Peter Gabriel (1977 წლის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Modern Love (პიტერ გებრიელის სიმღერა))
Peter Gabriel
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 25 თებერვალი, 1977
ჩაიწერა 1976
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 41:42
ლეიბლი Atco Records
პროდიუსერი ბობ ეზრინი
პიტერ გებრიელი — ქრონოლოგია
Peter Gabriel
(1977)
Peter Gabriel
(1978)
სინგლები ალბომიდან Peter Gabriel
  1. „Solsbury Hill“
    გამოცემის თარიღი: 1977
  2. „Modern Love“
    გამოცემის თარიღი: 1977
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars [1]
რობერტ კრისტგოუ(B+) [2]
Rolling Stone(შეფასების გარეშე) [3]

Peter Gabrielპიტერ გებრიელის პირველი სოლო-ალბომი. დისკი ჩაიწერა ჯგუფ ჯენესისის დატოვების შემდეგ. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ავტობომილში მჯდარი პიტერი, რის გამოც ალბომის მეორე სახელწოდებაა Car (ავტობომილი). საგულისხმოა, რომ პიტერის შემდგომი სამი ალბომიც სათაურად ატარებს მუსიკოსის სახელს.

დისკზე, გარდა ბევრი ცნობილი მუსიკოსისა და პროდიუსერ ბობ ეზრინისა, იმუშავა ჯგუფ King Crimson-ის გიტარისტმა, რობერტ ფრიპმა.

ალბომის მეორე სიმღერა, Solsbury Hill, რომელიც ერთ-ერთი პოპულარულია მის კარიერაში, მსმენელს უამბობს გებრიელის ჯენესისიდან წასვლაზე. სიმღერის საკუთარი ვერსია 2003 წელს ჩაწერა ჯგუფმა Erasure.

ალბომის გამოსვლის შემდეგ გებრიელმა გადაამუშავა სიმღერა Here Comes the Flood და შექმნა მისი მეორე ვერსია, რომელზეც მხოლოდ ფორტეპიანო და გებრიელის ვოკალია.

აშშ ჩარტში ალბომმა დაიკავა #38, ხოლო ბრიტანეთში - #7 ადგილი.

დამოუკიდებელი ჯგუფის Direct Disk Labs მიერ გამოცემული იქნა ალბომის რემასტერი. Slowburn მასზე უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ორიგინალურ გამოცემაში, ვინაიდან რემასტერი მზადდებოდა ორიგინალური ფირების დახმარებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის The Lamb Lies Down on Broadway გამოცემის შემდეგ ჯენესისი ახალი ტურნეს ფარგლებში კონცერტებით გაემგზავრა. ტურნეს პერიოდში პიტერმა კოლეგებს ამცნო, რომ ჯგუფის დატოვებას აპირებდა [4]. მიზეზად იგი ასახელებდა სხვებისგან გაუცხოებას და პრობლემებს ცოლთან. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა ტურნეში. ამასობაში მისმა მეუღლემ, ჯილმა პირველი შვილი, ანა. მან გადაწყვიტა, ოჯახისათვის ყურადღება მიექცია და არა ახალ ალბომზე თუ ტურნეზე ეზრუნა, რამაც ჯგუფის წევრთა წინააღმდეგობა გამოიწვია. ამიტომ პიტერმა კოლექტივი საბოლოოდ დატოვა.

წერილში Out, Angels Out, რომელშიც ჯგუფის მოყვარულებს მიმართავდა, გებრიელი წერდა, რომ „მანქანამ, რომელიც ავაგეთ სიმღერების წერისას პროცესისას ჩვენ დაგვიმორჩილა და გამოგვამწყვდია წარმატებაში, რომელიც გვსურდა. მაგ გავლენა იქონია ჯგუფში დამოკიდებულებასა და სულზე. მუსიკა არ ამოწურულა და კვლავ ვცემ პატივს სხვა მუსიკოსებს, მაგრამ ჩვენი როლები გართულდა.“[5]

წერილი სრულდებოდა სიტყვებით: „ჩემსა და ჯგუფს ან მენეჯმენტს შორის ანონიმურობა არ არსებობს. გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მივიღე და ახალ მიმართულებაზე ვსაუბრობდით. ჩემი წასვლის მიზეზი უფრო ადრე არ გამცნეთ, ვინაიდან მთხოვეს, მომეთმინა, სანამ ჩემს შემცვლელს მოძებნიდნენ და სიცარიელეს შეავსებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი ჩემს სხვა პროექტებზე იმუშავებს“.[5]

ფილ კოლინზმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ სხვა წევრები „პიტერის წასვლით გაოცებულები არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ.“ ჯგუფმა გადაწყვიტა გებრიელის გარეშე გაგრძელება.[6]

ჩაწერა, გამოცემა და პრომოკამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Peter Gabriel ჩაიწერა სტუდიაში The Soundstage (ტორონტო, კანადა), პროდიუსერ ბობ ეზრინის დახმარებით, 1976 წლის ივლისში - 1977 წლის იანვარში. დამატებითი ხმისჩამწერი სესიები გაიმართა სტუდიებში Morgan და Olympic (ლონდონი, ინგლისი). გებრიელმა და ეზრინმა ჩაწერისას მოიწვიეს რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი. მათ შორის იყვნენ გიტარისტი რობერტ ფრიპი (კინგ კრიმსონი), ბას გიტარისტი ტონი ლევინი (კინგ კრიმსონი უფრო გვიანდელი შემადგენლობიდან), დრამერი ალან შვარცბერგი, პერკუსიონისტი ჯიმი მელენი, გიტარისტი სტივ ჰანტერი, კლავიშისტი ჯოზეფ ჩიროვსკი და ლარი ფასტი (სინთეზატორები და პროგრამირება).

