Miss A

Miss A (კორ. 미쓰에이) — სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფი, ჩამოყალიბდა JYP Entertainment-ის შვილობილი კომპანია, AQ Entertainment-ის მიერ. ჯგუფის დებიუტი შედგა 2010 წლის ივლისში, სინგლით-"Bad Girl Good Girl", როგორც კვარტეტი, რომელიც შედგებოდა წევრებისგან: ფეი, ჯია, მინი და სუზი. მათმა სადებიუტო სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა Gaon Digital Chart-ში; სიმღერა ასევე გახდა 2010 წლის საუკეთესო სინგლი ჩარტში.
მათ სადებიუტო სტუდიურ ალბომში, "A Class" (2011), შედიოდა ორი ნომერ-პირველი სიმღერა, ხოლო მათი შემდგომი ორი EP, "Touch" და "Independent Women Part III" (ორივე 2012), წარმატებული აღმოჩნდა. მეორე სტუდიური ალბომი, "Hush" (2013), კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და მისი სათაურული სიმღერა გოგონათა ჯგუფებმა არაერთხელ გაიმეორეს, გადარჩენის რეალითი შოუებში. ამას მოჰყვებოდა ერთწლიანი პაუზა, მათი მესამე EP-ის გამოცემამდე, სახელწოდებით "Colors" (2015), რომელიც გახდებოდა მათი უკანასკნელი გამოცემა დაშლამდე. 2017 წელს, ბილბორდმა Miss A მეათე ნომრად დაასახელა "ბოლო ათწლეულის საუკეთესო K-pop გოგონათა ჯგუფების" სიაში [1].
წევრმა, ჯიამ ჯგუფი 2016 წლის მაისში დატოვა, ხოლო, მინმა-2017 წლის ნოემბერში. 2017 წლის დეკემბერში JYP-მ ოფიციალურად გამოაცხადა Miss A-ის დაშლა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, ჯგუფი შედგებოდა ხუთი სტაჟიორისგან, შეიქმნა JYP Entertainment-ის მიერ, 2010 წელს. ისინი პირველად გამოჩნდნენ ჩინურ Variety Show-ებში, სადაც ასრულებდნენ სიმღერებს და ცეკვის რუტინებს, როგორც "ჩინური საოცარი გოგონები", რომელთა შორის იყო ვო ჰიერიმი, რომელმაც Miss A-ის დებიუტის წინ Wonder Girls-ში ჩაანაცვლა სუნმი [2]. 2010 წლის მარტში, თხუთმეტი წლის სტაჟიორი ბეი სუზი შეუერთდა ჯგუფს და ტრიო გახდა ცნობილი როგორც "Miss A" [3]. ჯგუფმა ხელი მოაწერა ჩინეთის Samsung Electronics ჯგუფთან და გამოუშვა სიმღერა, რომელიც გამოიყენებოდა სარეკლამო რგოლში, სახელწოდებით "Love Again", Samsung Beat ფესტივალისათვის [4][5]. ლი მინ იონგი, სოლო შემსრულებელი და ამერიკაში დიდი ხნის სტაჟიორი, ასევე გამოჩნდა მუსიკალურ ვიდეოში და შეუერთდა ჯგუფს მათი სამხრეთ კორეული დებიუტისათვის, 2010 წლის აპრილში. [6][7]
2010-2011: დებიუტი, A Class და ჩინური დებიუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Miss A-მ სამხრეთ კორეაში დებიუტი ოთხკაციან ჯგუფად, 1 ივლისს შეასრულა სიმღერით "Bad Girl Good Girl". სიმღერა აღებულია მათი სადებიუტო სინგლის ალბომიდან "Bad but Good". [8] Miss A-მ მიიღო პირველი ადგილი KBS-ის Music Bank-ში, რითიც გახდა ყველაზე სწრაფი გოგონათა ჯგუფი, რომელმაც მუსიკალურ შოუში მიიღო #1 ადგილი.
