შინაარსზე გადასვლა

Malice Mizer

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Malice Mizer-Deep Sanctuary V, Transylvania-ს შესრულებისას

Malice mizerიაპონური Visual Kei, როკ ბენდი 1992-2001 წლებში. იგი დიდ ყურადღებას იპყრობდა როგორც მუსიკით, ასევე, ლაივ-შოუებით, რომლებშიც მდიდრულ ისტორიულ კოსტიუმებს იყენებდნენ და სცენებით, რომლებიც დეკორაციებითა და წყობით თეატრალურ გარემოს ჰგავდა. ბენდი შეიქმნა გიტარისტების, მანასა (Mana) და კოჯის (Közi) მიერ. მათი ისტორიის განმავლობაში ბენდმა განლაგება და იმიჯი, არაერთხელ შეიცვალა, მანა, კოჯი და ბასისტი იუკი (Yu~ki) კი, მუდმივი წევრები რჩებოდნენ. ბენდის ადრეული მუსიკა და თემები ძლიერ ინსპირირებული იყო ფრანგული და კლასიკური ელემენტებით, შემდეგ კი ფრანგულმა რომანტიზმმა და გოთიკურმა ასპექტებმა იქონია დიდი გავლენა. მსმენელისთვის საყვარელი და ყველაზე გამორჩეული პერიოდი, ბენდში, გაქტისა (Gackt) და დრამერი კამის (Kami) მოღვაწეობის პერიოდია. „მალის მიზერი“ Visual Kei-ს დიდ ოთხეულში შედიოდა La'cryma Christi, Fanatic Crisis და Shazna-სთან ერთად. ბენდის მეოთხე და ყველაზე წარმატებული ალბომი Merveilles (1998) 2021 წელს Kerrang!-ის 13 აუცლებლად მოსასმენ იაპონურ როკ და მეტალის ალბომების ჩამონათვალში შევიდა. მაგრამ, ბენდის წარმატება მოკლე ხანს გაგრძელდა, 2001 წელს გამოცხადდა შემოქმედებითი პაუზა, განუსაზღვრელი დროით.

Malice Mizer-ოფიციალური ვებსაიტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Malice_Mizer&oldid=4863264“-დან