ალბომი გამოიცა 1977 წლის 25 თებერვალს, ლეიბლებზე Atco (აშშ და კანადა) და Charisma (ბრიტანეთი). იგი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #7, ხოლო აშშ ჩარტის - #38 პოზიციაზე.

ალბომიდან პირველი სინგლის სახით გამოიცა „Solsbury Hill“, რომელსაც წილად დიდი წარმატება ხვდა, ხოლო მეორე სინგლი იყო „Modern Love“, რომელსაც ნაკლები წარმატება ჰქონდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია პიტერ გებრიელი, გარდა აღნიშნულისა

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Moribund the Burgermeister“გებრიელი4:20
2.„Solsbury Hill“გებრიელი4:21
3.„Modern Love“გებრიელი3:38
4.„Excuse Me“გებრიელი, მარტინ ჰოლი3:20
5.„Humdrum“გებრიელი3:25
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Slowburn“გებრიელი4:36
2.„Waiting for the Big One“გებრიელი7:15
3.„Down the Dolce Vita“გებრიელი5:05
4.„Here Comes the Flood“გებრიელი5:38
1977 წლის აუდიოკასეტის გამოცემის სიმღერების სია

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გამოცემის შემდეგ გებრიელმა შეკრიბა ბენდი მომავალი ტურნეს გასამართად. მასში შედიოდნენ: რობერტ ფრიპი (იგი გამოდიოდა ფსევდონიმით „დასტი როუდსი“ და ხოლმე სცენაზე არ ჩანდა) და სტივ ჰანტერი (გიტარები), ტონი ლევინი (ბასი), ლარი ფასტი (სინთეზატორები), ალან შვარცბერგი (დასარტყმელი საკრავები), ფილ ებერგი (კლავიშებიანი საკრავები) და ჯიმი მელენი (პერკუსია). გებრიელის პირველი სოლო ტურნეს პირველი ეტაპი, რომელსაც „Expect the Unexpected“ ეწოდა, დაიწყო 1977 წლის 5 მარტს აშშ-ში გამოსვლით და გაგრძელდა აპრილამდე. ტურნეს ბრიტანული ნაწილი დასრულდა 30 აპრილს. მეორე ეტაპზე ბენდის შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა და ასე გამოიყურებოდა - სიდ მაკ-გინისი (გიტარა), ტონი ლევინი (ბასი), ჯერი მაროტა (დასარტყმელი საკრავები) და ბეიეტი (კლავიშებიანი საკრავები). ამ ეტაპს „Sightings in the Test Area During Autumn“ ეწოდა. იგი 30 აგვისტოს დაიწყო და მოიცვა ინგლისი და ევროპა. ტურნე 1 ნოემბერს დასრულდა.

სეტლისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეტაპი - Expect the Unexpected [7]
  1. Here Comes the Flood
  2. On the Air
  3. Moribund the Burgermeister
  4. Waiting for the Big One
  5. Why Don't We
  6. Excuse Me
  7. Humdrum
  8. Solsbury Hill
  9. Ain't That Peculiar (მარვინ გეი)
  10. Indigo
  11. All Day and All of the Night (The Kinks)
  12. Here Comes the Flood
  13. Slowburn
  14. Modern Love
  15. Down the Dolce Vita
  16. Back in N.Y.C.
მეორე ეტაპი - Sightings in the Test Area During Autumn [8]
  1. Here Comes the Flood
  2. Slowburn
  3. Moribund the Burgermeister
  4. Modern Love
  5. Indigo
  6. Humdrum
  7. White Shadow
  8. I Heard It Through the Grapevine (მარვინ გეი)
  9. Excuse Me
  10. Waiting for the Big One
  11. Solsbury Hill
  12. Down the Dolce Vita
  13. On the Air
  14. All Day and All of the Night (The Kinks)
  15. Here Comes the Flood
  16. Back in N.Y.C.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, Stephen T.. (2011 [last update])Peter Gabriel [1] - Peter Gabriel | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  2. Christgau, R.. (2011 [last update])Robert Christgau: CG: peter gabriel. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  3. Demorest, S.. (2011 [last update])Peter Gabriel: Peter Gabriel [1] : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  4. Mankowitz, Gered. "Help!". Mojo Magazine, April 2007.
  5. 5.0 5.1 "Gabriel, Peter. "Out, Angels Out - an investigation" დაარქივებული 2007-06-18 საიტზე Wayback Machine. genesis-path.net, August 1975. Retrieved on 23 March 2007.
  6. Welch, Chris. "Peter Gabriel Quits Genesis". Melody Maker, 23 August 1975.
  7. http://www.setlist.fm/setlist/peter-gabriel/1977/capitol-theatre-passaic-nj-3d521bf.html
  8. http://www.setlist.fm/setlist/peter-gabriel/1977/brighton-dome-brighton-england-3d2f1af.html