ჯგუფმა ასევე მიიღო პირველი ადგილი პროგრამა Inkigayo SBS-ში. 2010 წლის 1 აგვისტოს Miss A-მ მიიღო პირველი "Mutizen"-ის ჯილდო Mnet-ის M Countdown-ში [9]. სიმღერა ოთხი კვირის განმავლობაში იყო ნომერ პირველი, მოხსნა Girls' Generation-ის წინა რეკორდი. [10][11]
ჯგუფმა მოგვიანებით, 26 სექტემბერს, მეორე სინგლის ალბომი, "Step Up" გამოუშვა. ჯგუფმა "Breathe" გამოაქვეყნა როგორც სინგლი ამ ალბომისთვის, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა მათი სადებიუტო EP-ისგან [12] The first performance was on M! Countdown on October 7.[13]. პირველი წარმოდგენა შედგა M! Countdown-ზე, 7 ოქტომბერს. ჯგუფმა მიიღო პირველი ადგილი M! Countdown-ზე ოქტომბრის ბოლო კვირაში. [14]
2011 წლის მაისში Miss A-მ გამოუშვა "Love Alone", სინგლი, მათი გამოუქვეყნებელი ალბომიდან-A Class. "Love Alone" გამოიყენეს სარეკლამო სიმღერად იუნა კიმის ყინულის შოუსთვის, ხოლო ჯგუფმა სიმღერა შეასრულა "All That Skate Spring 2011"-ის გახსნაზე. [15][16][17]
Miss A-მ გამოაცხადა დაბრუნება მათი პირველი სრული ალბომით, სახელწოდებით-A Class, რომელიც გამოვიდა ციფრული სახით, 2011 წლის 18 ივლისს. A Class შედგება ადრე გამოცემული ჰიტების და ოთხი ახალი სიმღერის მიქსისგან, მათ შორის სინგლის "Good Bye Baby". ალბომს აქვს 13 სიმღერა. ჯგუფმა "Good Bye Baby"-ს პოპულარიზაცია 2011 წლის 21 ივლისს გაუწია, M.net-ის M! Countdown-ზე, შემდეგ KBS's Music Bank-ზე, MBC's Show! Music Core-სა, და SBS's Inkigayo-ზე. მომდევნო კვირას შოუებიდან ყველა ჯილდო აიღეს. [18][19][20][21][22]
იმავე წლის 30 სექტემბერს, Miss A-მ ჩინეთში დებიუტი შეასრულა თავისი პირველი სრული ალბომის სპეციალური გამოცემით, რომელიც შეიცავდა დისკს მუსიკალური ვიდეოებით, ასევე ჩინური ვერსიების "Bad Girl Good Girl", "Breathe", "Good Bye Baby" და "Love Again"-ს . ჩინური ალბომის გამოცემის შემდეგ, ჯგუფმა დაიკავა მე-3 ადგილი ტაივანის G-Music Chart-ში. [23][24]
2012: Touch და Independent Women Part III
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Miss A-მ ჯგუფის კორეაში დაბრუნება გამოაცხადა EP-ით, სახელწოდებით "Touch", რომელიც გამოვიდა 2012 წლის 20 თებერვალს. 2012 წლის 19 თებერვალს, მუსიკალური ვიდეო ატვირთეს YouTube-ზე Miss A-ის ოფიციალური არხის საშუალებით და ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა მიიღეს.[25]
Touch, როგორც სიმღერა, ისე ალბომი, გაონ ჩარტში ციფრული სინგლებისა და ფიზიკური ალბომების რეიტინგში, თებერვლის ბოლოს მე-2 ადგილზე გავიდა. [26][27]
Miss A-მ Touch-ის პრომოცია დაიწყო 23 თებერვალს, Mnet-ის M Countdown-ზე და სხვა მუსიკალურ შოუებში. 29 თებერვალს, ჯგუფმა გაიმარჯვა ჩემპიონის სიმღერაში MBC M-ის შოუ ჩემპიონატში სიმღერით, "Touch". 1 მარტს, "Touch"-მა მიაღწია პირველ ადგილს, M.net M! Countdown-ზე. 4 მარტს მოიგეს Mutizen SBS-ის Inkigayo-ში. 7 მარტს Miss A-მ გაიმარჯვა jTBC Music On Top-ში. [28][29][30][31]
22 მარტს, პოპულარულმა ჩინურმა ვიდეო საიტმა YinYueTai, გამოაქვეყნა Miss A-ს ჩინური მუსიკალური ვიდეო "Touch"-ისთვის. 23 მარტს ჯგუფმა გამოუშვა "Touch"-ის ალბომის ჩინური ვერსია ჰონგ-კონგსა და ტაივანში. ეს ალბომი შეიცავს "Touch"-ის კორეულ და ჩინურ ვერსიას, ასევე მუსიკალურ ვიდეოებს DVD ვერსიის ფარგლებში. გამოცემის შემდეგ, "Touch" დაუყოვნებლივ მოხვდა ჩინეთის ონლაინ ჩარტებში. [32][33][34]
ჯგუფმა ალბომის პოპულარიზაცია დაასრულა "Over U"-ს შესრულებით თითოეულ მუსიკალურ პროგრამაში, მათი ბოლო კვირის განმავლობაში.
