Mega (სერვისი)
| MEGA | |
|---|---|
პრივატულობის კომპანია (The Privacy Company) | |
| ავტორი | Kim Dotcom |
| მწარმოებელი | Mega Limited |
| გამოვიდა | 19 იანვარი, 2013 |
| პროგრამირების ენა | C++, JavaScript, Java, Objective-C |
| ოს | Microsoft Windows, OS X, Linux, iOS, Android, Windows Phone, BlackBerry, Kindle Fire |
| ენა | 49, მათ შორის ქართული
|
| სტატუსი | აქტიური |
| ჟანრი | Online backup service Cloud storage |
| ლიცენზია | Simplified BSD license (For the JavaScript, SDK source) |
| საიტი | mega.nz |
Mega, Ltd. (სტილიზებული დიდი ასოებით როგორც MEGA) — ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისი. ამ სერვისის ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია ფაილების Online backup-ი, ფაილების გაზიარება, და უსაფრთხოება. მისი საიტი გაეშვა 2013 წლის 19 იანვარს კიმ დოტკომის თაოსნობით მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური სერვერები მდებარეობს ახალ ზელანდიაში. ეს თარიღი სპეციალურად დაამთხვიეს Megaupload-ის, MEGA-ს წინამორბედის კონფისკაციის წლისთავს. MEGA-ს აგრეთვე აქვს მობილური აპლიკაცია Android-ისთვის, BlackBerry OS-ისთვისა და iOS-ისთვის.
MEGA ყველაზე მეტად ორ ფაქტორს უსვამს ხაზს. პირველია ის, რომ ჯერ კიდევ ატვირთვამდე ხდება ყველა ფაილის დაშიფვრა ჯავასკრიპტით[1]. მეორეა ის, რომ ყველა მომხმარებელს უფასოდ ეძლევა 50 გიგაბაიტის ოდენობის ღრუბლოვანი მეხსიერება[2]. ფასიანი პაკეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ტერაბაიტამდე მეხსიერების მიღება[3].
მეხსიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უფასო ანგარიში გულისხმობს მხოლოდ ერთ პაკეტს[2]:
- 50 GB მეხსიერება
ფასიანი ანგარიშის შემთხვევაში MEGA მომხმარებლებს სთავაზობს სამ Pro პაკეტს[3]:
- 500 GB მეხსიერება
- 2 TB მეხსიერება
- 4 TB მეხსიერება
შეზღუდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]MEGA-ს მიერ მოწოდებული ცნობის მიხედვით: „საიტი მუშაობს ყველა ძირითად ბრაუზერზე“, თუმცა შესაძლოა მოხდეს გარკვეული შეფერხებები, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს Google Chrome-ისა და Firefox-ის გარდა ნებისმიერ სხვა ბრაუზერს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://mega.co.nz/#help/security, უსაფრთხოება MEGA-ზე.
- 1 2 https://mega.co.nz/#help/account, სწრაფი, დაცული ღრუბლოვანი სივრცე 50 GB მეხსიერებით.
- 1 2 Pro პაკეტები, მაქსიმუმ 4 TB.