Met Gala
| Met Gala | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | აქტიური |
| სიხშირე | ყოველწლიური, მაისის პირველი ორშაბათი |
| ადგილმდებარეობა | მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, მანჰეტენი |
| ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
| აქტიურობის წლები | 1948-დღემდე[1] |
| დამფუძნებელი | ელეონორ ლამბერტი |
| წინა ღონისძიება | 6 მაისი, 2024 წელი |
| შემდეგი ღონისძიება | 5 მაისი, 2025 წელი |
| ორგანიზატორი/ები | Vogue |
| საიტი | The Costume Institute |
| გალა დაარსდა 1946 წელს, ხოლო პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა 1948 წელს.[2] | |
Met Gala ( ინგლ. Costume Institute Benefit ) — ყოველწლიური მაღალი მოდის საქველმოქმედო ფესტივალი, რომელიც იმართება მანჰეტენზე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიში. Met Gala მიიჩნევა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ მოდის ღონისძიებად. დამსწრეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი თავი მოდის საშუალებით. სამოსი, რომელიც წარმოდგენილია ღონისძიებაზე, ინსპირირებულია საღამოს თემატიკით. ღონისძიება ცნობილია როგორც „მოდის უდიდესი ღამე",[3][4] როცა „მაღალი მოდა კვეთს ისტორიას უმაღლესი კულტურული მომენტის შესაქმნელად - ყველაფერი ხელოვნების სახელით";[5]
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. Met Gala-ზე წარმოდგენილია ისეთი პიროვნებები, რომლებიც აღიქმებიან კულტურულად მნიშვნელოვან პიროვნებებად თანამედროვე საზოგადოებაში. მიწვეული სტუმრები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდა, კინო, ტელევიზია, მუსიკა, თეატრი, ბიზნესი, სპორტი, სოციალური მედია და პოლიტიკა.[6] აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს მოდის ჟურნალი Vogue.
ერთი ბილეთის შესვლის ფასი 2024 წელს 75,000 აშშ დოლარამდე გაიზარდა, 2023 წელს კი იყო 50,000 დოლარი.[7][8]
Met Gala იმართება ყოველწლიურად მაისის პირველ ორშაბათს. [9] აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სპეციფიკური თემა წინასწარ იგეგმება. სტუმრები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ თემატიკა და ისე შეარჩიონ კოსტიუმები.
1995 წლიდან დღემდე Met Gala-ს ორგანიზების საკითხებს ხელმძღვანელობს Vogue-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ვინტური. ამჟამად Met Gala სულ უფრო გლობალური და მრავალფეროვანი ხდება თავისი პერსპექტივითა და მასშტაბურობით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Met Gala დაარსდა 1948 წელს მოდის პიარ-სპეციალისტ ელეონორ ლამბერტის მიერ, რათა ახლად დაარსებულ კოსტიუმების ინსტიტუტს დახამრებოდა განვითარებაში. მე-20 საუკუნეშიც ყოველწლიურად აღინიშნებოდა Met Gala იმ დღეს, როცა პირველად გაიხსნა კოსტიუმების ინსტიტუტი ნიუ-იორკში. პირველი Met Gala შედგებოდა მხოლოდ სადილისგან და ბილეთები ღირდა 50 დოლარი.[10] არსებობის პირველი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში Met Gala იყო უბრალოდ ერთ-ერთი მრავალი ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიება ნიუ-იორკის დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, დამსწრეები თითქმის მთლიანად შედგებოდნენ ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების წევრებისა და ქალაქის მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან. 1948-დან 1971 წლამდე ღონისძიება ტარდებოდა მანჰეტენის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის ცენტრალურ პარკსა და რეინბოუ რუმში.[11]
მას შემდეგ რაც 1972 წელს დაიანა ვრილენდი კოსტიუმების ინსტიტუტის კონსულტანტი გახდა, Met Gala მეტად გლობალურ და გლამურულ ღონისძიებად იქცა, თუმცა ის კვლავ მიმართული იყო ნიუ-იორკის ადგილობრივი მაღალი საზოგადოების წრეებზე.[12] თანდათან ღონისძიებამ მასშტაბური ხდებოდა, რადგან ესწრებოდნენ ისეთი ცნობადი პირები, როგორებიც იყვნენ: ელიზაბეთ ტეილორი, ენდი უორჰოლი, ბიანკა ჯაგერი, დაიანა როსი, ელტონ ჯონი, ლაიზა მინელი, მადონა, ბარბრა სტრეიზანდი და შერი. აღსანიშნავია, რომ სწორედ დაიანა ვრილენდის ხელმძღვანელობის დროს ჩატარდა ღინისძიება მეტროპოლიტენის მუზეუმში. Met Gala-ს თემატური გაფორმებაც ამავე პერიოდსა და პიროვნებას ეკუთვნის.[11]
Met Gala მას შემდეგ განვითარდა. ის მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ, გლამურულ და ექსკლუზიურ საზოგადოებრივ ღონისძიებად. ის ასევე ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო ღონისძიებაა ნიუ-იორკში. 2013 წელს Met Gala-ს მეშვეობით 9 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, მომდევნო წელს 12 მილიონი, ხოლო 2022 წლისთვის რეკორდული 17.4 მილიონი.[13][14][15][16] ჯამურმა შემოწირულობებმა პირველად გადააჭარბა 200 მილიონ დოლარს 2019 წლის ღონისძიების შემდეგ.
