Missale Romanum Glagolitice

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Missale Romanum Glagolitice

Missale Romanum Glagolitice (ხორ. Misal po zakonu rimskoga dvora) — 1483 წელს დაბეჭდილი მისალი (სადღესასწაულო მესის ტექსტები) და ინკუნაბულა (1501 წლამდე დაბეჭდილი წიგნი). დაბეჭდილია გლაგოლიცაზე და არის პირველი ხორვატიულ ენაზე დაბეჭდილი წიგნი. ის ევროპაში გამოცემული პირველი მისალია, რომელიც ლათინურად არ არის დაბეჭდილი. მისი Editio princeps ცნობილი 42 სტრიქონიანი გუტენბერგის ბიბლიის შექმნიდან 28 წლის შემდეგ გამოიცა. ეს ძეგლი ადასტურებს შუასაუკუნეებში არსებული ხორვატიული ლიტერატურის მაღალ დონეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hercigonja, Eduard (September 1984). „Historical, social and cultural-environmental conditions of the origin and development of croatian glagolitic printing (on the occasion of the 500th anniversary of the editio princeps of the 1483 Missal)“. Slovo (Croatian). Old Church Slavonic Institute. 34.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]