HIMARS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან M142)
M142 HIMARS (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა)
ინგლ. High Mobility Artillery Rocket System
[[ფაილი:|300პქ]]
M142 HIMARS უაით სენდზის პოლიგონზე, 2005 წლის იანვარი
ტიპი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გამშვები
წარმომავლობის ქვეყანა აშშ
სამსახურის ისტორია
ომები და კონფლიქტები ავღანეთის ომი
სირიის სამოქალაქო ომი[1]
ერაყის სამოქალაქო ომი[2]
წარმოების ისტორია
მწარმოებელი Lockheed Martin Missiles and Fire Control
ეგზემპლარის ღირებულება $5.1 მილიონი (გამშვებისა და საჭირო საბრძოლო მასალის ღირებულება) (2014)[3] (უდრის $5.6 მილიონს 2020 წელს)
რაოდენობა 414
მახასიათებლები
წონა 16,250 კგ[4]
სიგრძე 7 მ
სიგანე 2.4 მ
სიმაღლე 3.2 მ
გათვლა / ჯგუფეული 3

კალიბრი 227 მმ
610 მმ (ATACMS)
ჰორიზონტალური კუთხე 360
მაქსიმალური მანძილი M26: 32 კმ
M26A1/A2: 45 კმ
M30/31: 70 კმ
MGM-140 ATACMS: 300 კმ[5]
PrSM (ზუსტი მოხვედრების რაკეტა): 500 კმ [6]

ჯავშანი მსუბუქი
მოქმედების
დიაპაზონი
480 კმ
მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ

M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, „მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.

HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. მიუხედავად ამისა, M270-ის სტანდარტული ორი პაკეტისგან განსხვავებით, HIMARS-ის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი პაკეტია.

გამშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.[7] შასის თავდაპირველად BAE Systems Mobility & Protection Systems აწარმოებდა (ყოფილი Armor Holdings, Inc.), რომელიც M1140 სატვირთო მანქანების თავდაპირველი მწარმოებელი იყო. 2010 წლიდან შასის წარმოება Oshkosh Corporation-მა დაიწყო, რაც 2017 წლამდე გრძელდებოდა.[8] ამჟამად შასიც და გამშვებიც Lockheed Martin-ის სარაკეტო და ცეცხლის მართვის სისტემების საწარმოში, არკანზასის შტატის ქალაქ კემდენში იქმნება.[9]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

M142 HIMARS არის M270 MLRS სისტემის მსუბუქი, ბორბლიანი ვერსია. მასზე დამონტაჟებულია M270 სისტემის ერთი გამშვები პაკეტი, რომელშიც 6 ერთეული 227 მმ რაკეტა ან 1 ATACMS ტაქტიკური რაკეტა ეტევა. მანქანის ფანჯრები მინის გარდა საფირონის შრეებსაც შეიცავს.[10]

MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტა (მარცხნივ) და 227 მმ სტანდარტული რაკეტების გამშვები

2009 წელს წარმატებით განხორციელდა HIMARS-ის ტესტირება არა მხოლოდ საარტილერიო რაკეტების, არამედ საშუალო სიშორის ხმელეთი-ჰაერი კლასის, კერძოდ, SLAMRAAM-ის რაკეტების გასაშვებადაც.[11]

2017 წლის ოქტომბერში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა განახორციელა ერთი რაკეტის გასროლა ამფიბიური სატრანსპორტო გემის USS Anchorage LPD-23-ის გემბანზე განთავსებული HIMARS-იდან. რაკეტამ წარმატებით დააზიანა 70 კილომეტრის სიშორეზე, ხმელეთზე განლაგებული სამიზნე. ეს იყო დემონსტრირება სისტემის შესაძლებლობისა, აწარმოოს ზუსტი ცეცხლი სანაპირო დაცვის სისტემების წინააღმდეგ.[12] ამ მიზნისთვის მოხდა გამშვების დამმიზნებელი პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ზუსტი გასროლა მუდმივად მოძრავი და მანევრში მყოფი პლატფორმიდან.[13]

ოპერატიული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისტემის ჩამოტვირთვა C-130-დან
პაკეტის დატენვის პროცესში

