შინაარსზე გადასვლა

Moi dix Mois

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Moi dix Mois - მანა სამა (2006 წელი)

Moi dix Mois (იაპ. モワデイスモワ) — იაპონური Visual Kei გოთური მეტალის ბენდი, დაფუძვნებული მანა სამას მიერ, Malice Mizer-ის აქტივის პაუზის შემდეგ, 2002 წელს. მანა სამა არის ჯგუფის სიმღერების ავტორი, გიტარისტი და მუდმივი წევრი, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია ჯგუფი, წევრების განლაგების ცვლილებების მიუხედავად. ბენდი კი საკუთარ შემოქმედებას მანას ლეიბლის, Midi:Nette-ს მიერ უშვებს.

2002 წლის 19 მარტს, „მალის მიზერის“ გაურკვეველი პერიოდით შემოქმედებითი პაუზის გამოცხადების შემდეგ, მანამ ახალი ბენდის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მისი საკუთარი პროექტი იქნებოდა. Moi dix Mois-მა პირველივე სინგლი ამავე წლის 19 ოქტომბერს გამოუშვა - "Dialogue Symphonie".

Moi dix Mois-ს პირველი კონცერტები იაპონიის გარეთ ჰქონდა - 2005 წლის მარტში მიუნხენში, გერმანიასა და საფრანგეთში. ტურის ფინალური შოუს შემდეგ, ჩატარებული ტოკიოში, 2005 წლის 2 აპრილს, წევრმა Juka, დატოვა ბენდი.

ბენდის ახალი ფაზა დაიწყო 1 მარტს, 2006 წელს, როდესაც გამოუშვეს ალბომი - Beyond the Gate. აქ გამოჩნდა ახალი ვოკალისტი - Seth. ალბომის გამოსვლამდე მანამ განაცხადა რომ (ძირითადად ელექტრონული მუსიკის) ჟღერადობა ახალი მიმართულების დასაწყისი იქნებოდა ჯგუფისთვის. განაცხადის შემდეგ ბენდის განლაგება შეიცვალა: Seth ახალი ვოკალისტი იქნებოდა, Kazuno (ბას-გიტარისტი) და Tohru (დრამერი) კი ტოვებდნენ მას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Moi_dix_Mois“-დან