Magnetic Fields (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Magnetic Fields

სტუდიური ალბომი - ჟან-მიშელ ჟარი
გამოცემის თარიღი მაისი, 1981
ჟანრი ელექტრონული მუსიკა, სინთპოპი, ემბიენტი
ხანგრძლივობა 35:53
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი – ქრონოლოგია

Equinoxe
(1978)
Magnetic Fields
(1981)
The Concerts in China
(1982)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars [1]

Magnetic Fields (ქართ. მაგნიტური ველები) — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1981 წლის სტუდიური ალბომი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი დისკი, რომელზეც გამოყენებული იქნა მუსიკალური სემპლები მუსიკალურ ელემენტის სახით, რაც ოდნავ გასცდა წინა სტუდიური ალბომების ტრადიციებს. ალბომზე მუშაობისას ჟარი ენდი უორჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ყველაზე ხანგრძლივი კომპოზიცია შედგება სამი ნაწილისგან. ალბომი მოხდა ბრიტანული ჩარტების #6, ხოლო აშშ ჩარტების - #98 ადგილზე.

ალბომის გარეკანის ავტორია რემი მაკრონი.

ალბომის სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი გამოვიდა ორი სათაურით, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ფრანგული, Les Chants Magnétiques სინამდვილეში ნიშნავს ’მაგნიტურ სიმღერებს’ [2][3] or Magnetic Singing[3]. თუმცა, ხმამაღლა წარმოთქმისას, ჟღერს Les Champs Magnétiques (ანუ ’მაგნიტური ველი’), ვინაიდან chants და champs ფრანგულში ჰომოფონურ ჟღერადობას ატარებს. ვინაიდან ინგლისურ ენაში მსგავსი ფრაზა ორი სახით არ ითარგმნებოდა, გამოყენებული იქნა Magnetic Fields. ალბომის შიდა ბუკლეტის მეხუთე სურათზე სიტყვას champs გადასმული აქვს ხაზი და წერია chants.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Les Chants Magnétiques Part 1“17:50
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Les Chants Magnétiques Part 2“3:59
2.„Les Chants Magnétiques Part 3“4:15
3.„Les Chants Magnétiques Part 4“6:18
4.„Les Chants Magnétiques Part 5“3:30

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Les Chants Magnétiques არის ჟარის პირველი ალბომი, რომელზეც გამოყენებული იქნა ციფრული სინთეზატორები.

კომპოზიციის Magnetic Fields Part 1 ნაწყვეტი გამოიყენებოდა ამერიკულ ტელესერიალში Bare Essence (1982). მისი პირველი ნაწილი ასევე ჟღერდა ჰოლანდიურ ტელესერიალში Bassie en Adriaan. სერიალის DVD გამოცემაში ეს კომპოზიცია ამოღებული იქნა. თუმცა, იგი შეტანილი იქნა სერიალის De Geheim van de Schatkaart მეორე დისკში.

Magnetic Fields Part 4 გამოიყენებოდა კომპანიის Konami ვიდეოთამაშებში, რომლებიც შექმნილი იქნა 1980-იანებში, მათ შორის არის Yie Ar Kung-Fu.

გერმანულ მეტალ ჯგუფს Helloween აქვს Magnetic Fields Part 2-ის ქავერ-ვერსია, შეტანილი 1996 წლის EP დისკში The Time of the Oath. მაკედონური ფოლკ-ანსამბლი Alpina იყენებდა ჟარის იგივე კომპოზიციის სემპლს სიმღერაში 3 Kila Pamet Nemam.

2012 წელს ფრანგმა მუსიკოსმა Chicane-მ გამოსცა სტუდიური ალბომი Thousand Mile Stare, რომელზეც გამოსახულია მისი თავი, „Magnetic Fields“-ის გარეკანის სტილში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.allmusic.com/album/r171689
  2. Babelfish, altavista.com, French to English translation carried out 2006-11-05.
  3. 3.0 3.1 1989, The Collins Pocket Reference French Dictionary, William Collins Sons & Co. Ltd., ISBN 0-00-433255-5