Love (The Beatles-ის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Love
კინომუსიკა / რემიქსული ალბომი
გამოცემის თარიღი 20 ნოემბერი 2006
ჩაიწერა 1963–1969
სტუდია EMI-ს, Trident-ის, Olympic-ის და Apple-ის სტუდიები, ლონდონი,
EMI-ს სტუდიები, მუმბაი და Hollywood Bowl, ლოს-ანჯელესი; მიქსი - 2004–2006, ები-როუდის სტუდიები
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 78:38 (CD)
80:28 (DVD-Audio)
86:41 (iTunes)
ლეიბლი Apple/Capitol/Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი, ჯაილზ მარტინი
შემდგენელი ჯორჯ მარტინი
The Beatles-ის — ქრონოლოგია
The Capitol Albums, Volume 2
(2006)
Love
(2006)
The Beatles (The Original Studio Recordings)
(2009)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
Blender5/5 stars
Entertainment Weekly(A)
The Guardian4/5 stars[2]
NME(8/10)[3]
The Observer5/5 stars[4]
Okayplayer4/5 stars
Pitchfork Media(8.5/10)[5]
PopMatters(6/10)[6]
Q4/5 stars[7]
Rolling Stone3.5/5 stars
Slant5/5 stars[8]
Uncut4/5 stars[9]

Loveინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერებზე აგებული, ჯორჯ მარტინისა და მისი შვილის, ჯაილს მარტინის მიერ შედგენილი ალბომი, რომელიც არის ამავე სახელწოდების შოუს თანმხლები მუსიკის კრებული.

ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ მარტინი და მისი შვილი ჯაილს მარტინი შევიდნენ სტუდიაში პოლ მაკ-კარტნის, რინგო სტარის, იოკო ონოსა და ოლივია ჰარისონის მხრიდან ნებართვის შემდეგ. ჯორჯ მარტინის თქმით, პროექტზე მუშაობისას მან გამოიყენა ორიგინალური ოთხფირიანი, რვაფირიანი და ორფირიანი ჩანაწერები. ამან საშუალება მისცა, შეექმნა The Beatles-ის კატალოგში პირველი მოცულობითი ჟღერადობის ალბომი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაილს მარტინმა განაცხადა, რომ ისინი ღელავდნენ, თითქოს ნებართვას ამ პროექტის განსახორციელებლად არ მიიღებდნენ და ამიტომაც, ყოველი შემთხვევისათვის, მან დაამზადა ორიგინალური ფირების ციფრული ვერსიები. ასევე მან ახსენა, რომ პროექტში არ იქნა გამოყენებული რამდენიმე სიმღერა, მაგალითად, Girl, რომელიც ჯორჯ მარტინს განსაკუთრებით მოსწონდა.

პოლ მაკ-კარტნიმ და რინგო სტარმა ამ ალბომზე ძალიან დადებითად ისაუბრეს. მაკ-კარტნიმ აღნიშნა: ამ ალბომმა The Beatles-ს კვლავ ერთად მოუყარა თავი, ისე თითქოს იქ ჯონი და ჯორჯიც იყო, ჩემთან და რინგოსთან ერთად. რინგოს კომენტარი ასეთი იყო: ეს ალბომი ჩემი აზრით მართლაც დიდებულია და მე ისეთ რამ მოვისმინე, რაც დავიწყებულიც მქონდა.

პირველად ალბომმა გაიჟღერა Virgin Radio ეთერში. მისმა რადიოწამყვანმა ჯეფ ლოიდმა, The Beatles-ის დიდმა მოყვარულმა ეთერში გაუშვა მთლიანი ალბომი, ყოველგვარი რეკლამისა თუ კომენტარის გარეშე.