1948 წლიდან Met Gala ყოველწლიურად თანმიმდევრობით იმართებოდა, გარდა 1957, 2000 და 2002 წლებისა. 2020 წლის მეტ გალა გაუქმდა COVID-19 პანდემიის გამო. Met Gala განახლდა 2021 წელს, მაგრამ ჩატარდა სექტემბერში, მაისის ნაცვლად. [17] 2022 წელს ღინისძიება დაუბრუნდა ტრადიციულ მაისის ცერემონიას.[18]
თანამედროვე პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Met Gala გლობალურად ცნობილი მაღალი მოდის საქველმოქმედო სანახაობაა, რომლის დროსაც შექმნილი კოსტიუმები რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი რჩება საგამოფენო დარბაზში.[19] მაგალითად, 2014 წლის გამოფენა გაგრძელდა 8 მაისიდან 10 აგვისტომდე.[20]
ანა ვინტური, Vogue-ის მთავარი რედაქტორი და Met Gala ღონისძიების წამყვანი თავმჯდომარე 1995 წლიდან (1996 და 1998 წლების გარდა), ზედამხედველობს როგორც საქველმოქმედო კომიტეტს, ასევე სტუმრების სიას, Vogue-ის თანამშრომლების დახმარებით, რომლებიც ეხმარებიან მოწვეულთა სიის შედგენაში. [9][21] [22] ღონისძიებაზე დამსწრეთა რიცხვი შეზღუდულია. Met Gala-ზე მოწვეული სტუმრების რაოდენობა 650-700 ადამიანით განისაზღვრება.[23][21][24]
2020 წლიდან Met Gala ორგანიზატორებმა დაიწყეს ინფლუენსერების მოწვევაც.[25]
თემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოფენას ყოველ წელს ენიჭება კონკრეტული თემა, რომელსაც სტუმრები უნდა მიჰყვნენ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო.[26] ღონისძიება მოიცავს კოქტეილის საათსა და ოფიციალურ სადილს.[27] კოქტეილის საათის განმავლობაში, სტუმრები წითელ ხალიჩაზე გადიან, ათვალიერებენ წლის სპეციალურ თემატურ გამოფენას, ხოლო შემდეგ იკავებენ ადგილებს წვეულებამდე. წვეულებაზე წარმოდგენილია ცნობილი შემსრულებლების გამორჩეული გამოსვლები.[28]
თემა განსაზღვრავს არა მხოლოდ გამოფენის ტონს, არამედ სტუმრების ვიზუალსაც. ისინი ცდილობენ, ჩაიცვან ყოველწლიური თემის შესაბამისად, რაც ხშირად იწვევს მოდაში კონკრეტული თემების პოპულარიზაციას.[29][30]
2025 წლის Met Gala ფოკუსირებულია შავკანიან დენდიზმზე.[31]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hardie, Beth (May 7, 2018). „What is the Met Gala 2018 theme – and what it means“. Mirror (UK). ციტირების თარიღი: August 22, 2018.
- ↑ Ward, Maria (May 7, 2018). „What Is the Met Gala? Everything You Need to Know“. Vogue (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 22, 2018.
