მეიბელი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Mabel (მუსიკოსი))
მეიბელი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მეიბელ ალაბამა-პერლ მაკვეი
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1996 (1996-02-19) (28 წლის)
დაბ. ადგილი ალაურინ-ელ-გრანდე, მალაგა, ესპანეთი
წარმოშობა ბრიტანელი
ჟანრ(ებ)ი R&B, პოპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო
აქტიური 2015 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი mabelofficial.com
მეიბელი ვიკისაწყობში

მეიბელ ალაბამა-პერლ მაკვეი, იგივე მეიბელი (ინგლ. Mabel Alabama-Pearl McVey; დ. 19 თებერვალი, 1996, ალაურინ-ელ-გრანდე, მალაგა, ესპანეთი) — ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მან პოპულარობა მოიპოვა 2017 წელს გამოშვებული სინგლით „Finders Keepers", რომელიც მერვე ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი High Expectations დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა და მიიღო პლატინის სერტიფიკატი გაყიდვებისათვის. ალბომში შედის გაერთიანებული სამეფოს ტოპ 10 სინგლები: „Don't Call Me Up", „Mad Love" და „Boyfriend". მუსიკოსმა 2020 წელს Brit Awards-ზე მოიგო საუკეთესო ბრიტანელი ქალი სოლო შემსრულებლის ჯილდო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიბელ ალაბამა-პერლ მაკვეი დაიბადა 1996 წლის 19 თებერვალს ალაურინ-ელ-გრანდეში, მალაგა, ესპანეთი.[1][2][3] ის ინგლისელი მუსიკის პროდიუსერის - კამერონ მაკვეისა და შვედი მომღერლის ნენე ჩერის უმცროსი შვილია.[4] ასევე მეიბელი არის ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსის დონ ჩერის შვილიშვილი და მომღერლის - Eagle-Eye Cherry დისშვილი.[5] ასევე მისი და ტაისონი, ნახევარდა ნაიმა და ნახევარძმა მარლონ რუდეტი მუსიკოსები არიან.[6] ოჯახი ცხოვრობდა ალაურინ-ელ-გრანდეში მეიბელის დაბადებამდე. შემდეგ ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ნოტინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონი, ინგლისი.[7]

ოთხი წლის ასაკში მან დაიწყო ფონეტიკისა და აუდიო წიგნების კითხვის სწავლა. მუსიკოსს მალევე დაეწყო შფოთვა გარემოსადმი მგრძნობელობისა და რასობრივი წარმომავლობის ბულინგის გამო.[8] მისმა მშობლებმა მეიბელი შეიყვანეს ფორტეპიანოზე და სწორედ ამ დროს დაწერა მან თავისი პირველი სიმღერა.[9][10] მისი შფოთვითი აშლილობის ჩასაცხრომად ოჯახი საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, როდესაც ის რვა წლის იყო. მუსიკოსი ცხოვრობდა დედამისის მშობლიურ სოფელში, ქალაქ ჰესლეჰოლმთან ახლოს.[11][12] 15 წლის ასაკში მეიბელი ჩაირიცხა სტოკჰოლმის მუსიკალურ სკოლაში Rytmus Musikergymnasiet, სადაც გაიარა სამწლიანი კურსი სიმღერების წერის, პროდიუსერობისა და მუსიკის თეორიაში.[13][14][15]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონში გადასვლის შემდეგ, მეიბელმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Know Me Better" 2015 წლის ივლისში.[16] რამდენიმე კვირაში მეიბელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal-თან. 2017 წლის მარტში, 2015 და 2016 წლების სინგლების „My Boy My Town" და „Thinking Of You" გამოშვების შემდეგ, მან გამოუშვა „Finders Keepers" ბრიტანელ რეპერ Kojo Funds-თან ერთად.[17] კომპოზიცია გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის ტოპ 10-ში მოხვდა. 2017 წლის მაისში მუსიკოსმა გამოუშვა სადებიუტო E.P „Bedroom“.

2017 წლის ოქტომბერში მეიბელმა გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Begging", რომელიც იყო წამყვანი სინგლი თავისი სადებიუტო მიქსტეიპიდან Ivy to Roses.

2019 წლის იანვარში, მეიბელი იყო ნომინირებული British Breakthrough Act-ის ნომინაციაში 2019 წლის Brit Awards-ზე.[18] მან ხელახლა გამოუშვა Ivy to Roses ახალი გარეკანით. ამასთან, მეიბელმა გამოუშვა ახალი ჩანაწერი „Don't Call Me Up". სიმღერა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა. 2019 წლის 7 ივნისს მუსიკოსმა გამოუშვა „Mad Love", მეორე სინგლი თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან „High Expectations", რომელიც გამოვიდა იმავე წლის 2 აგვისტოს. სიმღერა პირველ კვირაში ბრიტანეთში მე-18 ადგილზე გავიდა, მოგვიანებით კი მე-8 ადგილს მიაღწია.[19]

2020 წლის თებერვალში მან გამოუშვა ახალი სიმღერა „Boyfriend".[20] შემდეგ მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო BBC Radio 1 Live Lounge-ის დაკვეთით Foo Fighters-ის სიმღერის „Times Like These" ქავერში. ეს ქავერი მუსიკოსებმა შექმნეს მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ. იმავე წლის ივლისში, მეიბელმა ითანამშრომლა AJ Tracey-ისთან კომპოზიციაზე „West Ten"-ზე და გამოუშვა High Expectations-ის აკუსტიკური ვერსია. მომდევნო თვეში Clean Bandit-მა გამოუშვა „Tick Tock", რომელშიც ასევე მღეროდნენ მეიბელი და 24kGoldn.

