Locke & Key

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლოკი & გასაღები“
„Locke & Key“

ლოკი & გასაღები: მოგესალმებით ლავკრაფტში
სერიიდან Welcome to Lovecraft
Head Games
Crown of Shadows
Keys to the Kingdom
Clockworks
Omega
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი ჯო ჰილი
მხატვარი(ები) გაბრიელ როდრიგესი

Locke & Key (ქართ. ლოკი & გასაღები) — ამერიკული კომიქსების სერია, რომელიც დაწერა ჯო ჰილმა, დახატა გაბრიელ როდრიგესმა და გამოსცა IDW Publishing-მა.

გამოცემის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Locke & Key-ს ნარატივი გაწერილია სამ მოქმედებად. თითოეული შედგება ყოველთვიურად გამოცემადი ექვსნომრიანი ორი ფაბულისგან. პირველი მოქმედების პირველი სიუჟეტური თაღი, „მოგესალმებით ლავკრაფტში“ (ინგლ. Welcome to Lovecraft), იყო IDW Publishing-ის მიერ გამოცემული ექვსნომრიანი შეზღუდული სერია. თაღის „მოგესალმებით ლავკრაფტში“ პირველი ნომერი გამოიცა 2008 წლის 20 თებერვალს და გაიყიდა ერთ დღეში, რის გამოც მომენტალურად გახდა საჭირო ხელმეორედ დაბეჭდვა.[1] პირველი მოქმედების მეორე თაღი, რომელსაც „გონების თამაშები“ (ინგლ. Head Games) ეწოდა, დაიწყო პირველი ნომრის გამოცემით 2009 წლის 22 იანვარს.[2] რეალურად, თვითონ „გონების თამაშების“ სიუჟეტი დაიბეჭდა ოთხ ნომრად, რომელსაც წინ უძღოდა ცალკეული პროლოგი („ანტრაქტი“ — ინგლ. Intermission — ანუ „ჯო რიჯვეის ამბავი“ — ინგლ. The Joe Ridgeway Story) და რომელიც მთავრდებოდა ცალკეული დასკვნითი ნაწილით („ერთკაციანი არმია“ — ინგლ. Army Of One).[3]

Locke & Key-მეორე მოქმედება შედგება ორი შეზღუდული, ექვსნომრიანი მინისერიისგან; მეორე მოქმედების პირველი ფაბულა, „ლანდთა გვირგვინი“ (ინგლ. Crown of Shadows), დაიწყო 2009 წლის მიწურულს.[4] მეორე ფაბულა, „სამეფოს გასაღებები“ (ინგლ. Keys to the Kingdom), დაიწყო 2010 წლის აგვისტოში.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Netflix-ის სერიალი (2019-)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 30 მაისს გამოცხადდა, რომ Netflix აპირებდა კომიქსის მიხედვით სერიალის გადაღებას.[5]

ბანქოს თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს Cryptozoic Entertainment-მა გამოსცა კომიქსების სერიაზე დაფუძნებული ბანქოს თამაში.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Powers, Kevin. (2008-02-21) Fantasy-Horror Comic Locke & Key Sold Out in One Day. Comics Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-23. ციტირების თარიღი: 2008-12-09.
  2. Joe Hill talks Locke & Key: Head Games. Comic Book Resources (2009-01-12). ციტირების თარიღი: 2009-02-27.
  3. Hill, Joe. (2009-06-01) Be at Peace. Joe Hill Fiction. ციტატა: „Sorta, not quite. HEAD GAMES is actually four-issues long, with a standalone prologue (”Intermission” or “The Joe Ridgeway Story”) and a standalone conclusion (”Army of One”).“ ციტირების თარიღი: 2009-06-01.
  4. Hill, Joe. (2009-06-01) Be at Peace. Joe Hill Fiction. ციტატა: „I wasn’t asked, but I’ll say at this point the plan is for four more six-issue LOCKE & KEY stories, the next being CROWN OF SHADOWS in the fall/winter of this year.“ ციტირების თარიღი: 2009-06-01.
  5. Andreeva, Nellie. (29 May 2018) ‘Locke & Key’ Drama From Carlton Cuse & Joe Hill Nears Series Order At Netflix.
  6. Moore, Debi. (22 February 2012) Locke & Key: The Game Now Available from Cryptozoic Entertainment. Dread Central. ციტირების თარიღი: 13 August 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Locke_%26_Key&oldid=4305353“-დან