Marooned (ინსტრუმენტალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Marooned (პინკ ფლოიდის კომპოზიცია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Marooned“
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Division Bell
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 5:30
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ინგლისი)
Columbia Records (აშშ)
ავტორი დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი
The Division Bell - სიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd სიმღერების სია

Marooned“ — ინსტრუმენტული კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ალბომიდან The Division Bell.[1][2] მისი შემოკლებული ვერსია შეტანილია პინკ ფლოიდის კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd.

კომპოზიციის ავტორები არიან დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი. იგი შეიქმნა სტუდიაში Britannia Row მუსიკალური იმპროვიზაციის დროს (1993). ისევე, როგორც „Is There Anybody Out There?“, ეს კომპოზიციაც იყენებს სირენების მსგავს ეფექტს, რომელიც გამოიყენება კომპოზიციაში „Echoes“.

დევიდ გილმორი:

ბოლო დროს მაინტერესებს ტექსტებიანი მუსიკა, მიყვარს ტექსტი და სიმღერები. მაგრამ ამასთან, მსიამოვნებს კარგი ინსტრუმენტალის და ინსტრუმენტზე კარგი შესრულების მოსმენა. აკორდების ლამაზი თანმიმდევრობა შეიძლება აღმოჩნდეს გამომწვევი და ემოციური.

კომპოზიცია შესრულდა მხოლოდ სამჯერ - ორჯერ პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნეში, ერთხელ კი - დევიდ გილმორის მიერ, Stratocaster-ის გიტარისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე. ჯგუფის კონცერტებზე ვიდეოკადრების სახით გამოყენებული იყო დოკუმენტური ვიდეო ვეშაპებზე, რადგან ოსლოში (სადაც კონცერტები გაიმართა) კვლავ გრძელდებოდა ვეშაპების განადგურება. კომპოზიციის ერთ-ერთი საკონცერტო შესრულება (ვეშაპების კადრებით) შეტანილია DVD-ის Pulse დამატებით მასალებში.

1994 წელს კომპოზიციას მიენიჭა გრემის ჯილდო, კატეგორიაში საუკეთესო „როკ-ინსტრუმენტალი“. ეს არის დღეისთვის პინკ ფლოიდის ერთადერთი გრემი.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გამოვიდა მხოლოდ 2014 წელს, The Division Bell-ის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი კომპლექტის გამოცემასთან დაკავშირებით. ვიდეო თავდაპირველად განთავსდა YouTube-ზე, მოგვიანებით კი შეიტანეს აღნიშნულ გამოცემაში.

ვიდეოში, რომელიც ობრი პაუელმა გადაიღო, თავდაპირველად ნაჩვენებია კოსმოსის კადრები, ხოლო დასარტყმელების პარტიასთან ერთად მოქმედება გადადის პრიპიატზე (უკრაინა), რომელმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფისას იზარალა. ცარიელ შენობაში დარბის უცნობი ადამიანი და ჩნდება გოგონას აჩრდილი.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მუსიკოსები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.