მუსიკოსის კიდევ ერთი ახალი სინგლი „Let Them Know“ გამოვიდა 2021 წლის 18 ივნისს.[21][22] 2021 წლის 16 ივლისს მეიბელმა გამოუშვა სიმღერა „Take It Home“. 2021 წლის 29 ოქტომბერს მეიბელმა და ჯოელ კორიმ გამოუშვეს სიმღერა „I Wish". ამას მოჰყვა სინდი ლოპერის სიმღერის „Time After Time“ ქავერი, რომელიც მან ჩაწერა 2021 წლის მაკდონალდსის საშობაო სატელევიზიო რეკლამისთვის. ახალი ალბომის მეორე სინგლი „Good Luck" გამოვიდა 2022 წლის 18 მარტს. მუსიკოსის მეორე ალბომო „About Last Night...“ მეორე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[23]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haider, Arwa. (13 February 2020) Mabel, Eventim Apollo, review: Neneh Cherry's daughter proves she's a pop queen in her own right. ციტირების თარიღი: 16 June 2021.
  2. Hahn, Rachel. (8 March 2019) Why Neneh Cherry's International Women's Day Is Extra Special. ციტირების თარიღი: 16 June 2021.
  3. Bromwich, Kathryn. (11 June 2017) On my radar: Neneh Cherry's cultural highlights. ციტირების თარიღი: 15 June 2021.
  4. Potton, Ed. (19 February 2019) Mabel McVey: another bite of the Cherry. ციტირების თარიღი: 16 June 2021.
  5. Fitch Little, Harriet. (24 September 2019) Mabel on Her U.S. Tour, Her Second Album, and Finding Time for Love. ციტირების თარიღი: 20 June 2021.
  6. Ochefu, Christine. (25 June 2021) Mabel: 'I was living my dream. But I didn't know how to deal with some of it'. ციტირების თარიღი: 27 June 2021.
  7. Nylander, Lynette. (26 September 2016) meet mabel mcvey: british r&b's next big thing. ციტირების თარიღი: 16 June 2021.
  8. Collins, Hattie. (24 August 2019) Mabel: 'Boris Johnson? It's not a world that I want to be a part of'. ციტირების თარიღი: 20 June 2021.
  9. Lothian-McLean, Moya. (2 February 2017) The sound of summer: Stylist meets Mabel McVey. ციტირების თარიღი: 30 June 2021.
  10. Macbain, Hamish. (17 August 2017) Why Mabel McVey is making her own way in the music world. ციტირების თარიღი: 30 June 2021.
  11. Rowlands, Geoffrey. (14 November 2017) Mabel's Finders Keepers single hits UK top ten. ციტირების თარიღი: 1 July 2021.
  12. Snapes, Laura. (6 May 2017) One to watch: Mabel. ციტირების თარიღი: 27 June 2021.
  13. Ferla, Lisa-Marie. (24 September 2017) 'Growing up, I felt I wasn't black enough to be black, but not white enough to be white' - RnB starlet Mabel. ციტირების თარიღი: 1 July 2021.
  14. Haidari, Niloufar. (9 June 2016) Mabel Is Neneh Cherry's Daughter, But She's Finding Her Own R&B Groove. ციტირების თარიღი: 1 July 2021.
  15. Savage, Mark. (3 November 2017) Mabel: 'I wrote a hit song on my way to the gym'. BBC News. ციტირების თარიღი: 20 June 2021.
  16. Listen To Mabel's Tender, Truth-Telling Debut Single, Know Me Better.
  17. Smith, Thomas. (23 November 2017) Mabel breaks down her breakout chart hit 'Finders Keepers'.
  18. 2018 Critics' Choice shortlist announced en. ციტირების თარიღი: 1 February 2019
  19. Mabel | full Official Chart history. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 30 June 2018
  20. „Mabel delivers powerful message of self empowerment on new single 'Boyfriend'. NME. 26 February 2020. ციტირების თარიღი: 19 March 2021.
  21. White, Jack. (10 June 2021) Mabel announces new single Let Them Know. ციტირების თარიღი: 10 June 2021.
  22. Kenneally, Cerys. (10 June 2021) Mabel announces new single 'Let Them Know'. ციტირების თარიღი: 10 June 2021.
  23. Brayden, Kate. (21 March 2022) Mabel to perform outdoor show at Dublin's Fairview Park this June. ციტირების თარიღი: 18 April 2022