Megan Thee Stallion
| Megan Thee Stallion | |
|---|---|
| მეგან ჯოვონ რუტ პუტი | |
|
2019 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| აგრეთვე ცნობილი როგორც | Tina Snow, Meg Thee Stallion, Hot Girl Meg, Hot Girl Coach |
| დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1995 |
| დაბ. ადგილი | ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
| ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
| საქმიანობა | მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი |
| აქტიური | 2016–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | 1501 Certified, 300 |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | megantheestallion.com |
| Megan Thee Stallion ვიკისაწყობში | |
მეგან ჯოვონ რუტ პუტი[1] (დ. 15 იანვარი, 1995), [2] ცნობილი სასცენო სახელით Megan Thee Stallion — ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საკუთარი Freestyle-ით. 2020 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Good News“.
პუტმა რეპების წერა 16 წლის ასაკში დაიწყო.[3] ამავე პერიოდში მან უთხრა დედამისს, რომ რეპერობა სურდა. დედამ უთხრა რომ მოეცადა მანამ სანამ 21 წელი შეუსრულდებოდა.[4] დედამისმა ასევე შეიფასა მისი სიმღერის ტექსტები და უთხრა მას რომ მისი ასაკისთვის ისინი ძალიან სექსუალური ხასიათის იყო.[5]
2020 წელს გამოსული მისი სინგლი „Savage“ გახდა ვირუსულად პოპულარული სოციალურ ქსელ TikTok-ში და მოხვდა Billboard Hot 100 ჩარტში, Beyoncé-სთან ერთად რემიქსის გამოშვების შემდეგ. ამავე წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი „Good News“.
მას მოგებული აქვს ორი BET-ის ჯილდო, ორი BET-ის ჰიპ-ჰოპის ჯილდო MTV Video-ს მუსიკალური ჯილდო. ჯამში ნომინირებული იქნა 90 ჯილდოზე, რომელთაგანაც 23-ის მოგება მოახერხა.
2020 წლის 15 ივლისს, მას ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან და მოუწია ქირურგიული ჩარევა ტყვიების ამოსაღებად.[6] მან მოახერხა საბოლოოდ გამოჯანმრთელება.[6] სროლისთვის დაკავებული იქნა კანადელი რეპერი Tory Lanez.
2020 წლის აგვისტოს გამოუშვა სიმღერა „WAP“ Cardi B-სთან ერთად.
მეგანს გამოშვებული აქვს 1 სტუდიური ალბომი, 35 სინგლი და 3 მიქსტეიპი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სახელი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 2019 | Jimmy Kimmel Live! | სტუმარი | ეპიზოდი: „ტრეისი მორგანი/გვენ სტეფანი/Megan Thee Stallion“ |
| 2020 | შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში | სტუმარი | ეპიზოდი: „კრის როკი/Megan Thee Stallion" |
| Good Girls | ონიქსი | ეპიზოდი: „ნანა“ |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ogunnaike, Lola. (April 6, 2020) Megan Thee Stallion Is Just Warming Up. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2020. ციტირების თარიღი: June 27, 2020
- ↑ Megan Jovon Ruth Pete: Born 15 Feb 1995 in Bexar, Texas | Texas Birth Index. ციტირების თარიღი: January 10, 2020
- ↑ Seabrook, Robby III (October 24, 2018). „The Break Presents: Megan Thee Stallion“. XXL. XXL Mag. ISSN 1093-0647. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2018. ციტირების თარიღი: November 27, 2018.
- ↑ Riedy, Jack. NEXT: Megan Thee Stallion Is Taking Rappers To School (October 3, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2018. ციტირების თარიღი: November 27, 2018
- ↑ Gomez, Jade. (March 16, 2019) How Megan Thee Stallion Earned Her Confidence. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2020. ციტირების თარიღი: June 27, 2020
- 1 2 Megan Thee Stallion Says She's 'Incredibly Grateful to Be Alive' After Being Shot Multiple Times en (2020-07-15). ციტირების თარიღი: 2020-07-15