Little Dancer

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
S ტიპის 2100 სერიის ვაგონი
S ტიპის LH02 სერიის ვაგონი

Little Dancer — იაპონური ტრამვაის ვაგონების მარკა, რომლებსაც კომპანია Alna Shario აწარმოებს.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაგონს სახელი მისი მცირე ზომიდან გამომდინარე ეწოდა. Little Dancer წარმოდგება ორი სიტყვისგან: Little,_ინგლისურად_ პატარა; Dansa,_იაპონურად_ტერფი. ამ მარკის ვაგონებს აქვთ უნიფიცირებული გოგორწყვილები და შესაბამისად ძველი მოდელის ვაგონების მქონე ტრამვაის სისტემებს იოლად შეუძლიათ Little Dancer-ზე გადასვლა. მისი L,S და A ტიპის ვაგონები ნახევრადდაბალიატაკიანია, ხოლო U ტიპისა,_100% დაბალიატაკიანი.

S ტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

S ტიპის ვაგონები არის ერთსექციური და ნახევრადდაბალიატაკიანი.

L ტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

L ტიპის ვაგონები არის შესახსრული, სამსექციური და ნახევრადდაბალიატაკიანი. სამივე სექციას აქვს ურიკა (ბორბლები).

A ტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A ტიპის ვაგონები არის შესახსრული, სამ ან ხუთსექციური და ნახევრადდაბალიატაკიანი. ზოგიერთ სექციას არ აქვს ურიკა (ბორბლები).

U და Ua ტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

U და Ua ტიპის ვაგონები არის 100% დაბალიატაკიანი.

C ტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

C ტიპის ვაგონები არის ორსექციური და დასახელება მიღებულია სიტყვიდან "Combination".

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Little_Dancer&oldid=3007615“-დან