2012 წლის 8 ოქტომბერს Miss A-მ გამოაცხადა, რომ ისინი ბრუნდებოდნენ მეხუთე ალბომით, სახელწოდებით "Independent Women Part III". ხუთსიმღერიანი მინი-ალბომი გამოვიდა 15 ოქტომბერს. 16 ოქტომბერს, ჯგუფს მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი გრაფიკი კი მხოლოდ რამდენიმე საათის დაგვიანებით განაგრძეს. [35] მათ დაიწყეს წამყვანი სინგლის გავრცელება სახელით, "I Don't Need A Man", 18 ოქტომბერს. "I Don't Need a Man" ასევე შევიდა Miss A-ის შემდეგ ალბომში, სახელწოდებით "Hush".
2013-2017: Hush, Colors, საბოლოო აქტივობები და დაშლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2013 წლის 29 ოქტომბერს Miss A-მ გამოუშვა მათი მეორე სტუდიური ალბომი "Hush". [36]
Miss A-მ გაავრცელა მათი EP, "Colors", 2015 წლის 30 მარტს. [37] ამას თან ახლდა ონლაინ რეალითი სერიალი, Real Miss A. [38] მუსიკალურმა ვიდეომ, წამყვანი სინგლისთვის, "Only You", YouTube-ზე 24 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა. [39] "Colors"-ის აქტივობების დასრულების შემდეგ, Miss A-მ უვადოდ შეწყვიტა აქტიურობა. 2016 წლის მაისში ჯიამ დატოვა ჯგუფი; მენეჯმენტის თქმით, სხვა წევრები იმ დროს სოლო საქმიანობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. [40] 2017 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინმა ასევე დატოვა ჯგუფი, რადგან მისი კონტრაქტი JYP Entertainment-თან დასრულდა. [41]
2017 წლის 27 დეკემბერს JYP Entertainment-მა დაადასტურა, რომ ჯგუფი დაიშალა. [42][43]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tamar Herman (July 12, 2017). „10 Best K-Pop Girl Groups of the Past Decade: Critic's Picks“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2017. ციტირების თარიღი: April 13, 2019.
- ↑ „Chinese Wonder Girls show off their dance skills“. 6Theory Media, LLC. January 22, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2013. ციტირების თარიღი: November 6, 2013.
- ↑ 미쓰에이 "한국은 좁다. 한계는 없다"[인터뷰] [Miss A "Korea is small, there is no limit" [Interview]]. Star Today (კორეული). July 17, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2013. ციტირების თარიღი: November 6, 2013 – წარმოდგენილია Daum-ის მიერ.
- ↑ „More pre-debut footage of miss A uncovered“. 6Theory Media, LLC. July 2, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 19, 2012.
- ↑ Lee, Jeong-Ah (June 29, 2010). 미쓰에이, 홈페이지-유튜브 공식채널 오픈 [Miss A, Homepage-Official Youtube Channel Open] (კორეული). OSEN. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 3, 2013. ციტირების თარიღი: November 6, 2013.
- ↑ ((motoway065)). (June 24, 2010) JYP's New 4-Member Girl Group, miss A Set to Debut Early July. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2018. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ „아시아의 A클래스로 성장할 네 미녀, 미스 에이“ [Four Beauties to grow up to the A class of Asia, Miss A] (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 6, 2013.
- ↑ 길, 혜성 (July 5, 2010). „'신예' missA, 기존톱가수들 제치고 음원 당당 1위“ ['New Talent' miss A, Passes Standard Top Artists and Proudly Number 1 in music list] (კორეული). STARNEWS. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2014. ციტირების თარიღი: November 6, 2013.
- ↑ „miss A wins #1 on M! Countdown + other performances“. 6Theory Media, LLC. July 28, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 14, 2013. ციტირების თარიღი: November 8, 2013.
