მასტერსი (სნუკერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Masters (სნუკერი))
Jump to navigation Jump to search
მასტერსი
ტურნირის ინფორმაცია
ჩატარების ადგილი Alexandra Palace
მდებარეობა ლონდონი
ქვეყანა ინგლისი
თარიღი 1975—დღემდე
ორგანიზაცია პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო ასოციაცია
ფორმატი არარეიტინგული
საპრიზო ფონდი £ 600,000[1]
მიმდინარე ჩემპიონი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი

მასტერსი (ინგლ. The Masters) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ითვლება ყველაზე პრესტიჟულ არარეიტინგულ ტურნირად და ზოგადად სნუკერის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად. 1974/75 წლების სეზონიდან მოყოლებული შეტანილია პროფესიონალური შეჯიბრებების სიაში. ტარდება ყოველწლიურად ლონდონში, ალექსანდრა-პალასში (1979-დან 2011 წლამდე — სპორტკომპლექს უემბლიში).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ტურნირი მასტერსი გაიმართა 1975 წელს West Centre Hotel-ში, ლონდონში. მისი ორგანიზატორი იყო Benson & Hedges, რომელიც ტურნირის სპონსორად დარჩა 2004 წლამდე. 10 მონაწილიდან ფინალისტების პირველი წყვილი შეადგინეს ინგლისელმა ჯონ სპენსერმა და უელსელმა რეი რიარდონმა. დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც დასრულდა გადამწყვეტი ფრეიმის შავ ბურთზე გადათამაშებით, სპენსერმა გაიმარჯვა. 1981 წელს ტერი გრიფიტსი 2323 მაყურებლის თვალწინ გახდა პირველი სნუკერისტი, რომელმაც მასტერსის მოგება პირველივე ცდიდან მოახერხა. ხოლო 1986 წელს კანადელმა კლიფ თორბერნმა მოხაერხა ზედიზედ მოპოვებული ტიტულების რეკორდის დამყარება — ის გახდა მასტერსის ზედიზედ ორგზის და საერთო ჯამში სამგზის ჩემპიონი.

1988 წლის მასტერსის ფინალისტს, მაიკ ჰალეტს, ძალიან არ გაუმართლა: იგი ფინალში სტივ დეივისს შეხვდა, რომელმაც მოწინააღმდეგე 9:0 გაანადგურა. თვითონ დეივისს იმ სეზონზე უკვე 6 ტიტული ჰქონდა მოგებული, ეს გამარჯვება კი ამავდროულად 23-ე „მშრალი“ მოგება გახდა.

საპრიზო ფონდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასტერსი არის ყველაზე პრესტიჟული არარეიტინგული ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე „მდიდარი“ ტურნირი, თუმცა პირველად ჩატარებისას საპრიზო ფონდმა მხოლოდ 2000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2012 წელს ტურნირის გამარჯვებულს გადაეცა 150 000 £, ხოლო ყველაზე მსხვილი ფულადი პრიზის მფლობელი გახდა მარკ უილიამსი: 2003 წელს მან მოიგო 210 000 ფუნტი სტერლინგი.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი რაუნდიდან (1/8) ფინალამდე — მატჩები 6 გამარჯვებამდე
  • ფინალი — მატჩი 10 გამარჯვებამდე