ალბომზე გამოიკვეთება რამდენიმე საინტერესო დეტალი:

  • გამოყენებულია როგორც სიმღერების საბოლოო სტუდიური ვარიანტები, ასევე დემო-ჩანაწერები და სტუდიური დუბლები (მაგალითად, ეს ეხება Strawberry Fields Forever-ს)
  • ალბომზე არის რამდენიმე კომპოზიცია, რომელიც შედგება The Beatles-ის ორი-სამი სიმღერისგან. მაგალითია Drive My Car / The Word / What You're Doing.
  • რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული უკუღმა დატრიალებული ჩანაწერი ან აკაპელა ვერსიები.
  • პრაქტიკულად ცალკე ინდექსირებული ყველა სიმღერა უერთდება ერთმანეთს რომელიმე მუსიკალური ფრაგმენტით.

Love მოხვდა ბრიტანული ჩარტების #3 ადგილზე. იგი ასევე კომერციულად წარმატებული იყო აშშ-ში, სადაც იგი #4 ადგილზე მოვხდა და 2006 წლის ბოლოს პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა.

მსოფლიო ჩარტში დისკი მოხვდა #1 ადგილზე და მხოლოდ გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა 721.000 ასლის ოდენობით. შემდეგ კვირას იგი კვლავ პირველ ადგილზე იყო და გაიყიდა 436.000 ასლის ოდენობით. ერთი კვირით იგი ამოვარდა ჩარტიდან და კვლავ დაბრუნდა მეოთხე კვირაში. ამ დროისათვის მსოფლიოში გაიყიდა მისი 2 მილიონი ასლი.

შობისათვის მისმა გაყიდვებმა იმატა და საბოლოოდ მან #1 ადგილზე გაატარა ექვსი კვირა. 40 საუკეთესო ალბომის სიაში დისკმა გაატარა 15 კვირა და გაიყიდა 2.849.000 ასლის ოდენობით. შემდეგი კვირების განმავლობაში სტაბილურად იყიდებოდა მისი 25.000 ასლი.

გრემის 50ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელიც 2008 წლის 10 თებერვალს გაიმართა, ალბომმა მიიღო პრიზი ორ კატეგორიაში: საუკეთესო კრებული-მუსიკა ფილმისათვის და საუკეთესო მოცულობითი ჟღერადობის ალბომი.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი სამი ვერსიის სახით გამოიცა. ეს იყო ჩვეულებრივი კომპაქტ დისკი, ორ დისკიანი გამოცემა და DVD-აუდიო ვერსია. DVD-აუდიო წარმოადგენს 5.1 ჟღერადობის ჩანაწერს (24 ბიტიანი 96 კჰც), რომლის გადართვაც შესაძლოა ორ არხზე. მისი მოსმენა ასევე შესაძლებელია DVD სისტემებზე.

გამოცემების დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილი თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგი
იაპონია 2006, 15 ნოემბერი Toshiba-EMI CD TOCP-70200
CD / DVD-Audio TOCP-70201
დიდი ბრიტანეთი 2006, 20 ნოემბერი Apple Records, EMI
CD 3798082 / 0946 3 79808 2 8
CD / DVD-audiio 3798102 / 0946 3 79810 2 3
აშშ 2006, 21 ნოემბერი Apple, Capitol Records, EMI CD 0946 3 79808 2 8
CD / DVD-Audio 0946 3 79810 2 3
დიდი ბრიტანეთი 2007, 30 აპრილი Apple Records, EMI
Vinyl

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

DVD დისკზე სიმღერების Revolution და Back in the USSR ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე სტანდარტულ დისკზე. ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა.

