MGMT

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
MGMT
MGMT a.jpg
MGMT-ის გამოსვლა 2008 წელს
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი მიდლტაუნი, კონექტიკუტი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
წევრები
საიტი whoismgmt.com
MGMT ვიკისაწყობში

MGMT — ამერიკული ფსიქოდელიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული ენდრიუ ვანუაინგარდენისა და ბენ გოლდვასერის მიერ. პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ საკონცერტო პერსონალის წევრები მეთი ასტი, ჯეიმზ რიჩარდსონი და უილ ბერმანი კოლექტივს სტუდიაში შეუერთდნენ. 2006 წელს ჯგუფმა Columbia Records-თან კონტრაქტი გააფორმა.[4][5][6]

2007 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალმა Spin.com MGMT-ს დღის შემსრულებელი უწოდა.[7] 2007 წლის 14 ნოემბერს Rolling Stone-მა მათ 2008 წლის თვალსაჩინო შემსრულებელი უწოდა.[8] BBC-მ გამოკითხვაში Sound of 2008 Top Ten Poll MGMT მე-9 პოზიციაზე დაასახელა.[9] MGMT აგრეთვე Last.fm-ზე 2008 წლის ყველაზე ხშირად მოსმენილ ახალ შემსრულებლად იქცა.[10]

MGMT-ს სადებიუტო ალბომი Oracular Spectacular გამოცემისთანავე ბრიტანეთის ალბომის ჩარტის #12 პოზიციაზე მოხვდა. ახალ ზელანდიაში იგი #13 პოზიციამდე ავიდა, ავსტრალიაში #6-ზე და Billboard-ის Top Heatseekers-ის ჩარტის #1 იყო.[11] Rolling Stone-მა იგი დაასახელა 2000-იანი წლების რიგით მე-18 საუკეთესო ალბომად.[12] NME-მ მას 2008 წლის საუკეთესო ალბომი უწოდა.[13] MGMT 2008 წელს აგრეთვე გამოჩნდა ავსტრალიურ ჩარტში Triple J Hottest 100, სიმღერებით „Electric Feel“ (#2), „Kids“ (#5) და „Time to Pretend“ (#18).[14]

MGMT 2010 წელს ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. მათი სიმღერა „Kids“ ნომინირებული იყო საუკეთესო ვოკალური დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ შესრულების კატეგორიაში.[15] გარდა ამისა, Justice-მა ჩაწერა MGMT-ს სიმღერის „Electric Feel“ რემიქსი, რომელმაც გრემიზე საუკეთესო არაკლასიკური ჟანრის რემიქსის კატეგორიის ჯილდო მოიპოვა.[16]

ჯგუფის მეორე ალბომი, Congratulations გამოვიდა 2010 წლის 13 აპრილს.[17] 2011 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა მესამე ალბომზე, MGMT[18], რომელიც 17 სექტემბერს გამოვიდა, მანამდე კი, 9 სექტემბერს, ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი მუსიკალურ სერვისზე Rdio-ზე.[19]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : MGMT-ს დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fitzmaurice, Larry. MGMT: Let's Get Small. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: June 23, 2015.
  2. Hermes, Will. (April 15, 2010) Review: MGMT, 'Congratulations'. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: June 23, 2015.
  3. 3.0 3.1 Mason, Stewart. MGMT. Allmusic. წაკითხვის თარიღი: June 23, 2015.
  4. Ryzik, Melena. “MGMT's Sophomore Challenges“, The New York Times, April 11, 2010. 
  5. Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (February 8, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - February 8, 2008. წაკითხვის თარიღი: August 6, 2011.
  6. Cristina Black. (August 4, 2009) The Wesleyan Mafia: MGMT, Boy Crisis, Amazing Baby – Page 1 – Music – New York. Village Voice. წაკითხვის თარიღი: August 6, 2011.
  7. D'Amato, Anthony M.. Artist of the Day: MGMT. Spin.com. წაკითხვის თარიღი: October 5, 2007.
  8. O'Donnell, Kevin. Artist to Watch: MGMT. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: November 14, 2007.
  9. Record of the Week“, BBC Radio, January 4, 2008. წაკითხვის თარიღი: March 24, 2008. 
  10. Last.fm Best of 2008. Last.fm (December 14, 2008). წაკითხვის თარიღი: December 14, 2008.
  11. Top Heatseekers – Oracular Spectacular. Billboard. წაკითხვის თარიღი: October 2, 2015.
  12. Rolling Stone magazine’s best albums of the 2000s. Rolling Stone magazine (July 18, 2011). წაკითხვის თარიღი: February 21, 2015.
  13. New Musical Express, December 8, 2008 WTFedition.
  14. Sex on Fire tops triple j's hottest 100“, Online News, Australian Broadcasting Corporation, January 26, 2009. 
  15. Grammy nominations 2010 announced – Beyonce, Lady Gaga, MGMT shortlisted | News. Nme.Com (December 3, 2009). წაკითხვის თარიღი: September 16, 2013.
  16. The 51st Annual Grammy Awards Winners List. Grammy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 14, 2009.
  17. Goodman, William. (February 8, 2010) EXCLUSIVE: MGMT Unveil New Album!. Spin.com. წაკითხვის თარიღი: February 16, 2010.
  18. MGMT's ANDREW VANWYNGARDEN issues a vinyl shopping and coffee date invitation. Coupdemainmagazine.com (February 28, 2011). წაკითხვის თარიღი: August 6, 2011.
  19. Ingraham, Nathan. (September 9, 2013) MGMT's new album and bizarre video are available a week early on Rdio. TheVerge. წაკითხვის თარიღი: September 9, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MGMT&oldid=3531173“-დან