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ფინალისტი ფინალური ანგარიში სეზონი
1975 ინგლისის დროშა ჯონ სპენსერი უელსის დროშა რეი რიარდონი 9:8 1974/75
1976 უელსის დროშა რეი რიარდონი ინგლისის დროშა გრემ მაილსი 7:3 1975/76
1977 უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი უელსის დროშა რეი რიარდონი 7:6 1976/77
1978 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი კანადის დროშა კლიფ თორბერნი 7:5 1977/78
1979 სამხრეთ აფრიკის დროშა პერი მენსი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 8:4 1978/79
1980 უელსის დროშა ტერი გრიფითსი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 9:5 1979/80
1981 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი უელსის დროშა ტერი გრიფითსი 9:6 1980/81
1982 ინგლისის დროშა სტივ დეივისი უელსის დროშა ტერი გრიფითსი 9:5 1981/82
1983 კანადის დროშა კლიფ თორბერნი უელსის დროშა რეი რიარდონი 9:7 1982/83
1984 ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი უელსის დროშა ტერი გრიფითსი 9:5 1983/84
1985 კანადის დროშა კლიფ თორბერნი უელსის დროშა დუგ მაუნტჯოი 9:6 1984/85
1986 კანადის დროშა კლიფ თორბერნი ინგლისის დროშა ჯიმი უაიტი 9:5 1985/86
1987 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა დენის ტეილორი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 9:8 1986/87
1988 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა მაიკ ჰალეტი 9:0 1987/88
1989 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 9:6 1988/89
1990 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 9:4 1989/90
1991 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა მაიკ ჰალეტი 9:8 1990/91
1992 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა ჯონ პეროტი 9:4 1991/92
1993 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ტაილანდის დროშა ჯეიმზ უოტანა 9:5 1992/93
1994 შოტლანდიის დროშა ალან მაკმანუსი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 9:8 1993/94
1995 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 9:3 1994/95
1996 შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 10:5 1995/96
1997 ინგლისის დროშა სტივ დეივისი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 10:8 1996/97
1998 უელსის დროშა მარკ უილიამსი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:9 1997/98
1999 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი ირლანდიის დროშა კენ დოერტი 10:8 1998/99
2000 უელსის დროშა მეთიუ სტივენსი ირლანდიის დროშა კენ დოერტი 10:8 1999/00
2001 ინგლისის დროშა პოლ ჰანტერი ირლანდიის დროშა ფერგალ ო'ბრაიენი 10:9 2000/01
2002 ინგლისის დროშა პოლ ჰანტერი უელსის დროშა მარკ უილიამსი 10:9 2001/02
2003 უელსის დროშა მარკ უილიამსი შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 10:4 2002/03
2004 ინგლისის დროშა პოლ ჰანტერი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 10:9 2003/04
2005 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 10:3 2004/05
2006 შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 10:9 2005/06
2007 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი 10:3 2006/07
2008 ინგლისის დროშა მარკ სელბი ინგლისის დროშა სტივენ ლი 10:3 2007/08
2009 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა მარკ სელბი 10:8 2008/09
2010 ინგლისის დროშა მარკ სელბი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 10:9 2009/10
2011 ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი ჰონგ-კონგის დროშა მარკო ფუ 10:4 2010/11
2012 ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი ინგლისის დროშა შონ მერფი 10:6 2011/12
2013 ინგლისის დროშა მარკ სელბი ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი 10:6 2012/13
2014 ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ინგლისის დროშა მარკ სელბი 10:4 2013/14
2015 ინგლისის დროშა შონ მერფი ავსტრალიის დროშა ნილ რობერტსონი 10:2 2014/15

მოთამაშეების მიხედვით

მოთამაშე სულ წელი
შოტლანდიის დროშა სტივენ ჰენდრი 6 1989, 1990, 1991, 1992, 1993, 1996
ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 5 1995, 2005, 2007, 2009, 2014
ინგლისის დროშა მარკ სელბი 3 2008, 2010, 2013
ინგლისის დროშა პოლ ჰანტერი 2001, 2002, 2004
ინგლისის დროშა სტივ დეივისი 1982, 1988, 1997
კანადის დროშა კლიფ თორბერნი 1983, 1985, 1986
შოტლანდიის დროშა ჯონ ჰიგინსი 2 1999, 2006
უელსის დროშა მარკ უილიამსი 1998, 2003
ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ალექს ჰიგინსი 1978, 1981
ინგლისის დროშა შონ მერფი 1 2015

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Prize Money Breakdowns 2013/14. worldsnooker.com. World Professional Billiards and Snooker Association (1 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 October 2013. წაკითხვის თარიღი: 30 May 2013.