2010 წლის 14 თებერვალს ავღანეთში მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებმა (ISAF) გამოსცა პრეს-რელიზი, რომლის თანახმადაც ოპერაცია Moshtarak-ის მიმდინარეობისას HIMARS-იდან გაშვებული ორი რაკეტა მიზნამდე 300 მეტრით ახლოს დაეცა და 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ინციდენტის სრულყოფილი გამოძიების დასრულებამდე ISAF-მა HIMARS-ების გამოყენება შეაჩერა.[14] მოგვიანებით, ბრიტანელმა ოფიცერმა განაცხადა, რომ რაკეტები, სინამდვილეში, სამიზნეს მოხვდა, ხოლო სამოქალაქო მსხვერპლი თალიბანის მხრიდან მათ ფარად გამოყენებას უკავშირდებოდა და ISAF-ის ძალებისთვის სამოქალაქო პირების ადგილზე ყოფნის შესახებ ცნობილი არ იყო. აღნიშნული განცხადების შემდეგ ISAF-მა HIMARS სისტემების გამოყენება განაახლა.[15][16] 2010 წლის 21 ოქტომბერს New York Times-მა დაწერა ყანდაარში NATO-ს შეტევითი ოპერაციის დროს HIMARS-ების წარმატებული გამოყენების შესახებ, რომლებმაც თალიბანის მეთაურებს სამალავების დატოვება და დროებით პაკისტანში გაქცევა აიძულა.[17]

2015 წლის ნოემბერში აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ მათ რამდენიმე HIMARS გადაისროლეს ერაყში, სადაც იმავე წლის ზაფხულის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ობიექტების მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.[18] HIMARS-ის დანაყოფები განთავსდა ალ-ანბარის გუბერნიაში მდებარე ალ-ასადის და ალ-თაყადუმის საჰაერო ბაზებზე. 2016 წლის 4 მარტს არმიის კუთვნილი HIMARS-ებიდან განხორციელდა გასროლები სირიელი ამბოხებულების მხარდასაჭერად, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძოდნენ. სისტემები მეზობელ იორდანიაში იყო განლაგებული.[19]

2016 წლის იანვარში Lockheed-მა განაცხადა, რომ HIMARS-ებმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში გამოყენების 1 მილიონ საათს მიაღწიეს.[20]

2016 წლის 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად აშშ სისტემებს თურქეთში, სირიის საზღვართან განალაგებდა.[21] იმავე წლის სექტემბრის დასაწყისში საერთაშორისო მედიაში გავრცელდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოგვიანებით დადასტურდა ცნობა, რომ თურქეთში განლაგებული HIMARS-ებიდან ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების წინააღმდეგ შეტევა განხორციელდა.[22][23][24]

2016 წლის ოქტომბერში HIMARS-ები მოსულიდან სამხრეთით, 65 კილომეტრში მდებარე ყაიარაჰის დასავლეთ საჰაერო ბაზაზე განალაგეს მოსულის ბრძოლაში საცეცხლე მხარდაჭერის განსახორციელებლად.[25]

2017 წლის 14 ივნისს 1 HIMARS-ი განთავსდა სირიაში, ალ-ტანფის ამერიკულ ბაზაზე ადგილობრივი ამბოხებულების მხარდასაჭერად.[26][27]

2018 წლის 24 მაისს მუსა ქალაში, ავღანეთში, HIMARS-ით განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა თალიბანის 50 მებრძოლი, მათ შორის, მეთაურები.[28] შენობას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, 14 წამის განმავლობაში სამი რაკეტა მოხვდა.[29]

2018 წლის სექტემბერში აშშ-ის ძალები საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ სირიაში, დერ ეზ-ზორის კამპანიის ფარგლებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. საცეცხლე მხარდაჭერა მოიცავდა HIMARS-ებსაც, ზოგჯერ დღეში 30-მდე რაკეტასაც კი.[30][31][32][33][34] ამ ოპერაციაში გამოყენებული HIMARS-ები ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მიზნებიდან 25 კილომეტრში, ალ-ომარის მინდვრებში იყო განლაგებული.[35]

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის დროშა აშშ
417 (2016 წლის მონაცემებით)[36]
სინგაპურის დროშა სინგაპური
24[37]

სინგაპურის არმიამ HIMARS-ების შეძენაზე განაცხადი 2007 წელს გააკეთა. პაკეტში შედის 24 გამშვები, 9 5-ტონიანი სატვირთო მანქანა და XM31 უნიტარული მართვადი რაკეტები, აგრეთვე, უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის ყველა საჭირო აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ პაკეტში არ შედის სტანდარტული M26 ტიპის უმართავი რაკეტები. 2009 წელს სინგაპურმა მიიღო HIMARS-ის პირველი საცეცხლე ქვედანაყოფი. სინგაპურის არმიის 23-ე საარტილერიო ბატალიონმა HIMARS-ის ბატარეა 2011 წლის 5 სექტემბერს შეუკვეთა. ეს იქნება სინგაპურის არმიის პირველი სრულად მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ზალპური ცეცხლის ქვედანაყოფი.[38][39][40]

არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა UAE
20
იორდანიის დროშა იორდანია
12
რუმინეთის დროშა რუმინეთი[41]

მომავალი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის დროშა პოლონეთი

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ახალი ზალხპური ცეცხლის სისტემის შექმნა პოლონეთის სახმელეთო ძალებისათვის. პროგრამის სახელწოდებაა WR-300 Homar. Huta Stalowa Wola-ს, ZM Mesko-ს და Lockheed Martin-ს შორის კოლაბორაციის შედეგად, უნდა მოხდეს 160 ერთეული გამშვების შეძენა და მათი დამონტაჟება პოლონური წარმოების Jelcz 663 6×6 შასიზე.[42][43] 2017 წლის ნოემბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გასცა ნებართვა 56 გამშვების გაყიდვაზე, რის შემდეგაც, 2018 წლის ოქტომბერში პოლონეთმა ოფიციალურად გააკეთა მოთხოვნა მათ შესაძენად.[44][45] 2018 წლის 29 ნოემბერს ნებართვა შესყიდვაზე ნებართვა გასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.[46] პირველ ეტაპზე პოლონეთი სულ მცირე, 20 გამშვებს შეიძენს.[47][48] 2022 წლის 26 მაისს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობდა მოკვლევა დამატებით 500 ერთეული HIMARS-ის გამშვების შეძენაზე. ამ შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, პოლონეთის შეიარაღებაში აღმოჩნდება უფრო მეტი HIMARS-ი, ვიდრე ყველა დანარჩენი ოპერატორის შეიარაღებაში ერთად, აშშ-ის ჩათვლით.[49][50]

ავსტრალიის დროშა ავსტრალია

პენტაგონის ცნობით, ავსტრალიის არმიამ 20 ერთეული HIMARS-ის შეძენაზე გააკეთა განცხადება, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნებართვა 2022 წლის 26 მაისს გასცა.[51][52]

უკრაინის დროშა უკრაინა

2022 წლის 31 მაისს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ უკრაინას HIMARS-ის სისტემებს მიაწვდის. მიწოდებული არ იქნება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ხოლო უკრაინა იღებს ვალდებულებას, არ განახორციელოს აღნიშნული სისტემებიდან შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე.[53][54][55]

პოტენციური ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის დროშა კანადა

ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა HIMARS-ების შეძენაზე ინტერესი 2009 წელს გამოხატა. სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ენდრიუ ლესლის განცხადებით, მათი შეძენა სულ მცირე, 2012 წლამდე არ იგეგმებოდა. საბოლოოდ, შესყიდვა არ განხორციელდა.[56][57][58][59]

უნგრეთის დროშა უნგრეთი

2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი დაუზუსტებელი რაოდენობის M142 HIMARS სისტემების შეძენას გეგმავს.[60]

ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები

ნიდერლანდებმა HIMARS სისტემების შეძენაზე ინტერესი შეიარაღებული ძალების საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მას შემდეგ გამოხატა, რაც ქვეყანამ M270 MLRS სისტემები ხარჯების დაზოგვის მიზნით 2004 წელს შეიარაღებიდან ამოიღო.

კატარის დროშა კატარი

2012 წლის დეკემბერში კატარმა აშშ-ს აცნობა 7 ერთეული M142 HIMARS სისტემის შესყიდვის სურვილის შესახებ. გარდა ამ სისტემებისა, უნდა მომხდარიყო 60 ერთეული M57 MGM-140 ATACMS Block 1A T2K უნიტარული ტაქტიკური რაკეტის და 30 M31A1 მართვადი საარტილერიო რაკეტის შეძენა. საერთო ღირებულება დაახლოებით $406 მილიონი იქნებოდა.[61]

ფილიპინების დროშა ფილიპინები

2019 წლის 2 აპრილს South China Morning Post-მა, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ფილიპინების ხელისუფლება და აშშ განიხილავდნენ HIMARS სისტემების პოტენციურ შეძენასა და განლაგებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ხელოვნური კუნძულების ზრდადი მილიტარიზაციის საპირწონედ ჩინეთის მხრიდან. ეს შესაძლებელს გახდიდა, განხორციელებულიყო ზუსტი შეტევები სპრეტლის ხელოვნური კუნძულების მიმართულებით. საბოლოოდ, ფილიპინების შეზღუდული ბიუჯეტის გამო, შესყიდვა ვერ განხორციელდა.[62]

ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი

2020 წლი ოქტომბერში ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ იგეგმებოდა HIMARS-ების მიყიდვა ტაივანისთვის.[63]

შვედეთის დროშა შვედეთი

შევედეთმა ქვეყნის შორსმოქმედი საარტილერიო შესაძლებლობების გაუმჯობესების გეგმის ფარგლებში ინტერესი გამოხატა HIMARS-ების შეძენასთან დაკავშირებით. 2021 წლის ოქტომბერში სისტემებმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის კუნძულ გოტლანდზე გამართულ წვრთნებში.[64]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Exclusive: US deploys long-range artillery system to southern Syria for first time.
  2. Gung Ho Vids. HIMARS Strike At Night In Iraq • 2016 Mosul Advance.
  3. Oestergaard, Joakim. About the HIMARS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 28 April 2015
  4. High Mobility Artillery Rocket System (HIMARS) — M142 - USAASC.
  5. MGM-140 Army Tactical Missile System (ATACMS).
  6. Precision Strike Missile (PrSM) (December 22, 2021).
  7. YouTube.
  8. Lockheed Martin Delivers First HIMARS Vehicle Produced 100 Percent in Camden Arkansas (26 July 2017).
  9. Half-billion-dollar HIMARS contract goes to Camden, other Lockheed Martin facilities (16 July 2019).
  10. "Saint-Gobain delivers sapphire-engineered transparent armor" UPI / press release, 5 November 2013. Accessed: 19 June 2014.
  11. Lockheed Martin's HIMARS Launcher Successfully Fires Air Defense Missile. ციტირების თარიღი: 1 May 2022
  12. Marines launch rocket from amphibious ship to destroy land target 70 km away - Defensenews.com, 24 October 2017
  13. Marines Fire HIMARS From Ship in Sea Control Experiment With Navy - News.USNI.org, 24 October 2017
  14. ISAF Weapon Fails to Hit Intended Target, 12 Civilians Killed დაარქივებული 2014-10-27 საიტზე Wayback Machine.
  15. Operation Moshtarak: missiles that killed civilians 'hit correct target'. Telegraph (2010-02-16). ციტირების თარიღი: 2010-07-07
  16. Artillery: It Wasn't Me. Strategypage.com (2010-02-18). ციტირების თარიღი: 2010-07-07
  17. Gall, Carlotta. (20 October 2010) Coalition Routs Taliban in Southern Afghanistan. New York Times.
  18. The U.S. Army Hurls Hundreds of Rockets at Islamic State. ციტირების თარიღი: 2015-11-28
  19. In a first, U.S. forces in Jordan have attacked ISIS in Syria, Military Times, 11 March 2016
  20. HIMARS High Mobility Artillery Rocket System achieves one million operational hours milestone - Armyrecognition.com, 14 January 2016
  21. Pamuk, Humeyra (26 April 2016). „Turkish minister says U.S. to deploy rocket launchers near Syrian border“. Reuters. ციტირების თარიღი: 29 April 2016.
  22. Reuters (2016-09-03). „US forces hit Isis targets in Syria with mobile rocket system, official says“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2016-09-04.
  23. US Embassy Turkey on Twitter. ციტირების თარიღი: 2016-09-04
  24. Brett McGurk on Twitter. ციტირების თარიღი: 2016-09-04
  25. CNN visits Qayyara airbase at frontlines of war against ISIS - CNN.com, 25 October 2016
  26. US deploys HIMARS artillery near al-Tanf, previously used to strike ISIS in Syria from Turkey and Jordan.
  27. US rocket artillery deployed to southern Syria for first time.
  28. Barbara Starr, Ryan Browne. (May 30, 2018) US military says it killed dozens of Taliban leaders in Afghanistan.
  29. vlogger. (30 May 2018) HIMARS Strike on High-Level Taliban Command and Control.
  30. sdf. (9 October 2018) The outcome of engagements in the battle to defeat terrorism.
  31. sdf. (12 October 2018) The outcome of engagements in "the battle to defeat terrorism".
