MAXXI

MAXXI (იტალ. „Museo nazionale delle arti del XXI secolo“ („21-ე საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი“)) ― თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ეროვნული მუზეუმი რომში, იტალიაში, ფლამინიოს უბანში. მუზეუმს მართავს იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ შექმნილი ფონდი. შენობა დააპროექტა ზაჰა ჰადიდმა და 2010 წელს მიიღო ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის სტერლინგის პრიზი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის შენობის დიზაინზე გამართულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა ზაჰა ჰადიდმა. მისი მაკეტი მოიცავდა ხუთ ცალკეულ სტრუქტურას, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი შეიქმნა. იგი აშენდა ყოფილი სამხედრო ყაზარმის, მონტელოს ადგილზე და შენობა ჯერ კიდევ ინარჩუნებს მის ნაწილებს.[1]
მუზეუმის აშენებას ათ წელზე მეტი დასჭირდა და 2010 წელს გაიხსნა მნახველთათვის.[2][3] იმავე წელს, მან მიიღო ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის სტერლინგის პრიზი.
ჟურნალმა „Guardian“ MAXXI-ს შენობას უწოდა "ჰადიდის საუკეთესო ნაგებობა“[2] და "შედევრი, რომელიც იმსახურებს რომის უძველესი საოცრებების გვერდით დგომას".[3]
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]MAXXI შედგება ორი ნაწილისგან: „MAXXI ხელოვნება“ და „MAXXI არქიტექტურა“.[4] მუზეუმის ეზოში ვხვდებით ფართომასშტაბიან ხელოვნების ნიმუშებს.[5]
MAXXI L'Aquila
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]MAXXI L'Aquila აბრუცოს რეგიონში გაიხსნა, 2020 წლის 30 ოქტომბერს. ეს გალერეა არის თავად MAXXI-ს მცირე იმიტაცია. ამ ორი მუზეუმის კოლექციები იზრდება როგორც ადმინისტრაციის მიერ ნიმუშების შეძენის, ასევე კომისიების, თემატური კონკურსების, ახალგაზრდა მხატვრების დაჯილდოებების, შემოწირულობებისა და სესხების მეშვეობით. კოლექციაში შედიან ხელოვანები:
- ალიგიერო ბოეტი
- გრაზია თოდერი
- უილიამ კენტრიჯი
- კარა უოკერი
- ედ რუშა
- გილბერტი და ჯორჯი
- ჯინო დე დომინიკისი
- მაიკლ რედეკერი
- ანიშ კაპური
- გერჰარდ რიხტერი
- ფრანჩესკო კლემენტე
- ლარა ფავარეტო
- მარლენ დიუმა
- მაურიციო კატელანი
- გაბრიელ ბაზილიკო
- კიკი სმიტი
- თომას რუფი
- ლუიჯი გირი
- მანფრედი ბენინატი
- ვანესა ბიკროფტი
- სტეფანო არიენტი
- ფრენსის ალისი
- უგო რონდინონე
- თომას შუტე
- ფრანჩესკო გოსტოლი
- ფრანკლინ ევანსი
- ბრუნა ესპოზიტო
- კარლო სკარპას, ალდო როსის და პიერ ლუიჯის არქივები
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბიანჩინი, რიკარდო. "Zaha Hadid – The MAXXI Museum Rome – part 1".
- ↑ 2.0 2.1 ჯონათან გლენსი (16 ნოემბერი, 2009). "Zaha Hadid's stairway into the future". The Guardian. ლონდონი.
- ↑ 3.0 3.1 მოორი,როვენი (6 ივნისი,2010). "Zaha Hadid's new Roman gallery joins the pantheon of the greats". "The Guardian". ლონდონი.
- ↑ "Who We Are". MAXXI.
- ↑ ჯანკინი, ქეითლინ (16 September 2011). „At Maxxi in Rome, Urban Gardens Bloom“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2011-09-28. ციტატა: „Natural and recyclable materials like pressed hay, soil and grass were used in construction of the archipelago, rendering an organic touch to the museum’s concrete area“