- ↑ Ali Bauman. (May 1, 2023) Met Gala 2023: Fashion's biggest night honors Karl Lagerfeld. CBS News. ციტირების თარიღი: November 26, 2023
- ↑ Met Gala 2024: How to Watch Fashion's Biggest Night. Glamour (April 29, 2024). ციტირების თარიღი: April 30, 2024
- ↑ Kate Hassett. (April 29, 2025) Who Made It Onto The Met Gala 2025 Guest List?. Marie Claire Australia. ციტირების თარიღი: April 29, 2025
- ↑ Annie Brown (May 5, 2019). „How the Met Gala became the 'fashion Oscars'“. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: May 4, 2022.
- ↑ Vanessa Friedman (April 24, 2024). „Everything You Need to Know About the 2024 Met Gala“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 24, 2024.
- ↑ Shanghai and New York--Similar, But Different. China.org. ციტატა: „It's not without ample reason that many refer to New York City (NYC) as the financial capital of the world...As Shanghai continues to grow and become a center for business in the Far East, New York will remain the financial capital of the world.“ ციტირების თარიღი: April 24, 2024
- ↑ 9.0 9.1 The Costume Institute | The Metropolitan Museum of Art. ციტირების თარიღი: May 17, 2016
- ↑ Chilton, Nancy. (April 30, 2018) The Met Gala: From Midnight Suppers to Superheroes and Rihanna. ციტირების თარიღი: January 3, 2019
- ↑ 11.0 11.1 „A Look Back At The Met Gala's History And Decor Throughout The Years | Architectural Digest“. Architectural Digest (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 2, 2018. ციტირების თარიღი: December 1, 2018.
- ↑ „The Met Ball Was So Much Better Before All the Celebrities Showed Up“. Town & Country (ინგლისური). May 3, 2018. ციტირების თარიღი: December 1, 2018.
- ↑ YouTube.
- ↑ Bourne, Leah. (May 5, 2011) Everything You Ever Wanted to Know About the Met Gala (But Were Too Afraid To Ask). NBC New York. ციტირების თარიღი: May 2, 2014
- ↑ Anna Wintour 'Wants More Exclusivity' at the Met Ball – The Cut. Nymag.com (April 16, 2014). ციტირების თარიღი: May 2, 2014
- ↑ Kramer, Peter. (May 4, 2010) Top social ticket: NYC's Costume Institute gala. USA Today. ციტირების თარიღი: May 4, 2011
- ↑ Met Gala 2021: Date, Theme and Seating Chart for This Year's Event (September 10, 2021). ციტირების თარიღი: September 17, 2021
- ↑ New Footage from Kim Kardashian's Met Gala Fitting Reveals That She Had to Wear a Coat on the Red Carpet Because It Was Literally Impossible to Zip the Dress over Her Butt (May 4, 2022). ციტირების თარიღი: May 4, 2022
- ↑ Whitworth, Melissa. (April 28, 2011) Countdown to the Met Ball 2011. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: May 4, 2011
- ↑ Charles James: Beyond Fashion: May 8 – August 10, 2014. Metropolitan Museum of Art. ციტირების თარიღი: May 24, 2014
- ↑ 21.0 21.1 The Charity Ball Game. New York (May 21, 2005). ციტირების თარიღი: May 4, 2011
- ↑ The Costume Institute (May 17, 2024).
- ↑ Staff, AOL. You can't afford to go to the Met Gala and you probably wouldn't get in even if you could.
- ↑ Gurfein, Laura. (April 17, 2014) Anna Wintour Raised Met Ball Ticket Prices, Wants 'Exclusivity' – That's a Spicy Met Ball! – Racked NY. Ny.racked.com. ციტირების თარიღი: May 2, 2014
- ↑ TikTok Didn't Take over the Met Gala, but These Influencers Did Show up (September 14, 2021).
- ↑ How the Met Gala theme is decided each year. Condé Nast (May 3, 2018). ციტირების თარიღი: 20 March 2022
- ↑ Levine, Joshua. (March 24, 2011) Anna Wintour's Brand Anna - WSJ.com. Online.wsj.com. ციტირების თარიღი: May 2, 2014
- ↑ „The Wild Bunch“. Vogue: 110–32. July 2009.
- ↑ „Revel, Revel“. Vogue: 116–50. July 2011.
- ↑ Hyland, Veronique. (May 1, 2014) Men Are Freaking Out About What to Wear to the Met Ball. New York. ციტირების თარიღი: May 23, 2014
- ↑ Moorman, Taijuan. „What is the 2025 Met Gala theme? Explaining Black dandyism“. USA TODAY. ციტირების თარიღი: 4 May 2025.
