ომეგას ნისლეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან M 17)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Omega Nebula.jpg

ომეგას ნისლეული (ასევე ცნობილია როგორც M17, NGC 6618) — ნისლეული მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. აღმოაჩინა პილიპე ლოის დე ჩესეაუქსმა 1745 წელს. ჩარლზ მესიეს კატალოგში კი 1764 წელს შევიდა (როგორც M17). ობიექტი მდებარეობს ირმის ნახტომის ერთ-ერთ მასიურ არეში.

დედამიწიდან M17 დაშორებულია 6000 სინათლის წლის მანძილზე. ხოლო მისი დიამეტრი 15 სინათლის წელს აღწევს. M17 დიფუზიური ნისლეულია, და ანათებს ვარსკვლავთა გამოსხივების ხარჯზე.

M17-ში აღმოჩენილია ახალგაზრდა, ცხელ ვარსკვლავთა მცირე გროვაც. მათი რაოდენობა 35-ს არ აღემატება.