- ↑ 이, 정아 (August 3, 2010). 미쓰에이, 소녀시대 4주 연속 1위 기록 따라잡아 [Miss A, Catch Up to the Girl's Generation Record of 4 Straight Weeks of Being Number 1] (კორეული). OSEN. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2014. ციტირების თარიღი: November 6, 2013.
- ↑ 세븐 '베터 투게더' 도시락차트 8월 1주차 1위 [Seven 'Better Together' Doserak Chart First Place on the First Week of August] (კორეული). Newsen. September 8, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2014. ციტირების თარიღი: November 6, 2013.
- ↑ „miss A transforms into reggae dolls for their comeback“. 6Theory Media, LLC. September 27, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2013. ციტირების თარიღი: November 7, 2013.
- ↑ „miss A reveals "Breathe" MV“. 6Theory Media, LLC. September 27, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2013. ციტირების თარიღი: November 7, 2013.
- ↑ „miss A wins M! Countdown + other performances!“. 6Theory Media, LLC. October 21, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2014. ციტირების თარიღი: November 8, 2013.
- ↑ Han, Jun-ho. (2011-05-10) miss A, 세계적인 피겨퀸 김연아 만난다 ko. ციტირების თარიღი: 2021-06-11
- ↑ Oneasiaa - Adult Asia - Learn how to be erotically touched and return the pleasure. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ (ko) miss A "Love Alone" M/V. Miss A. May 11, 2011. https://www.youtube.com/watch?v=dBR0oEUIoGI.
- ↑ Hwang, Yerin. (2011-07-18) [VOD '컴백' 미스에이, 'Good-bye Baby' 음원-뮤비 공개…'차트 올킬'] ko. ციტირების თარიღი: 2021-06-11
- ↑ Lee, Mina. (2011-07-26) 미쓰에이 '굿 바이 베이비' 인기몰이 … 음원차트 1위 ko. ციტირების თარიღი: 2021-06-11
- ↑ miss A wins #1 on M! Countdown + other performances. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A wins Music Bank K-Chart on comeback + other performances. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A wins Inkigayo Mutizen + other performances. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A makes their Chinese debut!. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A tops Taiwanese charts with "Good Bye Baby". ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A's 'Touch' MV records over 1 million views on YouTube. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A snags an all-kill on music charts with 'Touch'. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ Gaon Chart releases chart rankings for the 4th week of February. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A's "Touch" crowned 'Champion Song' on MBC Music's 'Show Champion'. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A wins #1! + Performances from March 1st's 'M! Countdown'. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A wins 'Inkigayo' mutizen + Performances from March 4th!. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A claims victory + Performances from March 7th's 'Music on Top'. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A reveals Chinese MV for "Touch". ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ jbarky. (March 23, 2012) miss A to Release Chinese Version of "Touch" Album. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2016. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ J. Lee. (March 28, 2012) miss A's Chinese "Touch" Tops Hong Kong and Taiwanese Online Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2016. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ miss A involved in minor car accident. ციტირების თარიღი: September 12, 2016
- ↑ Park, Si-soo. (2013-11-10) miss A lures China with 'Hush' en. ციტირების თარიღი: 2021-06-11
- ↑ „miss A to return with new album 'Colors' on 3/30“. March 18, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2015. ციტირების თარიღი: March 18, 2015.
- ↑ „miss A 공식 Fan's 오픈! miss A Official Fan's Open!“. March 17, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: March 18, 2015.
- ↑ Lim Jeong-yeo. (June 5, 2015) Miss A 'Only You' MV view count surpasses 20 million. K-Pop Herald. ციტირების თარიღი: July 11, 2015
- ↑ Gil Hye-jeong. (May 20, 2016) 미쓰에이 지아, JYP와 전속계약 종료 '따로 활동' ko. Star News. ციტირების თარიღი: May 20, 2016
- ↑ Tamar Herman (November 9, 2017). „Miss A's Future Unknown as Min Leaves JYP Entertainment“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 1, 2019. ციტირების თარიღი: November 9, 2017.
- ↑ JYP confirms MissA's disbandment. Kpop Herald (December 27, 2017). ციტირების თარიღი: December 27, 2017
- ↑ missA disbands after seven years. Yonhap News Agency (December 27, 2017). ციტირების თარიღი: December 27, 2017