Long Island iced tea (კოქტეილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

Long Island iced tea შერეული ალკოჰოლური სასმელია, რომელიც როგორც წესი არაყის, ტეკილას, ღია ფერის რომის, თრიფლ სექის (ძლიერი, ტკბილი და უფერო ფორთოხლის არომატიანი ლიქიორი, რომელიც ფორთოხლის ქერქისგანაა დამზადებული), ჯინისა და ცოტაოდენი კოლასგან შედგება. ეს ყველაფერი სასმელს მისი თანამოსახელის (იგულისხმება ცივი ჩაი) მაგვარ ქარვისფერ შესახედაობას ანიჭებს. პოპულარული ვარიანტის მიხედვით ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის არაყი, ტეკილა, ჯინი, რომი, თრიფლ სექი, 1.5 წილი ე.წ "მჟავე მიქსი" (ლიმონის ან ლაიმის წვენითა და "მარტივი სიროფით" მომზადებული ნაზავი. ხშირად გამოიყენება კოქტეილებში) და ცოტაოდენი კოლა ერევა. ამ ყველაფერს სპეციალური ბარის კოვზით ნაზად ურევენ და ბოლოს ლიმონითა და საწრუპით აფორმებენ.[1]

Long Island iced tea-ს სახესხვაობათა უმეტესობა, სახელის მიუხედავად რაიმე სახის ჩაის საერთოდ არ შეიცავს.

Long Island Iced Tea-ს სახელი ცივ ჩაისთან ვიზუალური მსგავსების გამო დაერქვა.

სასმელს ბევრად მაღალი ალკოჰოლის კონცენტრაცია აქვს (დაახლოებით 22%) სხვა ე.წ "ჰაიბოლებთან", ანუ მაღალი ჭიქით მორთმეულ კოქტეილებთან შედარებით. ეს მიქსერის, ანუ არაალკოჰოლური ინგრედიენტების შედარებითი სიმცირითაა განპირობებული.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ "როუზბად" ბატი ამტკიცებს, რომ სასმელი სწორედ მან გამოიგონა 1972 წელს, როცა ის მონაწილეობდა ახალი კოქტეილების შექმნის შეჯიბრში ნიუ-იორკის რაიონ ლონგ-აილენდზე.[2][3]

არსებობს მოსაზრება, რომ ოდნავ განსხვავებული სასმელი იქნა გამოგონებული 1920-იან წლების მშრალი კანონის პერიოდში "მოხუცი ბიშოპის" მიერ, ტენესის შტატის ადგილობრივ თემში, რომელსაც ასევე ლონგ აილენდი ერქვა.[4][5] სასმელი შემდეგ გააუმჯობესა რანსომ ბიშოპმა, მოხუცი ბიშოპის ვაჟმა. კოქტეილი შეიცავდა ვისკის, ნეკერჩხლის სიროფსა და 5 ალკოჰოლური სასმელის სხვადასხვა რაოდენობებს, თანამედროვე ვარიანტისგან განსხვავებით სადაც კოლასა და 5 სასმელის ხუთ თანაბარ წილს შეხვდებით.

სახესხვაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Long Island iced tea-ს პოპულარობამ ჰაიბოლების საკუთარი ოჯახი შექმნა.[3] უამრავი სასმელი კვლავ პოპულარულია აშშ-ს სხვადასხვა ადგილას და ისინი არსებობას თავდაპირველი Long Island iced tea-ს წარმატებას უნდა უმადლოდნენ. ლონგ აილენდის ვარიაციის მაგალითია Grateful Dead (ასევე ცნობილი როგორც Purple Rain ან Black Superman), რომელიც იგივე შერევის მეთოდს გულისხმობს, თუმცა თრიფლ სექი შამბორის (მაყვალისა და ჟოლოსგან დამზადებული ფრანგული ლიქიორი) შოთითაა ჩანაცვლებული, კოლას კი ლიმონის ან ლაიმის გაზიანი სასმელი ცვლის.[6] Adios Motherfucker ასევე ლონგ აილენდის ვარიაციად ითვლება, სადაც თრიფლ სექს ლურჯი კურასაო (ერთგვარი ციტრუსის, ლარაჰას ქერქისგან დამზადებული ჰოლანდიური ლიქიორი) ცვლის, ხოლო კოლას ასევე ლიმონისა და ლაიმის გაზიანი სასმელი. მას დამახასიათებელი ლურჯი ფერი აქვს. თუ კოლას ძახველის წვენით ჩავანაცვლებთ Long Beach Iced Tea-ს მივიღებთ, რომელსაც მოწითალო იერი აქვს.[7] კოკა-კოლის ნაცვლად მიდორის (ტკბილი, ღია მწვანე შეფერილობის იაპონური ლიქიორი, რომელსაც ნესვის ერთ-ერთი ჯიშის არომატი აქვს) გამოყნებეისას Tokyo Iced Tea მიიღება, რომელსაც მომწვანო შეფერილობა აქვს. ტექსასის შტატში Long Island iced tea ტეკილას გარეშე მზადდება, რაც ტექსასის ალკოჰოლური სასმელების კომისიის კანონებითაა გამოწვეული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Long Island iced tea www.doopedia.co.kr (in Korean). Retrieved May 7, 2018.
  2. Robert Butt. The Official website of the Original Long Island ice tea Archived from the original on November 4, 2016. Retrieved May 3, 2017.
  3. 3.0 3.1 Thomson, Julie R. (August 2, 2017). You can thank a guy named Robert Butt for the Long Island ice tea Archived from the original on August 4, 2017. Retrieved August 3, 2017.
  4. Moore, J. S. (October 13, 2006). Understanding Apples. Outskirts Press. p. 48. ISBN 1598007467.
  5. Long Island ice tea: From New York or Tennessee? Archived from the original on December 29, 2013. Retrieved August 6, 2012.
  6. Purple Rain drink recipe Archived from the original on August 5, 2016.
  7. Long Island ice tea Tablespoon.com. Retrieved July 23, 2019.