Mattel Auto Race
| Mattel Auto Race | |
|---|---|
|
| |
| დეველოპერ(ებ)ი | Mattel |
| გამომცემელი | Mattel Electronics |
| პლატფორმ(ებ)ი | პორტატიული |
| გამოსვლის თარიღი | 1976 |
| ჟანრ(ებ)ი | სარბოლო თამაში |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
| დიზაინერ(ებ)ი | ჯორჯ ჯ. კლოზე |
| პროგრამისტ(ებ)ი | მარკ ლესერი |
Mattel Electronics Auto Race — პირველი პორტატიული ელექტრონული თამაში,[1] რომელიც მხოლოდ მყარსხეულიან ელექტრონიკას იყენებდა. შექმნა და გამოსცა კომპანია Mattel-მა 1976 წელს.[2] მას არ გააჩნდა მექანიკური ელემენტი, გარდა მართვის საშუალებებისა და ჩართვა/გამორთვის ღილაკისა.[3][4] თამაში იყენებდა კალკულატორებისთვის შექმნილ აპარატურას და ცხრა ვოლტიან ბატარეას. მოწყობილობაზე მანქანები წარმოდგენილი იყო წითელი LED ნათურების სახით ეკრანის მაგვარ სათამაშო ველზე, რომელიც კორპუსის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდა. აუდიო შედგებოდა სიგნალებისგან. მოწყობილობის დიზაინერმა ჯორჯ ჯ. კლოზემ თამაში 1970-იანი წლების სარბოლო არკადული ვიდეო თამაშების მიხედვით დააპროექტა, ხოლო მარკ ლესერმა არა მხოლოდ დაამატა აპარატურას რამდენიმე ფუნქცია, არამედ მანვე დაწერა 512 ბაიტიანი პროგრამული კოდიც. მოწყობილობის თავდაპირველი ფასი 24 აშშ დოლარი იყო.[5]
თამაშში მოთამაშე მართავს მანქანას სამზოლიან ტრასაზე, ხოლო ზოლებს შორის გადასვლა სპეციალური გადამრთველით ხორციელდება. მოწინააღმდეგე მანქანები მოთამაშისკენ ვერტიკალური მიმართულებით მოძრაობენ, მოთამაშემ კი, თავი უნდა აარიდოს მათ. მეორე კონტროლით ხორციელდება სიჩქარეების გადართვა 1-დან 4-მდე.
Auto Race-ს შემდეგ Mattel-მა გამოუშვა სხვა წარმატებული პორტატიული სპორტული თამაშები, მათ შორის „Football“[6] და „Baseball“, რომლებიც ასევე ლესერმა დააპროგრამა.[7] Auto Race-ის დიზაინი გამოყენებულ იქნა სხვა პორტატიულ მოწყობილობებში, მათ შორის „Missile Attack“ (1976) და „Ski Slalom“ (1980). საბჭოთა კავშირში გამოდიოდა Auto Race-ის კლონები სახელწოდებით Elektronika IER-01.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mattel Auto Race — Google Arts & Culture
- Mattel Auto Race — LaunchBox Games Database
- თამაშის გეიმპლეის ვიდეო Youtube-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mattel Auto Race, the First Hand-Held Entirely Digital Electronic Game ინგლისური. historyofinformation.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი, 2025. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2025.
- ↑ Eric Caoili. Feature: A History of Gaming Platforms: Mattel Intellivision en. ციტირების თარიღი: 2019-02-10.
- ↑ Demaria, Rusel; Wilson, Johnny L. (2002) High Score! The Illustrated History of Video games. McGraw-Hill, გვ. 30. ISBN 978-0-07-222428-3.
- ↑ Loguidice, Bill; Barton, Matt. A History of Gaming Platforms: Mattel Intellivision. Gamasutra (August 15, 2008). ციტირების თარიღი: July 16, 2016
- ↑ Mattel Newspaper Publicity. Reading Eagle (November 6, 1977). ციტირების თარიღი: July 17, 2016.
- ↑ Douglas D. Armstrong. (May 29, 1978) Football Calculator Scoring Well. The Milwaukee Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 22, 2016. ციტირების თარიღი: July 17, 2016.
- ↑ Hague, James. The Giant List of Classic GameProgrammers.
- ↑ Электронная игра "Электроника ИЭР 01 Автогонки" - Страница 2.
| ||||||||||||||||||||