  1. Because – 2:44
  2. Get Back – 2:05
  3. Glass Onion – 1:20
  4. Eleanor Rigby (გადასვლა სიმღერაზე Julia) – 3:05
  5. I Am the Walrus – 4:28
  6. I Want to Hold Your Hand – 1:22
  7. Drive My Car/The Word/What You're Doing – 1:54
  8. Gnik Nus – 0:55
  9. Something (გადასვლა სიმღერაზე Blue Jay Way) (ჯორჯ ჰარისონი) – 3:29
  10. Being for the Benefit of Mr. Kite!/I Want You (She's So Heavy)/Helter Skelter – 3:22
  11. Help! – 2:18
  12. Blackbird/Yesterday – 2:31
  13. Strawberry Fields Forever – 4:31
  14. Within You Without You/Tomorrow Never Knows (ჰარისონი, ლენონი/მაკ-კარტნი) – 3:07
  15. Lucy in the Sky with Diamonds – 4:10
  16. Octopus's Garden (რინგო სტარი) – 3:18
  17. Lady Madonna – 2:56
  18. Here Comes the Sun (გადასვლა სიმღერაზე The Inner Light) (ჰარისონი) – 4:18
  19. Come Together/Dear Prudence (გადასვლა სიმღერაზე Cry Baby Cry) – 4:45
  20. Revolution – 2:14 (კომპაქტ დისკის ვერსია) / 3:23 (DVD ვერსია)
  21. Back in the U.S.S.R. – 1:53 (კომპაქტ დისკის ვერსია) / 2:34 (DVD ვერსია)
  22. While My Guitar Gently Weeps (ჰარისონი) – 3:46
  23. A Day in the Life – 5:08
  24. Hey Jude – 3:58
  25. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (Reprise) – 1:22
  26. All You Need Is Love – 3:39
iTunes გამოცემის დამატებები
  1. The Fool on the Hill – 3:30
  2. Girl – 2:43

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2006–07) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[10] 2
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[11] 3
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[12] 3
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[13] 1
კანადის ალბომები (ბილბორდი)[14] 1
ჩეხეთის ალბომები (ČNS IFPI)[15] 23
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[16] 4
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[17] 5
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[18] 1
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[19] 2
ირლანდიის ალბომები (IRMA)[20] 3
იტალიის ალბომები (FIMI)[21] 7
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[22] 8
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[23] 2
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[24] 2
პორტუგალიის ალბომები (AFP)[25] 5
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[26] 2
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[27] 3
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[28] 3
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[29] 4

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[30] 2× პლატინა 140 000^
კანადა (Music Canada)[31] 2× პლატინა 200 000^
გერმანია (BVMI)[32] 3× ოქრო 300 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[33] 2× პლატინა 600 000^
აშშ (RIAA)[34] 2× პლატინა 2 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Love AllMusic-ზე
  2. პეტრიდისი, ალექსის. (16 ნოემბერი 2006) CD: The Beatles, Love. The Guardian. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2012.
  3. NME Album Reviews - The Beatles: LOVE. NME (17 ნოემბერი 2006). ციტირების თარიღი: 9 მაისი 2012.
  4. Spencer, ნილ. (11 ნოემბერი 2006) CD: The Beatles, Love. The Observer. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2012.
  5. The Beatles: Love | Album Reviews. Pitchfork (30 ნოემბერი 2006). ციტირების თარიღი: 9 მაისი 2012.
  6. Lundy, Zeth. (15 ნოემბერი 2006) The Beatles: Love. Popmatters.com. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2012.
  7. Q magazine #245, Dec. 2006, p133
  8. ჯოუნსი, Preston. (22 ნოემბერი 2006) Album Review: The Beatles - Love. Slant. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2012.
  9. Music Reviews. Uncut.co.uk (23 აპრილი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-03. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2012.
  10. "The Beatles – Love". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  11. "The Beatles - Love" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  12. "The Beatles – Love" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  13. "The Beatles – Love" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  14. „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  15. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 200648 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  16. „Dutchcharts.nl – The Beatles – Love“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  17. "The Beatles: Love" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  18. "The Beatles – Love". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  19. "Offiziellecharts.de – The Beatles – Love" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  20. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  21. "The Beatles – Love". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  22. "The Beatles – Love". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  23. "The Beatles – Love". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  24. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  25. "The Beatles – Love". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  26. "The Beatles – Love". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  27. "The Beatles – Love". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  28. "Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  29. „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
  30. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2007 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  31. Canadian album certifications – The Beatles – Love. Music Canada.
  32. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (The Beatles; 'Love') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  33. British album certifications – The Beatles – Love. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Love ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  34. American album certifications – The Beatles – Love. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH