Maxwell's Silver Hammer

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Maxwell's Silver Hammer“
სიმღერა , შემსრულებელი ბითლზი
ალბომი Abbey Road
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 9–11 ივლისი, 6 აგვისტო 1969
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 3:27
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple Records
ავტორი ლენონი და მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Abbey Road სიმღერების სია

Maxwell's Silver Hammer — ჯგუფ ბითლზის სიმღერა 1969 წლის ალბომიდან „Abbey Road“. ავტორი და სოლისტი — პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.[1]

წარმოშობა[რედაქტირება]

სიმღერა დაწერილია 1968 წლის ოქტომბერში და თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Beatles, თუმცა დროის უკმარისობის გამო ჩანაფიქრი არ განხორციელდა. 3 თვის შემდეგ, 1969 წლის იანვარში, ტვიკენჰემის სტუდიაში Get Back-ის სესიების დროს ხელახლად ჩატარდა ამ სიმღერის რეპეტიციები, თუმცა იგი შემდეგი 6 თვის მანძილზე არ ჩაწერილა.

ჩაწერა[რედაქტირება]

სიმღერის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 9 ივლისს ები-როუდის სტუდიებში. ჯონ ლენონი, რომელიც 8 დღე იყო ჰოსპიტალიზირებული ავტოკატასტროფაში მოხვედრის გამო, დაუბრუნდა ჯგუფს თავის ცოლ იოკო ონოსთან ერთად, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა ავტოკატასტროფაში, ვიდრე თვით ლენონი. რითმული ჩანაწერის 16 ვერსია გაკეთდა, რომელთაც მოჰყვა გიტარის ჩანაწერების დაშრევების სერია. გამოუყენებელი მე-5 ვერსია შესულია ალბომში Anthology 3. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა დაადეს ვოკალის, ფორტეპიანოს, ჰემონდის ორღანის, გრდემლისა და გიტარის ხმოვანებები. სიმღერის ჩაწერა დასრულდა 6 აგვისტოს, როდესაც მაკ-კარტნიმ ჩაიწერა სოლო მუგის სინთეზატორზე.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]