Microsoft Forefront Threat Management Gateway

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Microsoft Forefront Threat Management Gateway (Forefront TMG; ძველი სახელი: Microsoft Internet Security and Acceleration Server (ISA Server)) — ქსელური როუტერი, ქსელთაშორისი ეკრანი, ანტივირუსილი პროგრამა, VPN-სერვერი და ვებ-კეში, რომელიც შემუშავებულია Microsoft-ის მიერ. TMG მუშაობს Windows Server-ზე და ასრულებს მასში გამავალი სრული ქსელური ტრაფიკის ინსპექტირებას.[1] გამოიყენება გარე შეტევისაგან ქსელის დასაცავად, ასევე ინტერნეტ-ტრაფიკის კონტროლისათვის.

შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft Forefront TMG რიგ შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მათ შორის:

  1. მარშროტიზაციის და გარე წვდომის შესაძლებლობები: Microsoft Forefront TMG შეიძლება მუშაობდეს როუტერის (მარშრუტიზატორის) სახით, ასევე ინტერნეტ-შლუზის, ვირტუალური კერძო ქსელის სერვერის (VPN), NAT-სერვერის და პროქსი-სერვერის სახით.
  2. უსაფრთხოების შესაძლებლობები: Microsoft Forefront TMG არის ფაიერვოლი, რომელსაც შეუძლია ტრაფიკის შემოწმება (მათ შორის, ვებ-კონტენტი, დაცული ვებ-კონტენტი, ელექტრონული ფოსტის წერილები) და გაფილტროს მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, უსაფრთხოების მოწყვლადობების გამოყენების მცდელობები, და კონტენტი, რომელიც არ არის შესაბამოსობაში წინასწარ განსაღვრულ უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ტექნიკური კუთხით, Microsoft Forefront TMG უზრუნველყოფს აპლიკაციის დონის დაცვას, ფილტრაციას მდგომარეობის კონტროლით, კონტენტის ფილტრაციას, მავნე პროგრამული უზრუნველყოფისაგან დაცვას.
  3. ქსელის წარმადობის შესაძლებლობები: Microsoft Forefront TMG იძლევა ქსელის წარმადობის გაუმჯობესების შესაძლებლობას: მას შეუძ₾ია ვებ-ტრაფიკის შეკუმშვა კომუნიკაციის სიჩქარის გასაზღდელად. ასევე, TMG უზრუნველყოფს ვებ-კეშირებას: შეუძლია მოახდინოს ხშირად წვდომადი ვებ-კონტენტის კეშირება, ამგვარად მომხმარებელი შეძლებს მათთან წვდომას უფრო სწრაფად, ლოკალური ქსელური კეშიდან. Microsoft Forefront TMG 2010 ვერსიაში შესაძლებელია ასევე BITS-სერვისით მიღებული მონაცემების კეშირება, მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე Microsoft Updates.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft Proxy Server[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISA Server 2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISA Server 2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISA Server 2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft Forefront TMG MBE[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft Forefront TMG 2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forefront TMG Overview. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14.03.2021. ციტირების თარიღი: 14.03.2021