  32. sdf. (16 October 2018) outcome of Engagements in the battle to defeat terrorism.
  33. sdf. (23 October 2018) Outcome of engagements in the battle to defeat terrorism.
  34. Woofers. (17 October 2018) The SDF has regularly been reporting @coalition artillery and airstrikes throughout the offensive to take the Hajin pocket. But they've been noting HIMARS launches which I personally find interesting. These MLRS systems fire a rocket just over twice the side of a grad rocket.
  35. News, Strategic. (16 September 2018) Photo of a #US M142 HIMARS system located in the Omar Oil Field Green Village, which supports #SDF forces in the offensive on #Baghuz. #Syriapic.twitter.com/19FwGdNJPg.
  36. Hackett, James (2016). The Military Balance 2016. London: Taylor&Francis, გვ. 40,44. ISBN 9781857438352. 
  37. Integration at its best. Ministry of Defence (Singapore) (2010-01-04). ციტატა: „Men from 23 SA had commenced training with the US Army's HIMARS in March 2009.“ ციტირების თარიღი: 1 May 2011
  38. admin. (2017-10-06) Singapore Army HIMARS en-US. ციტირების თარიღი: 2021-08-12
  39. Singapores HIMARS Rocket Artillery. ციტირების თარიღი: 2021-08-12
  40. Singapore, Fort Sill execute live fire missions en. ციტირების თარიღი: 2021-08-12
  41. Elements of first HIMARS long-range rocket launcher arrive in Romania en (22 February 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2022. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2022.
  42. Palowski, Jakub. Macierewicz: Poland to get 160 HIMARS-Based Homar Rocket Systems (12 July 2017). ციტირების თარიღი: 20 October 2018
  43. Queen of Battles: Poland's New Artillery Programs (2014 snapshot) (4 September 2014). ციტირების თარიღი: 20 October 2018
  44. Judson, Jen. Poland makes official request for US rocket launchers (19 October 2018). ციტირების თარიღი: 20 October 2018
  45. Poland – High Mobility Artillery Rocket System (HIMARS) (28 November 2017). ციტირების თარიღი: 20 October 2018
  46. US State Dept. OKs sale of artillery rocket system to Poland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-30. ციტირების თარიღი: 2022-06-02.
  47. Szef MON Mariusz Błaszczak podpisał umowę na dostawę Homara.
  48. Pierwszy dywizjon HIMARS za 414 mln dolarów. Umowa w środę.
  49. Poland to acquire 500 M142 HIMARS rocket launchers. euroweeklynews.com.
  50. Poland plans to buy 500 more HIMARS from US. polskieradio.pl.
  51. Australia wins U.S. approval to buy rocket launchers. Reuters.
  52. Australian Army makes HIMARS procurement bid en. Janes.com. ციტირების თარიღი: 2022-05-27
  53. U.S. to Send Ukraine $700 Million in Military Aid, Including Advanced Rockets en (31 May 2022).
  54. https://www.nytimes.com/2022/05/31/opinion/biden-ukraine-strategy.html
  55. https://www.theguardian.com/world/2022/jun/01/himars-what-are-the-advanced-rockets-us-is-sending-ukraine
  56. CASR Background — Artillery — Long-Range Precision Rocket System. Canadian American Strategic Review. ციტირების თარიღი: 2009-11-11
  57. „Canadian army shopping for rocket launchers“. CTV. 2009-01-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-10. ციტირების თარიღი: 2009-11-11.
  58. Canada Seeks MLRS Rocket Systems. Defense Industry Daily (2009-01-07). ციტირების თარიღი: 2009-11-11
  59. Long Range Precision Rocket System (LRPRS) – A Multiple- Launch Rocket System – MERX LOI Letter of Interest Notice. Canadian American Strategic Review. ციტირების თარიღი: 2009-11-11
  60. Hamarosan rakétatüzérséget is beszerezhet a Magyar Honvédség.
  61. Qatar Requests Sale of HIMARS, ATACMS and GMLRS - Deagel.com, December 24, 2012
  62. US, Philippines 'in talks on American rocket system to deter China' (2 April 2019).
  63. Gould, Joe. (2020-10-12) US advances three arms sales packages to Taiwan en-US. ციტირების თარიღი: 2020-10-15
  64. Nyheter, S. V. T.; Olsson, Jonas (2021-10-25). „FOI-expert om amerikanskt artilleri på Gotland: Stark signal till Ryssland“. SVT Nyheter (შვედური). ციტირების თარიღი: 2021-10-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=HIMARS&oldid=4522753“-დან