოდება
Galvin Manufacturing Corporation (1928–1947)
ტიპი საჯარო
დარგი ტელეკომუნიკაცია
დაფუძნდა 25 სექტემბერი, 1928; 96 წლის წინ (1928-09-25) ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დამაარსებელი პოლ გალვინი,
ჯოზეფ გალვინი
დაიხურა 1 აპრილი, 2011; 14 წლის წინ (2011-04-01)
გაიყო ორ კომპანიად: Motorola Mobility და Motorola Solutions
სათავო ოფისი შომბერგი, ილინოისი, აშშ
პროდუქცია პლანშეტები,
უსადენო ტელეფონები,
მობილური ტელეფონები,
სმარტფონები,
ორმხრივი რადიოები,
ტელეკომუნიკაციური სისტემები,
საკაბელო ტელევიზიების სისტემები,
უკაბელო ფართოზოლიანი ქსელები,
რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის სისტემები,
მობილური ტელეფონების ინფრასტრუქტურა
თანამშრომელი 53,000 (2010)[1]
ფილიალი Mobile Devices
Home & Networks Mobility
Enterprise Mobility Solutions
საიტი www.motorola.com

Motorola, Inc. (/ˌmtəˈrlə/[2]) — ამერიკული მრავალეროვნული ტელეკომუნიკაციების კომპანია, რომელიც დაფუძნდა შომბერგში, ილინოისის შტატში, ძმები პოლ და ჯოზეფ გალვინების მიერ 1928 წელს როგორც Galvin Manufacturing Corporation.[3] 1947 წლიდან ერქვა Motorola.[4] მისი უამრავი პროდუქტი რადიოსაკომუნიკაციო აღჭურვილობას წარმოადგენდა, მაგ., როგორებიცაა ორმხრივი რადიოები, სამომხმარებლო რაციები, ფიჭური ინფრასტრუქტურა, მობილური ტელეფონები, სატელიტური კომუნიკატორები, პეიჯერები, აგრეთვე საკაბელო მოდემები და ნახევარგამტარები.[5] 2007-2009 წლებში 4.3 მილიარდი დოლარის ზარალის შემდეგ, Motorola გაიყო ორ დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად: Motorola Solutions (მისი იურიდიული მემკვიდრე) და Motorola Mobility (გამოყოფილი), 2011 წლის 4 იანვარს.[6][7]

Motorola აპროექტებდა და ყიდდა უკაბელო ქსელურ აღჭურვილობას, როგორებიცაა ფიჭური გადამცემი საბაზო სადგურები და სიგნალის გამაძლიერებლები. Motorola-ს კორპორატიული და სამთავრობო კლიენტურა უმეტესად მოიცავდა უკაბელო ხმოვანი და ფართოზოლიანი სისტემების (რომლებითაც კერძო ქსელები შენდებოდა) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკომუნიკაციო სისტემების მომხმარებლებს, მაგალითად, Astro-სა და Dimetra-ს. Motorola-ს სახლისა და სამაუწყებლო ქსელის პროდუქტებში შედიოდა ციფრული ტელევიზიის მიმღებები, ციფრული ვიდეო ჩამწერები და ქსელური აღჭურვილობები, რომელიც გამოიყენება ვიდეო მაუწყებლობის, კომპიუტერული ტელეფონიისა და მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის ჩართვისთვის. Motorola-ს 2011 წელს გაყოფის შემდეგ, ყველა ეს ბიზნესი, ციფრული ტელევიზიის მიმღებებებისა და საკაბელო მოდემების გარდა, Motorola Solutions-ის ნაწილი გახდა.

Motorola-ს უკაბელო ტელეფონების განყოფილება იყო პიონერი ფიჭურ ტელეფონებში. 2004 წლამდე პერსონალური კომუნიკაციების სექტორად (Personal Communication Sector) წოდებულმა ამ დანაყოფმა შექმნა „მობილური ტელეფონის“ ცნება, გამოუშვა რა პირველი ნამდვილი ე.წ. „აგურის ტელეფონი“ DynaTAC, „დასაკეცი/გასაშლელი ტელეფონი“ MicroTAC და „კლამფონი“ StarTAC 1990-იანი წლების შუა პერიოდში. 2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის პუპულარული იყო RAZR-ის ტელეფონები, თუმცა ათწლეულის მეორე ნახევარში ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაკარგა, რადგან ერთი წარმატებული მოდელი არ აღმოჩნდა საკმარისი Motorola-ს მოწინავე პოზიციაზე დასაბრუნებლად.[8][9] მოგვიანებით Motorola Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებზე გადაერთო და 2009 წელს Motorola Droid გამოუშვა.[10][11] ტელეფონების განყოფილება მოგვიანებით გამოეყო Motorola-ს და ბაზარზე Motorola Mobility-ის სახელით დაიწყო ოპერირება.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Gart, Jason H. (2006). Electronics and Aerospace Industry in Cold War Arizona, 1945–1968: Motorola, Hughes Aircraft, Goodyear Aircraft (PhD. diss.). Arizona State University.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2009 Annual Report, Motorola Inc.. ციტირების თარიღი: April 6, 2021
  2. Jones, Daniel (2003), Peter Roach, James Hartmann and Jane Setter, რედ., English Pronouncing Dictionary, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 3-12-539683-2
  3. Car Radio – Sound in Motion. ციტირების თარიღი: აპრილი 6, 2021
  4. Harry Mark Petrakis, The Founder's Touch: The Life of Paul Galvin of Motorola (Chicago: McGraw-hill, 1965), 58–93
  5. At Motorola, a history of embracing, then rejecting, consumer spotlight en. ციტირების თარიღი: 2025-05-19
  6. Ante, Spencer E. (იანვარი 5, 2011). „Motorola Is Split Into Two“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2011. ციტირების თარიღი: იანვარი 4, 2011.
  7. Motorola Solutions Inc: NYSE:MSI quotes & news – Google Finance. ციტირების თარიღი: ივლისი 12, 2011
  8. Motorola vows no more `one-hit wonders\' - Taipei Times (2007-09-09). ციტირების თარიღი: 2025-05-19
  9. Ojo, Bolaji. (2007-12-03) Motorola's new CEO faces long odds. ციტირების თარიღი: 2025-05-19
  10. Murph, Darren. (ოქტომბერი 28, 2009) Motorola DROID official on Verizon: $199 on contract, coming November 6th (video) en-US. ციტირების თარიღი: 2023-03-27
  11. Jones, Mustafa. (2009-11-02) Motorola Droid "Milestone" Gets European Specs, Adds MultiTouch en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-13. ციტირების თარიღი: 2023-03-27
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Motorola&oldid=4819841“-დან