Microsoft Paint

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Microsoft Paint
Paint Windows 8 icon.png
Paint.PNG
Microsoft Paint Windows 10 Creators Update-ზე
მწარმოებელი კორპორაცია Microsoft
ოს Microsoft Windows
ჟანრი ტექსტის რედაქტორი
ლიცენზია დაპატენტებული EULA
საიტი Microsoft Paint

Microsoft Paint — ოპერაციულ სისტემა Windows-ში ჩაშენებული პროგრამა, რომელშიც შესაძლებელია უბრალო, ან რთული ნახატების შექმნა. ეს ნახატები შესაძლებელია იყოს შავ-თეთრი ან ფერადი. შესაძლებელია ამობეჭდოთ თქვენი ნახატი, ან დასვათ იგი თქვენს დესკტოპზე(სამუშაო მაგიდაზე), ან ჩააკოპიროთ სხვა დოკუმენტში. Paint-ის გამოყენება შესაძლებელია დასკანირებული ფოტოების სანახავად და დასარედაქტირებლად.

პროგრამის ინტერფეისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფანჯრის მარცხენა კიდეში მდებარეობს ხატვის იარაღების პანელი, მის ქვემოთ — ხაზვის ტიპის ჩარჩო. ფანჯრის ქვედა ნაწილი უკავია ფერთა პალიტრის პანელს (ინტერფეისის განლაგება დამოკიდებულია Windows-ის ვერსიაზე).

ხატვის იარაღის პანელი შედგება გამოსახულებასთან სამუშაო შემდეგი ინსტრუმენტებისაგან: ფანქარი, ფუნჯი, სწორი ხაზი, მრუდი და რკალი, მართკუთხედი, მომრგვალებული მართკუთხედი, მრავალკუთხედი, წრიული ფიგურა, აეროზოლის ბალონი, საშლელი, საღებავის ქილა, პიპეტი, მასშტაბი, ნახატში ტექსტის ჩასმა, მართკუთხა და ფიგირული მონიშვნები.

Paint-ში შესაძლებელია მუშაობა შემდეგი გაფართოების ფაილებთან: .gif, .jpg, .tif, .png და .bmp.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microsoft_Paint&oldid=3383966“-დან